ფორექსის სტრატეგია „3 იხვი“

ფორექსის სტრატეგია „3 იხვი“

ფორექსის სტრატეგია “3 იხვი” გამოყენებაში უმარტივესია. პროდუქტიულია იმ სიტუაციებში, როდესაც ფასი მოძრაობს დინამიურად ერთი მიმართულებით ტრენდულად და არა ვიწრო დერეფნებში.

  • სავალუტო წყვილი: ძირითადად EUR/USD, GBP/USD, თუმცა სხვა სავალუტო წყვილებზე ვაჭრობის შეზღუდვები არ არის. პრინციპში მულტივალუტურია;
  • სავაჭრო პერიოდი: რეკომენდებულია ევროპული და ამერიკური სავაჭრო სესიები;

სტრატეგიაში გამოიყენება სეტაპები დროის სამ ინტერვალზე:

  • 4 საათიანზე (H4);
  • 1 საათიანზე (H1);
  • 5 წუთიანზე (M5);

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორს:

  • Moving Averages მეთოდი Smoothed, პერიოდით 60, Close, ანუ SMMA (60);
ფორექსის სტრატეგია „3 იხვი“ – ალგორითმი:

პირველი იხვი – პირველი ნაბიჯი (ყიდვა):

თავდაპირველად უნდა გავაანალიზოთ 4 საათიანი გრაფიკი და მოვძებნოთ სიტუაცია, როდესაც მიმდინარე ფასი მდებარეობს SMMA (60-ის ზემოთ).

პირველი იხვის მაგალითი. 4 საათიან გრაფიკზე 16:00 საათიანი სანთელი:

ფორექსის სტრატეგია „3 იხვი“

მეორე იხვი – მეორე ნაბიჯი (ყიდვა):

ერთ საათიან გრფიკზე უნდა მოძებნოთ პირველი ნაბიჯის დამადასტურებელი სიგნალი, ანუ აქაც, მიმდინარე ფასი უნდა მდებარეობდეს SMMA (60)-ის ზემოთ.თუ ეს ორი პირობა არ არის შესრულებული, მაშინ აღარ ღირს მესამე ნაბიჯზე გადასვლა.

მეორე იხვის მაგალითი. 1 საათიან გრაფიკზე, H4 – 16:00 საათიანი სანთელი:

ფორექსის სტრატეგია „3 იხვი“

მესამე იხვი – მესამე ნაბიჯი (ყიდვა):

თუ, 4 საათიან და 1 საათიან გრაფიკებზე მიმდინარე ფასი იმყფება SMMA (60)-ის ზემოთ, მაშინ გადავდივართ 5 წუთიან გრაფიკზე და უნდა დაველოდოთ სანამ ფასი SMMA (60)-ს გადაკვეთს ქვემოდან ზემოთ.

პოზიციის გახსნა შესაძლებელია მაშინვე, როდესაც ფასი 5 წუთიან ინტერვალზე გადაკვეთს SMMA (60)-ს, თუმცა უმჯობესია და ჩემი რეკომენდაიაც ეს არის – დაველოდოთ M5 გრაფიკზე უკანასკნელი ფასური მაქსიმუმის მიერ მცოცავი საშუალოს ზემოთ სრულყოფილად დახურვას. ეს იმას ნიშნავს, რომ სამივე ტაიმფრეიმზე ფასი დაიხურა SMMA (60)-ის ზემოთ, ანუ “სამივე იხვი” მოძრაობს ერთი და იგივე მიმართულებით. აღნიშნული პირობების შესრულების შემდეგ შემდეგ ვხსნით ყიდვის პოზიციას

მესამე იხვის მაგალითი 5 წუთიან გრაფიკზე, H4 – 16:00 საათიანი სანთელი:

ფორექსის სტრატეგია „3 იხვი“

სტოპ ლოსის ვარიანტები (ყიდვა):

  • მოკლევადიანი ტრეიდინგის დროს სტოპ ლოსი დგება უკანასკნელი მინიმუმის ქვემოთ 5 წუთინ ან 1 საათიან გრაფიკებზე;
  • პოზიციური ტრეიდინგის დროს, ანუ საშუალო ვადიანი ვაჭრობისას, სტოპ ლოსი უნდა დადგეს 4 საათიანი გრაფიკის უკანასკნელი მინიმუმის ქვემოთ;
  • ვარიანტის სახით შესაძლებელია გამოყენებული იქნას ფიქსირებული ზომა მაგალითად ბაზარზე შესვლის წერტილიდან 25-30 პუნქტის ან მეტ მანძილზე (გააჩნია ბაზრის ვოლატილობას);

ტეიკ პროფიტის დაყენება შესაძლებელია ფიბონაჩის დონეებზე ან ლოკალურ მაქსიმუმზე ან მინიმუმზე (პოზიციის მიმართულებიდან გამომდინარე). საუკეთესო ვარიანტია პოზიციის ტრეილინგი პირველი მიზნის შემდეგ.

გაყიდვის პოზიციების განხილვისას უნდა მოვძებნოთ სიტუაცია, როდესაც სამივე ტაიმფრეიმზე ფასი იმყოფება SMMA (60)-ის ქვემოთ. ანუ ყიდვის და გაყიდვის პოზიციებში პირობები სარკისებურად ანალოგიურია.

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია „3 იხვი“

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია „3 იხვი“

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

https://www.geoforex.info/wp-content/uploads/Images/strategy-mcocavi-sashualo/EMA-4-13-50-Stochastic/EMA-4-13-50-Stochastic-sell.png

ფორექსის სტრატეგია “EMA (4+13+50) + Stochastic”

ფორექსის სტრატეგია EMA (4+13+50) + Stochastic ტრენდული და საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა.