პეპელა ყიდვა (Long Butterfly)
KONICA MINOLTA DIGITAL CAMERA

პეპელა ყიდვა (Long Butterfly)

პეპელა ყიდვა (Long Butterfly) სტრატეგია გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც საბაზო აქტივის ფასი მოძრაობს გარკვეულ დიაპაზონში.

სტრატეგიის ძირითადი დანიშნულებაა, ფასის ვარდნის შემთხვევაში პოზიციის დაზღვევა და შესაძლო ზარალის შეზღუდვა. ამისათვის უნდა ვიყიდოთ ძვირი ქოლ ოფციონი დაბალი სტრაკით და იაფი ქოლი დიდი სტრაიკით. ამასთან ერთად (ერთდროულად), უნდა გავყიდოთ ორი ქოლ ოფციონი საშუალო სტრაიკებით – ამ გზით ვაზღვევთ შესაძლო ზარალს.

პეპელა ყიდვა (Long Butterfly) – გრაფიკული მაგალითი

პეპელა ყიდვა (Long Butterfly)

ვიყიდეთ ქოლ ოფციონი სტრაიკით 40 000 პე, აგრეთვე უფრო დიდი სტრაიკით, რომელიც 45 000 პე-ს ტოლია. ამავე დროს გავყიდეთ ორი საშუალო ქოლ ოფციონი სტრაიკებით 42 500 პე. ოპერაციების განხორციელებისთანავე ვიღებთ წაგებას 5 445 + 3 079 – 2 * 4 130 = 264 პე.

სტრატეგია მუშაობს შემდეგნაირად: საბაზო აქტივის ფასის ზრდის შემთხვევაში 40 000 + 264 = 40 264 პე-ს დონეზე შევდივართ მოგების ზონაში.

მაქსიმალურ მოგებას ვიღებთ სტრაიკზე 42 500 პე (ეს არის გაყიდული ოფციონების სტრაიკი). იგი იქნება 42 500 – 40 000 – 264 = 2 236 პე. იმის გათვალისწინებით, რომ აქტივის ფასი შემდგომშიც გაიზრდება, მოგება დაიწყებს შემცირებას და 42 500 + 2 236 = 44 736 პე-ს დონეზე დაიწყება ზარალის ზონა, თუმცა იგი შემოისაზღვრება ჩვენ მიერ გადახდილი პრემიით 264 პე. სტრატეგია კარგად შემოსაზღვრავს წაგებას, აქტივზე ფასის ვარდნის შემთხვევაში, თუმცა მოგებაც შემოსაზღვრულია.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.