ფორექსის სტრატეგია "წმინდა გრაალის თასი"

ფორექსის სტრატეგია “წმინდა გრაალის თასი”

ფორექსის სტრატეგია “წმინდა გრაალის თასი” ერთგვარი პანაცეაა იმათთვის ვინც ეძებს აბსოლუტურად წაუგებელ ვარიანტს. თუმცა, ფორექსზე თუ ვაჭრობთ, ალბათ უკვე ცნობილია ტერმინები “გრაალის თასის ყიდვა” და “გრაალის თასის გაყიდვა”.

ზოგჯერ “გრაალის თასის ყიდვას” ასევე უწოდებენ “ღრმულს” და გულისხმობენ იმ ადგილს სადაც შესაძლებელია ყიდვის განხორციელება. “გრაალის თასის გაყიდვას”, აგრეთვე უწოდებენ “სამრეკლოს” და გულისხმობენ ადგილს, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს გაყიდვა.

ამ სტრატეგიის ავტორია მსოფლიოში ცნობილი ტრეიდერი ლინდა ბრედფორდ რაშკე და წარმოდგენილია წიგნში “სწრაფი ვაჭრობა უოლ სტრიტზე/Quick sale on Wall Street”

სტრატეგია არ არის ახალი და უკვე დიდი ხნის განმავლობაში ცნობილია ფინანსური ბაზრების ტრეიდერებისათვის, რომლებიც ვაჭრობენ ტრენდის მიხედვით მცოცავი საშუალოების გამოყენებით. ძირითად კრიტერიუმს წარმოადგენს, ყიდვა კორექციაზე, უკვე არსებული აღმავალი ტრენდის პირობებში და გაყიდვა ზედა მიმართულების კორექციაზე დაღმავალი ტრენდის პირობებში. სტრატეგიის ძირითად მომენტს წარმოადგენს სავაჭრო ოპერაციების გამორიცხვა ფლეტის, ანუ გვერდული მოძრაობების დროს.

ტრენდის ძალის გამოსავლენად, სტრატეგიაში გამოყენებულია 14-პერიოდიანი ADX ინდიკატორი და ექპონენციალური მცოცავი საშუალო პერიოდით – 20 (EMA20) – მხარდაჭერისა და შესვლის წერტილის განსასაზღვრად.

როდესაც, ADX დაიწყებს ზრდას და მისი მნიშვნელობა ტოლია 30-ის ტოლია ან მეტია მასზე, ხოლო ფასი EMA20-ს დაუბრუნდება, ანუ ფასს გზაზე ეღობება წინააღმდეგობის დონე – სიგნალია ყიდვისთვის. ეს პრინციპი კარგად მუშაობს შესვლის წერტილების გამოსავლენად, როგორც აღმავალი, ასევე დაღმავალი ტრენდების დროს. მაშასადამე, სტრატეგიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ბაზარზე შევიდეთ კორექციის პერიოდში, რომელსაც სხვანაირად “აღდგენა”-ს უწოდებენ.

  • სავაჭრო წყვილი: ნებისმიერი;
  • ტაიმფრეიმი: ნებისმიერი. რეკომენდებულია H1 და ზემოთ;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ინდიკატორი ADX პერიოდით 14. დონით – “30”. გვაინტერესებს მხოლოდ მისი ინდექსი. +DI და -DI მაჩვენებლები ამ სტრატეგიაში არ გამოიყებნება, ამიტომ მათ ვაფერადებთ სავაჭრო გრაფიკის ფრად, რათა ვიზუალურად არ შეგვიშალონ ხელი;
  • EMA20 – ექსპონენციალური მცოცავი საშუალი პერიოდით – “20”, EMA20;
ფორექსის სტრატეგია “წმინდა გრაალის თასი” – ალგორითმი

ყიდვა:

  • ყიდვას განვიხილავთ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ფასი იმყოფება EMA20-ის ზემოთ;
  • ინდიკატორი ADX -ის ინდექსი თავისი 30-იანი დონის ტოლია ან მასზე მეტია;
  • ფასი კორექციით მიუახლოვდა/დაუბრუნდა EMA20-ს და აისხლიტა მასზე;
  • ორდერი იხსნება ასხლეტილი სანთლის დახურვის შემდეგ;
  • სტოპ ლოსი: სასიგნალო სანთლის ქვემოთ “- 10 პუნქტი”;
  • ტეიკ პროფიტი: უახლოესი ლოკალური მაქსიმუმი;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "წმინდა გრაალის თასი"

გაყიდვა:

  • გაყიდვას განვიხილავთ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ფასი იმყოფება EMA20-ის ქვემოთ;
  • ინდიკატორი ADX -ის ინდექსი თავისი 30-იანი დონის ტოლია ან მასზე მეტია;
  • ფასი კორექციით მიუახლოვდა/დაუბრუნდა EMA20-ს და აისხლიტა მასზე;
  • ორდერი იხსნება ასხლეტილი სანთლის დახურვის შემდეგ;
  • სტოპ ლოსი: სასიგნალო სანთლის ქვემოთ “+ 10 პუნქტი”;
  • ტეიკ პროფიტი: უახლოესი ლოკალური მინიმუმი;

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "წმინდა გრაალის თასი"

 

შაბლონი სტრატეგიისთვის "წმინდა გრაალის თასი"

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "საშუალოვადიანი პოზიციური"

ფორექსის სტრატეგია “საშუალოვადიანი პოზიციური”

ფორექსის სტრატეგიის “საშუალოვადიანი პოზიციური”-ს ალგორითმი ეფუძნება მარტივ მცოცავ საშუალოებს (SMA), მნიშვნელოვან დონეებს და ტრენდულ ხაზებს. …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.