ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“ ტრენდული სტრატეგიაა, ანუ მისი ეფექტურად მუშაობის მთავარი პირობაა ბაზარზე გამოხატული ტრენდი. სტრატეგიის ალგორითმის თანახმად უნდა დავიჭიროთ გრძელი მოძრაობები.
- სავალუტო წყვილი: EUR/USD (შესაძლებელია სხვა წყვილების გამოყენება თუმცა კლასიკური აღწერა და ტესტირება, ლიტერატურაში მოყვანილია ამ წყვილისათვის. სხვა წყვილების გამოყენების შემთხვევაში ინდიკატორების პარამეტრები უნდა იქნას ტესტირებული ისტორიულ მაჩვენებლებზე);
- ტაიმ ფრეიმი: H4 (შესაძლებელია სხვა ტაიმფრეიმების გამოყენება, თუმცა ინდიკატორების პარამეტრები ასევე უნდა იქნას ტესტირებული ისტორიულ მაჩვენებლებზე);
სავალუტო წყვილის გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- შეწონილი მცოცავი საშუალო Linear Weighted Moving Average, პერიოდით 8, გადახრა 0, გამოყენებული საშუალო ფასების მიმართ Typical Price — HLC/3. გრაფიკზე ლურჯი ფერის;
- შეწონილი მცოცავი საშუალო Linear Weighted Moving Average, პერიოდით 21, გადახრა 0, გამოყენებული საშუალო ფასების მიმართ Typical Price — HLC/3. გრაფიკზე წითელი ფერის;
- ინდიკატორი Parabolic SAR (PSAR), ბიჯი – 0.0026, მაქსიმუმი 0.5;
- ოსცილატორი Stochastic. პერიოდი %K: 12, პერიოდი %D: 12, შენელება: 5. ფასები: Close/Close. მეთოდი МА: Exponential. ასევე მონიშნეთ მინიმუმის დაფიქსირება: 0. მაქსიმუმის დაფიქსირება: 100. დონეები 20, 40, 60 და 80;
- ინდიკატორი MACD პარამეტრებით: Fast EMA: 8, Slow EMA: 21, MACD SMA: 1 გამოყენებული: Weighted Close (HLCC/4;
ფორექსის სტრატეგია „Forex Smart“ – ალგორითმი
ამოსავალი სიგნალები:
- ვვაჭრობთ მხოლოდ იმ მიმართულებით, რა მიმართულებასაც გვაჩვენებს ინდიკატორი Parabolic SAR, ანუ თუ ამ ინდიკატორის წერტილები მდებარეობენ ფასის ზემოთ, მაშინ განვიხილავთ მხოლოდ გაყიდვის პოზიციებს, თუ ინდიკატორის წერტილები იმყოფებიან ფასის ქვემოთ, მაშინ განვიხილავთ მხოლოდ ყიდვის პოზიციებს;
- ლურჯმა მცოცავმა საშუალომ (ჩქარი მცოცავი საშუალო) უნდა გადაკვეთოს წითელი მცოცავი საშუალო (ნელი მცოცავი საშუალო). ამ სიგნალის გარეშე სავაჭრო პოზიციები არ იხსნება;
- თუ, მცოცავმა საშუალოებმა დაასწრეს გადაკვეთა და Parabolic SAR -ის წერტილები ჯერ კიდევ არ იმყოფებიან ფასების ქვემოთ. შესაძლებელია დაველოდოთ მაქსიმუმ 5 სანთელს (რაც ჯამში 20 საათია) და თუ მე-5 სანთელზე/სანთელამდე პარაბოლიკის წერტილი გადმოხტა შესაბამისად – ფასის ქვემოთ, ან ზემოთ, მაშინ შესაბამისი პოზიციის გახსნა ასევე დასაშვებია. მაგრამ მცოცავი საშუალოების გადაკვეთის სტატუსი იგივე უნდა იყოს!!!;
- ყიდვისა და გაყიდვის შემთხვევაში ინდიკატორი სტოჰასტიკი უნდა იმყოფებოდეს თავისი 20-იანი და 80-იანი დონეების შორის;
გაყიდვა:
- ინდიკატორის Parabolic SAR წერტილები იმყოფებიან ფასის ზემოთ;
- ლურჯმა მცოცავმა საშუალომ გადაკვეთა წითელი მცოცავი ზემოდან ქვემოთ;
- ინდიკატორი MACD იმყოფება უარყოფით ზონაში, ან მიმართული მაინც უნდა იყოს ქვემოთ;
- ოსცილატორი Stochastic არ უნდა იყოფებოდეს გაჯერებული გაყიდვების ზონაში ანუ თავისი 20-ანი დონის ქვემოთ;
გაყიდვის მაგალითი:
ყიდვა:
- ინდიკატორის Parabolic SAR წერტილები იმყოფებიან ფასის ქვემოთ;
- ლურჯმა მცოცავმა საშუალომ გადაკვეთა წითელი მცოცავი ქვემოდან ზემოთ;
- ინდიკატორი MACD იმყოფება დადებით ზონაში, ან მიმართული მაინც უნდა იყოს ზემოთ;
- ოსცილატორი Stochastic არ უნდა იყოფებოდეს გაჯერებული ყიდვების ზონაში ანუ თავისი 80-ანი დონის ზემოთ;
ყიდვის მაგალითი:
პოზიციიდან გამოსვლა:
- თუ იმყოფებით ყიდვის პოზიციაში – სტოჰასტიკის ინდიკატორმა დინამიკაში უნდა გაარღვიოს ზემოთ თავისი 80-იანი დონე, ხოლო შემდეგ უნდა დაბრუნდეს უკან. და თუ მან გადაკვეთა თავისი 60-იანი დონე, მაშასადამე უნდა დახუროთ პოზიცია;
- თუ იმყოფებით გაყიდვის პოზიციაში – სტოჰასტიკის ინდიკატორმა დინამიკაში უნდა გაარღვიოს ქვემოთ თავისი 20-იანი დონე, ხოლო შემდეგ უნდა დაბრუნდეს უკან. და თუ მან გადაკვეთა თავისი 40-იანი დონე, მაშასადამე უნდა დახუროთ პოზიცია;
- თუ მცოცავმა საშუალოებმა გადაკვეთეს ერთმანეთი გახსნილი პოზიციის საპირისპირო მიმართულებით, მანამ სანამ სტოჰასტიკმა არ გადაკვეთა ზემოთაღნიშნული დონეები, მაშინ ამ შემთხვევაშიც ვხურავთ პოზიციებს;
- პოზიციის მიმართულებიდან გამომდინარე, სტოპ ლოსი დგება მცოცავი საშუალოების გადაკვეთის ზონის რამდენიმე პუნქტით ზემოთ ან ქვემოთ;
***
***
***
***
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
 GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი,  პროგნოზი, ვალუტის კურსი,  ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი,  პროგნოზი, ვალუტის კურსი,  ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები
				 
		

 Telegram არხი
    Telegram არხი Facebook ჯგუფი
    Facebook ჯგუფი Facebook გვერდი
    Facebook გვერდი WhatsApp ჯგუფი
    WhatsApp ჯგუფი Youtube არხი
    Youtube არხი



































 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					 
						
					