პროპორციული ფუთ სპრედი (Put Ratio Spread) სტრატეგია გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ დარწმუნებული ვართ, რომ ბაზარი უმნიშვნელოდ შემცირდება გარკვეულ ნიშნულამდე.
სტრატეგიის რეალიზაციისათვის უნდა გავყიდოთ ორი ფუთ ოფციონი დაბალი სტრაიკებით და ვიყიდოთ ერთი ფუთ ოფციონი უფრო მაღალი სტრაიკით. ამ გზით ვაზღვევთ მოგებას ფასის გაუთვალისწინებელი ზრდის შემთხვევაში, ამასთან ერთად კლების შემთხვევაში ზარალს ვტოვებთ დაუზღვევლად.
პროპორციული ფუთ სპრედი (Put Ratio Spread) – გრაფიკული მაგალითი
მაგალითად: ვყიდულობთ ფუთ ოფციონს სტრაიკით 42 500 პე და ვიხდით პრემიას 3 930 პე-ს ოდენობით, ასევე ვყიდით ორ ფუთ ოფციონს, რომელთა სტრაიკი 40 000 პე-ს ტოლია და პრემია 2 * 2 745 = 5 490 პე-ს ტოლია. ჯამური მოგება იქნება 5 490 – 3 930 = 1 560 პე. აქტივზე ფასის ზრდის შემთხვევაში მივიღებთ მოგებას, რომელიც მიღებული პრემიის დონეზე რჩება.
გაყიდული ფუთ ოფციონების სტრაიკ ფასამდე (40 000 პე) აქტივზე ფასის ვარდნის შემთხვევაში, მოგება დაიწყებს ზრდას, და მაქსიმუმს მიაღწევს წერტილში 42 500 – 40 000 + 1 560 = 4 060 პე. აქტივის ფასის შემდგომი ვარდნის შემთხვევაში ჩვენ გადავალთ ზარალში ნიშნულიდან: 40 000 – (42 500 – 40 000) – 1 560 = 35 940 პე, რომელიც არაფრით შემოისაზღვრება.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები

Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































