ფორექსის სტრატეგია “ღიღილო” (ღიღილო – ყვავილია) ეფუძნება იმ პრინციპს, რომ სავაჭრო პოზიცია იხსნება იმ შემთხვევაში, როდესაც ტრენდი მოძრაობს ერთი და იგივე მიმართულებით დროის სხვადასხვა ინტერვალებზე.
- ტაიმ ფრეიმი: H1;
- სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;
სავალუტო წყვილის გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:
- Moving Average, მეთოდი Exponential 8 EMA, Close. გრაფიკზე ყვითელი ფერი;
- Moving Average, მეთოდი Exponential 12 EMA, Close. გრაფიკზე იის ფერი;
- Moving Average, მეთოდი Exponential 24 EMA, Close. გრაფიკზე ლურჯი ფერი;
- Moving Average, მეთოდი Exponential 72 EMA, Close. გრაფიკზე მწვანე ფერი;
ვაჭრობისათვის გამოიყენება მხოლოდ 1 საათიანი და 30 წუთიანი დროის ინტერვალები. 30 წუთიან გრაფიკზე ვაჭრობა შედარებით აგრესიული ტრეიდინგია, ვინაიდან დაბალ ტაიმფრეიმებზე ყალბი სიგნალები შედარებით მეტია, ვიდერე უფროს ტაიმფრეიმებზე, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ დიდ ინტერვალებზე სიგნალები იგვიანებენ.
ფორექსის სტრატეგია “ღიღილო” – ვაჭრობის პრინციპი:
- 1 საათიან გრაფიკზე 24 EMA გვიჩვენებს დღიურ ტრენდს. 8 EMA გვიჩვენებს მიმდინარე დღის ფულადი ბრუნვის სიჩქარეს. მისი კარგი თვისებაა ის, რომ იგი ძლიერი ტრენდის დროს ხშირად გვევლინება მხარდაჭერად. იგივეს თქმა შესაძლებელია 24 EMA-ზე, თუმცა შედარებით ნაკლები დოზით.
- გრძელვადიანი ტრენდი დროდადრო უბრუნდება ხოლმე ამ ზონას, ერთგვარი სულის მოთქმის მიზნით. ამ მომენტებში ბაზარზე აკუმულირდება დიდძალი ფული, რათა შემდეგ ბაზარმა კვლავ განახრციელოს ნახტომი, ამიტომ ასეთი უკუსვლები ყველაზე სარფიანია ყიდვის ან გაყიდვის პოზიციების გახსნისათვის. და ბოლოს, 72 EMA განსაზღვრავს ბაზარზე არსებულ მიმდინარე ტრენდს.
- როდესაც 8 EMA, 12 EMA და 24 EMA იმყოფებიან 72 EMA-ს ზემოთ – ეს ნიშნავს რომ ბაზარი იმყოფება აღმავალ ტრენდში და გაყიდვების პოზიციების გახსნა დაუშვებელია.
ყიდვის მაგალითი:
გაყიდვის მაგალითი:
- როდესაც ფასი იხევს მცოცავი საშუალოების 12 EMA და 24 EMA ზონაში, ე.ი. საქმე გვაქვს მცირე ან საშუალო უკუსვლასთან. ამიტომ შესაძლებელია პოზიციის გახსნა.
- ტეიკ პროფიტი დგება მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის ან მხარდაჭერის დონეებზე, ან ფიბონაჩის დონეებზე. ტეიკ პროფიტის საუკეთესო ვარიანტია პოზიციის დატრეილინგება. ბაზრიდან გამოსვლა საჭიროა, როდესაც 12 EMA გადაკვეთს 24 EMA-ს საპირისპირო მიმართულებით, ანუ ჩამოყალიბებული ტრენდის საწინააღმდეგოდ.
- ტეიკ პროფიტის საუკეთესო ვარიანტად მიმაჩნია უკანასკნელ კორექციულ მოძრაობაზე აგებული ფიბონაჩის დონეები 161.8% და 261.8%.
ძირითადი სავაჭრო წესები – არსებობს ბაზარზე შესვლის ორი მეთოდი:
უკუსვლაზე (ბაზარზე კონსერვატიული შესვლა) – 1 საათიანი გრაფიკი:
- მცოცავი საშუალოები 8 EMA, 12 EMA და 24 EMA იმყოფებიან 72 EMA-ს ზემოთ (ყიდვა),72 EMA-ს ქვემოთ (გაყიდვა);
- ფასი დაუბრუნდა მცოცავ საშუალოებს 12 EMA-ს ან 24 EMA-ს. გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო ძლიერია ტრენდი მით უფრო მცირე იქნება უკუსვლა;
საწისი (ბაზარზე აგრესიული შესვლა) – 30 წუთიანი გრაფიკი (М30):
- ფასმა გაარღვია 72 EMA (სანთელი უნდა დაიხუროს მცოცავი საშუალოს ზემოთ – ყიდვისთის, მცოცავი საშუალოს ქვემოთ -გაყიდვისთვის);
- მცოცავი საშუალოები 8 EMA, 12 EMA და 24 EMA გადმოტრიალებულნი არიან ძირითადი ტრენდის თანხვედრილად;
და/ანუ:
- 8 EMA იმყოფება 12 EMA-ს ზემოთ, 12 EMA იმყოფება 24 EMA-ს ზემოთ – ყიდვის პოზიცია;
- 24 EMA იმყოფება 12 EMA -ის ზემოთ, 12 EMA იმყოფება 8 EMA-ს ზემოთ – გაყიდვის პოზიცია;
სტოპ ლოსს ვაყენებთ ფიბონაჩის მნიშვნელოვან დონეებზე (38,2%, 61.8%), ან EMA 72-ის ზმოთ ან ქვემოთ (პოზიციის მიმართულებიდან გამომდინარე).
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით