ოფციონი (Put), ოფციონი (Call) და მათი სტილები

ოფციონი (Put), ოფციონი (Call) და მათი სტილები

ოფციონები არსებობს ორი სახის ოფციონი (Put) და ოფციონი (Call). ეს სახეობები განსაზღვრავენ თუ რა უფლებას იღებს მყიდველი – საბაზო აქტივის გაყიდვის თუ ყიდვის.

Put ოფციონი მყიდველს აძლევს უფლებას გაყიდოს საბაზო აქტივი მომავალში, ხოლო Call ოფციონი აძლევს მყიდველს უფლებას იყიდოს აქტივი.

ოფციონი (Put), ოფციონი (Call) და მათი სტილები

განვიხილოთ სურათზე წარმოდგენილი გრაფიკი, რომელიც გვიჩვენებს call ოფციონის ყიდვას. Х ღერძზე გამოსახულია საბაზო აქტივის ფასი (ზრდის მიხედვით, მარცხნიდან მარჯვნივ). У ღერძზე – წაგება ან მოგება (0-ს ქვემოთ წაგება, 0-ს ზემოთ მოგება).

იმისათვის რომ მივიღოთ მოგება, ოფციონი უნდა გავყიდოთ იმ ოდენობის პრემიად, რომელიც გამყიდველისთვის გადახდილ პრემიაზე მეტი იქნება. გადახდილ და მიღებულ პრემიებს შორის სხვაობა იქნება სუფთა მოგება. თუ დარწმუნებული ვართ, რომ საბაზო აქტივის ფასი კონტრაქტის შესრულების მომენტში სპოტურ ბაზარზე მის საბაზრო ფასზე უფრო მომგებიანი იქნება, მაშინ შეგვიძლია დაველოდოთ და ვისარგებლოთ უფლებით საბაზო აქტივი გავყიდოთ ან ვიყიდოთ ოფციონის ექსპირაციის თარიღის დადგომის მომენტში.

როგორც გრაფიკზე ჩანს – call ოფციონის ყიდვის დროს მომენტალურად ვიღებთ ზარალს (გრაფიკზე შემოსავლის მრუდი იმყოფება 0-ს ქვემოთ). ეს ზარალი გამყიდველისთვის გადახდილი პრემიის ტოლია. თუ ოფციონის ექსპირაციის დროს აქტივის ფასი სპოტურ ბაზარზე უფრო მეტი იქნება ვიდრე ოფციონის შესრულების ფასი (სტრაიკ ფასი), მაშინ დაიწყება ზარალის შემცირება, რომელიც შემგომ გადავა შემოსავალში (პროცესი გამოსახულია გრაფიკზე).

call ოფციონის მყიდველთათვის შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ საერთო წესი:

call ოფციონი შესრულებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ საბაზო აქტივის ფასი სპოტურ ბაზარზე, კონტრაქტის ესპირაციის მომენტში, იქნება შესრულების ფასზე უფრო მეტი. და იგი არ შესრულდება თუ, იგი იქნება ოფციონის შესრულების ფასზე ტოლი ან უფრო ნალკები.

call ოფციონის გამყიდველი მიიღებს დიდ წაგებას თუ, აქციების კურსი ძალიან გაიზრდება და მას ისინი წინასწარვე არ უყიდია დაბალ ფასად. ამ შემთხვევაში მას მოუწევს იყიდოს აქციები (საბაზო აქტივი) სპოტურ ბაზარზე მიმდინარე ფასით, ხოლო მიაწოდოს ოფციონის შესრულების ფასად. ასეთი ვარიანტის დაზღვევისათვის, გამყიდველს შეუძლია შეიძინოს საბაზო აქტივი მისი პარალელურად, ერთდროული გაყიდვით. ამ შემთხვევაში, თუ აქტივის ფასი გაიზრდება იგი არ მიიღებს დამატებით ზარალს, რადგან მიაწვდის უკვე ხელთარსებულ აქტივს.

სიტუაციას, როდესაც გამყიდველი ქმნის call ოფციონს და იმავდროულად საბაზო აქტივის ყიდვის გზით არ აზღვევს პოზიციას – ეწოდება გადაუფარავი ოფციონი. თუ გამყიდველი ერთდროულად ყიდულობს აქტივს, მაშინ ასეთ სიტუაციას – გადაფარულ ოფციონს უწოდებენ.

ოფციონი (Put), ოფციონი (Call) და მათი სტილები

განვიხილოთ კიდევ ერთი გრაფიკი, საიდანაც ჩანს რომ put ოფციონის ყიდვისას ზარალი ფორმირდება იმ პრემიით, რომელიც გადახდილია ოფციონისთვის. მოგების ზონაში გადავდივართ კონტრაქტის შესრულების ფასის ზრდასთან ერთად, სპოტურ ფასთან შედარებით, ანუ როდესაც საბაზო აქტივის ფასი იკლებს სპოტურ ბაზარზე. put ოფციონი შესაძლებლობას იძლევა გარიგების შესრულების მომენტში გავყიდოთ აქტივი უფრო ძვირად, ვიდრე იგი ღირს სპოტურ ბაზარზე.

put ოფციონის მყიდველთათვის შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ საერთო წესი:

put ოფციონი არ შესრულდება თუ ექსპირაციის მომენტში საბაზო აქტივის ფასი, ოფციონის შესრულების ფასის ტოლია ან მასზე მეტია. და შესრულდება მაშინ, როდესაც იგი შესრულების ფასზე დაბალია.

ოფციონის მყიდველის და გამყიდველის გარიგების რეზულტატი ერთმანეთის საპირისპიროა. გამყიდველი იღებს მაქსიმალურ მოგებას ოფციონის პრემიის ხარჯზე, ხოლო წაგება მთლიანად დამოკიდებულია საბაზო აქტივის საკურსო ფასზე.

შესრულების ვადებიდან (სტილიდან) გამომდინარე, ოფციონები იყოფა ორ ტიპად:

  • ევროპული ოფციონები;
  • ამერიკული ოფციონები;

ამერიკული ოფციონის შემთხვევაში მყიდველმა შესაძლებელია უფლება წარადგინოს კონტრაქტის მოქმედების ნებისმიერ დღეს. ევროპული ოფციონის შემთხვევაში მყიდველს შეუძლია წარადგინოს თავისი უფლებები მხოლოდ ექსპირაციის მომენტში.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.