ოფციონის მდგომარეობა არის შეფარდება მისი შესრულებისა და საბაზო აქტივის სპოტურ ფასებს შორის. ასეთი სამი მდგომარეობა არსებობს:
- out of the money (OTM) — “ფულის გარეშე ოფციონი” (არამომგებიანი);
- at the money (ATM) — “ფულის ახლო ოფციონი” (კონტრაქტის ფასად);
- in the money (ITM) — “ფულიანი ოფციონი” (მომგებიანი);
როდესაც ოფციონის შესრულების ფასი (სტრაიკი) და საბაზო აქტივის ფასი ერთმანეთის ტოლია, ამ მდგომარეობას ეწოდება – “ფულის ახლო ოფციონი”.
თუ მიმდინარე მომენტში ოფციონს არ აქვს ფასი, ამ მდგომარეობას – “ფულის გარეშე” ოფციონი. put ოფციონებისთვის – ეს არის სიტუაცია, როდესაც ოფციონის შესრულების ფასი (სტრაიკი) უფრო ნაკლებია, ვიდრე საბაზო აქტივის ფასი. call ოფციონების შემთხვევაში კი პირიქით: როდესაც საბაზო აქტივის სპოტური ფასი, სტრაიკ ფასზე უფრო ნაკლებია.
მაგალითად: გვაქვს call ოფციონი ფიუჩერსზე , რომელიც სპოტურ ბაზარზე იყიდება 1 200 აშშ დოლარად. ჩვენი სტრაიკი ( ოფციონის შესრულების ფასი) არის 1 600 აშშ დოლარი. ამრიგად, გვაქვს უფლება ვიყიდოთ ფიუჩერსის ოფციონის გამყიდველისგან 1 600 აშშ დოლარად. ვინაიდან მიმდინარე მომენტში სპოტურ ბაზარზე იგივე ფიუჩერსი შეგვიძლია ვიყიდოთ 1 200 აშშ დოლარად, ამიტომ ოფციონთან დაკავშირებული გარიგება არ მოიტანს არავითარ მოგებას. მაშასადამე ოფციონი იმყოფება მგდომარეობაში – “ფულის გარეშე”
ოფციონის მდგომარეობა “ფულიანი ოფციონი” – call ოფციონის შემთხვევაში არის სიტუაცია, როდესაც მისი შესრულების ფასი უფრო მეტია, ვიდრე საბაზო აქტივის სპოტური ფასი.
მაგალითად: ფიუჩერსი ოქროზე ღირს 30 000 აშშ დოლარი. მაშინ put ოფციონი ოქროს ფიუჩერსზე, რომელის სტრაიკია 38 000 აშშ დოლარი, იქნება მდგომარეობაში – “ფულიანი” და მისი პოტენციური მოგება იქნება 8 000 აშშ დოლარი მინუს ამ ოფციონზე გადახდილი პრემია.
უნდა გვახსოვდეს რომ შესრულდება მხოლოდ – “ფულიანი ოფციონები”.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით