პროპორციული ქოლ სპრედი (Call Ratio Spread)

პროპორციული ქოლ სპრედი (Call Ratio Spread)

პროპორციული ქოლ სპრედი (Call Ratio Spread) სტრატეგია გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ დარწმუნებული ვართ, რომ ბაზარი უმნიშვნელოდ გაიზრდება გარკვეულ ნიშნულამდე.

სტრატეგიის რეალიზაციისათვის უნდა გავყიდოთ ორი ფუთ ოფციონი, რომელთა სტრაიკი იქნება ბაზრის ზრდის ზღვრულ მოსალოდნელ ნიშნულამდე და ვიყიდოთ ერთი კოლ ოფციონი სტრაიკით, რომელიც ნაკლებია გაყიდული ფუთ ოფციონების სტრაიკზე.

პროპორციული ქოლ სპრედი (Call Ratio Spread) – გრაფიკული მაგალითი

პროპორციული ქოლ სპრედი (Call Ratio Spread)

ამ მოქმედების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფუთ ოფციონების გაყიდვით ჩვენ ვაზღვევთ კოლ ოფციონის ყიდვის პოზიციას, საბაზო აქტივის ფასის კლების შემთხვევაში. თუ აქტივის ფასი გაიზრდება გაყიდული ოფციონების სტრაიკ ფასამდე, მაშინ ჩვენ მივიღებთ მოგებას. ხოლო ფასის მიერ ამ დონის გადაჭარბების შემდეგ დაიწყება ზარალი.

მაგალითის მიხედვით: ჩვენ გავყიდეთ ორი კოლ ოფციონი, რომელთა სტრაიკია 45 000 პე და მივიღეთ პრემია 2 * 3 079 = 6 158 პე. ამასთან ერთად, ჩვენ ვიყიდეთ კოლ ოფციონი სტრაიკით 40 000 პე, რაშიც გადავიხადეთ პრემია 5 445 პე და მივიღეთ მოგება 6 158 – 5 445 = 713 პე. აქტივის ფასის ვარდნის შემთხვევაში, მოგება მიღებული პრემიის ტოლი იქნება, ხოლო ნაყიდი კოლ ოფციონის სტრაიკ ფასამდე, საბაზო აქტივის ფასის ზრდის შემთხვევაში, ვიქნებით მოგებაში მანამდე სანამ ფასი მიაღწევს 45 000 პე-ს (რაც გაყიდული კოლ ოფციონების სტრაიკ ფასის ტოლია) და მივიღებთ მაქსიმალურ მოგებას 45 000 – 40 000 + 713 = 5 713 პე. საბაზო აქტივზე ფასის შემდგომი ზრდის შემთხვევაში, მოგება დაიწყებს შემცირებას და წერტილში 45 000 + (45 000 – 40 000) + 713 = 50 713 პე დავიწყებთ წაგების მიღებას, რომელიც არაფრითაა შეზღუდული.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …