ფორექსის სტრატეგია "2 JMA System"

ფორექსის სტრატეგია “2 JMA System”

ფორექსის სტრატეგია “2 JMA System” გამოიყენება არასტანდარტული ინდიკატორი Jurik Moving Average, რომელიც შექმნილია 1998 წელს მარკ იურიკის მიერ. ფაქტობრივად, ინდიკატორი JMA წარმოადგენს კლასიკური Moving Average ინდიკატორის მოდიფიკაციას დაგლუვების უფრო მეტი ხარისხით და მინიმალურად აგვიანებს ფასის მკვეთრი რყევების დროს.

  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;
  • ტაიმფრეიმი: M15;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • Jurik Moving Average პერიოდით 40 – JMA (40), ანუ ჩქარი მცოცავი საშუალო (გრაფიკზე წითელი);
  • Jurik Moving Average პერიოდით 80 – JMA (80), ანუ ნელი მცოცავი საშუალო (გრაფიკზე ლურჯი);
ფორექსის სტრატეგია “2 JMA System” – ალგორითმი:
  • ბაზარზე შესვლის ძირითადი სიგნალი ეფუძნება მცოცავი საშუალოების სტრატეგიების კლასიკურ ალგორითმს, ანუ მცოცავი საშუალოების გადაკვეთის წერტილი არის ძირითადი სიგნალი ორდერის გახსნისათვის, თუმცა ამ სტრატეგიას გააჩნია სხვადასხვა ფილტრები;
  • პოზიცია იხსნება JMA მცოცავი საშუალოების მიმართულების თანხვედრილად: ყიდვა – თუ JMA (40), JMA (80)-ის მაღლა მდებარეობს; გაყიდვა – თუ JMA (40), JMA (80)-ის დაბლა მდებარეობს;
  • ტრენდის მიხედვით პოზიციის გახსნისათვის აუცილებელია, რომ თავად ტრენდი იყოს ახალი, ანუ მიმდინარე/მოცემული სავაჭრო სესიისთვის იყოს საწყის ფაზაში;
  • თუ მცოცავი საშუალოების გადაკვეთა მოხდა საათებში GMT 00:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდში, მაშინ პოზიცია იხსნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფასი დაუბრუნდება კორექციით JMA (40) მცოცავ საშუალოს, თან: ან – ფასის დახურვა ამ მცოცავი საშუალოს ზემოთ არ უნდა აღემატებოდეს 15 პუნქტს, ან – ფასი უნდა იმყოფებოდეს მცოცავი საშუალოს მახლობლად, ან – ფასი უნდა იყოს მცოცავი საშუალოს დაბლა;

ამ საათებში გადაკვეთას აქვს კიდევ ერთი წესი: თუ ბაზარზე არ არის დომინირებული ტრენდი და JMA ინდიკატორის მრუდის დახრილობა სუსტია, მაშინ მცოცავი საშუალოების გადაკვეთის შემდეგ, ორდერი იხსნება მხოლოდ მე-7 სანთლის დახურვის შემდეგ, ოღონდ ის სანთელი არ ითვლება რომელზეც მოხდა მცოცავი საშუალოების გადაკვეთა; თუ გრაფიკზე მკვეთრი რყევა ფიქსირდება და JMA ინდიკატორის მრუდის დახრილობა თვალსაჩინოდ გამოკვეთილია, მაშინ პოზიციის გახსნა შესაძლებელია მე-5 სანთლის დახურვის შემდეგ, ან თუ ფასი არის ძალიან ახლოს JMA (40) -თან, 10 ან უფრო ნაკლები პუნქტით;

  • თუ JMA მცოცავი საშუალოების გადაკვეთა მოხდა GMT 09:00 საათის შემდეგ, მაშინ პოზიციის გახსნა უნდა მოხდეს მაშინვე, იმავე სანთელზე, რომელზეც მოხდა გადაკვეთა, მაგრამ მანძილი ფასის ნიშნულსა და გადაკვეთის წერტილთან არ უნდა აღემატებოდეს 25 პუნქტს. თუ მანძილი აღენატება 25 პუნქტს მაშინ ველოდებით ფასის კორექციას JMA (40)-სთან და ვხსნით ორდერს;
  • ყველა შემთხვევაში, როდესაც JMA (40) გადაკვეთის შემდეგ მიმართულია ტრენდის საწინააღმდეგოდ, მაშინ ესეთი სიგნალი იგნორირებული უნდა იქნას;
  • სტოპ ლოსი: 30 პუნქტი (მკაცრად განსაზღვრული);
  • ტეიკ პროფიტი: 60 პუნქტი და მეტი;

შემოტრიალებული ორდერის გახსნა:

სავაჭრო პოზიციის გახსნის შემდეგ, მაშინვე შესაძლებელია შემოტრიალებული, გადადებული ორდერის დადება (არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიხსნას შემოტრიალებული ორდერი, თუ ძირითადი ორდერი, სიგნალის მიხედვით ჯერ არ არის ამუშავებული). შემოტრიალებული ორდერი გვჭირდება იმისათვის, რომ ამოვქაჩოთ, ძირითადი ორდერისაგან გამოწვეული შესაძლო ზარალი. შემოტრიალებული გადადებული ორდერის ფასი უნდა ემთხვევოდეს ძირითადი ორდერის სტოპ ლოსის ნიშნულს, ხოლო თავად გადადებული ორდერის სტოპ ლოსი უნდა დავაყენოთ ძირითადი ორდერის გახსნის ფასზე, მისი მანძილი ასევე 30 პუნქტი იქნება.

შემოტრიალებული ორდერის ტეიკ პროფიტს ვაყენებთ 40 პუნქტის დაცილებით. შემოტრიალებულ ორდერს ვაუქმებთ მას შემდეგ რაც ძირითადი ორდერი არის მოგებაში და პოზიცია გადაყვანილია უზარალობაში.

პოზიციის მართვა ტრეილინგ სტოპით:

თუ გახსნილი ორდერის მოგება შეადგენს 30-50 პუნქტს, მაშინ სტოპ ლოსი გადაგვაქვს + 3 ან +5 პუნქტით მოგების მიმართულებით, თუ ორდერის მოგება აღემატება 50 პუნქტს, მაშინ სტოპ ლოსი გადაგვაქვს + 10 პუნქტით მოგების მიმართულებით და ამის შემდეგ ვზრდით სტოპ ლოსის ბიჯს +10 პუნქტით, მოგების ყოველ 10 პუნქტზე.

სტოპ ლოსის მოგების ზონაში გადაყვანის შემდეგ აუცილებელია შემოტრიალებული ორდერის გაუქმება.

თუ პოზიცია არ არის დახურული 2 სავაჭრო დღე-ღამის განმავლობაში, ან კვირის ბოლომდე, მაშინ პოზიცია იხურება ბაზრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე.

სავაჭრო სიგნალების ძებნა რეკომენდებულია GMT 05:30 საათიდან 15:00 საათის შუალედში, ანუ სამუშაო დღის განმავლობაში. ამ პერიოდში უფრო მეტი სიგნალია, აგრეთვე არ არის საჭირო სანთლების ათვლების შედარებით რთული სასიგნალო ფილტრის გამოყენება.

ყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "2 JMA System"

გაყიდვის მაგალითი

ფორექსის სტრატეგია "2 JMA System"

 

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

 

ასევე დაგაინტერესებთ:

https://www.geoforex.info/wp-content/uploads/Images/strategy-mcocavi-sashualo/EMA-4-13-50-Stochastic/EMA-4-13-50-Stochastic-sell.png

ფორექსის სტრატეგია “EMA (4+13+50) + Stochastic”

ფორექსის სტრატეგია EMA (4+13+50) + Stochastic ტრენდული და საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა.