სტრედლი ყიდვა (Long Straddle) სტრატეგია გამოიყენება იმ ვარაუდის დროს, როდესაც ველოდებით ბაზრის ძლიერ მოძრაობას, მაგრამ არ ვიცით რომელი მიმართულებით წავა ბაზარი. სტრატეგია მდგომარეობს ქოლ და ფუთ ოფციონის ყიდვაში, რომელთაც გააჩნიათ ერთნაირი ექსპირაცია და სტრაიკი.
როგორც წესი, სტრაიკი, გარიგების დადების მომენტში საბაზო აქტივის სპოტური ფასის ტოლია.
სტრედლი ყიდვა (Long Straddle) – გრაფიკული მაგალითი
ჩვენ ვიყიდეთ ქოლ და ფუთ ოფციონები, რომელთა სტრაიკი 42 500 პე-ს ტოლია და გადავიხადეთ პრემია 3 941 + 4 059 = 8 000 პე. ამ სტრატეგიის გამოყენებით მივიღებთ მოგებას, როდესაც საბაზო აქტივის ფასი დაეცემა 34 500 პე-ს დონის ქვემოთ (სტრაიკი 42 500 – პრემია 8 000), ან როდესაც საბაზო აქტივის ფასი ავა 50 500 პე-ს ზემოთ (სტრაიკი 42 500 + პრემია 8 000). სტრატეგიაში ზარალი შემოიფარგლება გადახდილი პრემიის ოდენობით – 2950 პე, ხოლო მოგება, ფასის სასურველი მოძრაობის შემთხვევაში არ არის შეზღუდული 34 500 პე-დან 50 500 პე-მდე დიაპაზონს გარეთ – ერთეულ საბაზო აქტივზე ფასის დროს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით