სტრიპი (Strip)

სტრიპი (Strip)

სტრიპი (Strip) სტრატეგიის გამოყენება შესაძლებელია თუ ვვარაუდობთ ფასის მოძრაობას ქვემოთ მიმართულებით.

სტრატეგიის რეალიზაციისთვის უნდა ვიყიდოთ ფუთ და ქოლ ოფციონები, რომლებსაც აქვთ ერთნაირი ექსპირაცია, ხოლო სტრაიკები შესაძლებელია იყოს როგორც ერთი და იგივე, ასევე სხვადასხვა.

ეს სტრატეგია ისევე როგორც სტრედლ სტრატეგია ორიენტირებულია საბაზო აქტივის ფასის მოძრაობაზე. მაგრამ სტრედლის ყიდვისგან განსხვავებით, სტრიპში ჩვენ ვყიდულობთ ორ ფუთ ოფციონს იმ ანგარიშით, რომ საბაზო აქტივზე ფასი დაეცემა.

სტრიპი (Strip) – გრაფიკული მაგალითი

სტრიპი (Strip)

მაგალითი: დავუშვათ ვიყიდეთ ორი ფუთ ოფციონი სტრაიკით 40 000, სადაც თითოეულის ფასია 2 745 პე და ვიყიდეთ კოლ ოფციონი იგივე სტრაიკით, მაგრამ 5 445 პე-ს პრემიალურით. ამ შემთხვევაში მივიღებთ წაგებას 5 445 + 2 745 * 2 = 10 935 პე-ს ოდენობით.

სტრატეგია მოგებას მოგვიტანს მაშინ, როდესაც ფასი დაეცემა 40 000 – 10 935 / 2 = 34 532.5 პე-ს დონის ქვემოთ. ასევე მოგებას მივიღებთ, როდესაც/თუ ფასი გაარღვევს 40 000 + 10 935 = 50 935 პე-ს დონეს, მაგრამ ეს უკანასკნელი შედარებით ნაკლები იქნება, ვიდრე ფასის ვარდნის შემთხვევაში – ვინაიდან გვაქვს ორი ფუთ ოფციონი ამ სტრატეგიაში წაგება შემოსაზღვრულია გადახდილი პრემიით – 10 935 პე. მას მივიღებთ მაშინ, როდესაც საბაზო აქტივის სპოტური ფასი ექსპირაციის მომენტში დარჩება 34 532.5 პე-დან 50 935 პე-მდე დიაპაზონში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …