პროპორციული საპირისპირო ფუთ სპრედი (Put Ratio Backspread)

პროპორციული საპირისპირო ფუთ სპრედი (Put Ratio Backspread)

პროპორციული საპირისპირო ფუთ სპრედი (Put Ratio Backspread) სტრატეგია გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ ვვარაუდობთ აქტივის ფასის ვარდნას, მაგრამ თუ ფასი დარჩება იმავე დონეზე, მაშინ ჩვენი წაგება შემოსაზღვრული იქნება.

სტრატეგიის მიხედვით უნდა ვიყიდოთ ორი იაფი ფუთ ოფციონი, რომელთაც დაბალი სტრაიკი აქვთ და გავყიდოთ სხვა ფუთ ოფციონი.

პროპორციული საპირისპირო ფუთ სპრედი (Put Ratio Backspread) – გრაფიკული მაგალითი

პროპორციული საპირისპირო ფუთ სპრედი (Put Ratio Backspread)

გავყიდეთ ფუთ ოფციონი სტრაიკით 50 000 პე და მივიღეთ პრემია 8 960 პე. ერთდროულად ვიყიდეთ ორი ფუთ ოფციონი სტრაიკით 40 000 პე და გადავიხადეთ პრემია თითოეულზე 2 745 პე. ამრიგად, პოზიციის გახსნისთნავე მივიღეთ მოგება 8 960 – 2 * 2 745 = 3 470 პე.

საბაზო აქტივის ფასის 50 000 პე-ს (რაც გაყიდული ფუთის სტრაიკის ტოლია) ზემოთ ზრდის შემთხვევაში ვრჩებით მოგებაში. როდესაც აქტივის ფასი ეცემა, მოგებაც მცირდება და 46 530 პე-ს (რაც, გაყიდული ფუთ ოფციონის და ჯამური პრემიის სხვაობის ტოლია) მიღწევის შემდეგ, იწყება ზარალი, რომლის მაქსიმუმი დგება აქტივის სპოტური ფასის დროს, რომელიც ნაყიდი ფუთ ოფციონების სტრაიკ ფასების ტოლია, ანუ 40 000 პე. ასეთი რამ ხდება იმიტომ, რომ ნაყიდმა ფუთ ოფციონებმა ჯერ არ დაიწყეს მოგების მოტანა, ხოლო გაყიდული ოფციონი უკვე გადავიდა მდგომარეობაში “ფულიანი ოფციონი”

მაქსიმალური წაგება იქნება გაყიდული, ნაყიდი და ჯამური პრემიის სხვაობა: 50 000 – 40 000 – 3 470 = 6 530 პე. თუ აქტივის ფასი განაგრძობს ვარდნას, მაშინ 40 000 – 6 530 = 33 470 პე-ს დონეზე დაიწყება არაფრით შემოსაზღვრული მოგების მიღება.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.