ფორექსის სტრატეგია "კარგი მარტივი სტრატეგია"

ფორექსის სტრატეგია “კარგი მარტივი სტრატეგია”

ავტორმა, ფორექსის სტრატეგიას დაარქვა “კარგი მარტივი სტრატეგია”, ასე რომ, მე რა უფლება მაქვს სხვა სახელი ვუწოდო. კარგია თუ ცუდი თავად ტრეიდერები უნდა დარწმუნდნენ ამაში.

სტრატეგიით ვაჭრობისას მნიშნელოვანია ტრეიდერის მხრიდან სავაჭრო სიგნალების მოთმინებით ცდა, ამასთან ერთად არ არის რეკომენდებული ვაჭრობა, როდესაც ფასი ნახტომისებურად მოძრაობს.

  • სავალუტო წყვილი: რეკომენდებულია – GBP/JPY, USD/JPY, GBP/USD, თუმცა რაიმე კატეგორიული შეზღუდვა არ არსებობს და პრინციპში მულტივალუტურია;
  • ტაიმ ფრეიმი: M15, H1;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • EMA (50) – ექსპონენციალური მცოცავი საშუალო პერიოდით 50, Close. გრაფიკზე ლურჯი ფერი;
  • EMA (100) – ექსპონენციალური მცოცავი საშუალო პერიოდით 100, Close. გრაფიკზე მწვანე ფერი;
  • EMA (200) — ექსპონენციალური მცოცავი საშუალო პერიოდით 200, Close. გრაფიკზე წითელი ფერი;
  • MACD (12, 26, 9). კარგი ალტერნატივის სახით შესაძლებელია გამოყენებული იქნას ინდიკატორი MACD-combo;
  • თუ ბაზრზე ფიქსირდება აღმავალი ტრენდი, მაშინ ფასი დინამიურად გაივლის მცოცავ საშუალოებს შემდეგი თანამიმდევრობით: EMA(50), EMA(100), EMA(200).
  • თუ ბაზარზე ფიქსირდება დაღმავალი ტრენდი, შესაბამისად ფასი დინამიურად გაივლის მცოცავ საშუალოებს შემდეგი თანამიმდევრობით: EMA(200), EMA(100), EMA(50).

გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ფასი ყოველთვის მოძრაობს თავისი საშუალო მნიშვნელობისაკენ – ჩვენს შემთხვევაში EMA-სკენ, მასთან მიახლოების შემდეგ აისხლიტება მისგან. მაგრამ თუ ფასმა გაარღვია ერთი EMA, მაშინ იგი როგორც წესი მიემართება შემდეგი EMA-სკენ. თუ, ამასთან ერთად EMA იმყოფება ფიბონაჩის რომელიმე მნიშვნელოვან დონესთან, მაშინ ეს არე საკმაოდ მნიშვნელოვანი ზონაა.

ფორექსის სტრატეგია “კარგი მარტივი სტრატეგია” – ალგორითმი
  • უნდა დაველოდოთ, მანამ სანამ ფასი წარმოქმნის მკაფიო მაქსიმუმს და მინიმუმს;
  • მიღებულ წერტილებზე ვაგებთ ფიბონაჩს;
  • თუ ფიბონაჩის დონეები ემთხვევა მცოცავი საშუალოს მრუდს, მაშინ უკუსვლისა და შემობრუნების სანთლის ფორმირების შემდეგ ვხსნით გაყიდვის, ან ყიდვის პოზიციას მიმდინარე ფასით, ან ვაყენებთ ლიმიტ ორდერს ფიბონაჩის მნიშვნელოვან დონესთან, სადაც/რომელსაც ემთხვევა მცოცავი საშუალოს მრუდი;
  • სტოპ ლოსს ვაყენებთ შემდეგი მუვინგის ზემოთ ან ქვემოთ (შესაბამისად ფიბო დონის ზემოთ ან ქვემოთ)- პოზიციის მიმართულებიდან გამომდინარე;
  • ტეიკ პროფიტს ვაყენებთ – პოზიციის მიმართულებიდან გამომდინარე ფიბონაჩის 0% ან 100 %-ზე. შემდეგ შესაძლებელია პოზიციის ტრეილინგი;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "კარგი მარტივი სტრატეგია"

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "კარგი მარტივი სტრატეგია"

რაც შეეხება ფიბონაჩის აგებას: არ აქვს მნიშვნელობა რა პერიოდია გასული მინიმუმიდან მაქსიმუმის ჩამოყალიბებამდე (და პირიქით), რამდენიმე წუთი, საათი თუ დღე. მთავარია ფიბონაჩი აიგოს მკაფიოდ გამოხატულ მაქსიმუმებზე და მინიმუმებზე. როდესაც ტრეიდერი შეამჩნევს, რომ მუვინგები და ფიბონაჩის ძირითადი დონეები ერთმანეთს ემთხვევა, უკვე უნდა განიხილოს პოზიციის გახსნის შესაძლებლობა.

სტრატეგიის ძირითადი პრინციპია ფიბონაჩის და მუვინგის დამთხვევის არედან ასხლეტაზე ვაჭრობა.

თუ ფასი იხურება მცოცავი საშუალოს ზემოთ ან ქვემოთ, საჭიროა სიფრთხილე, ზოგჯერ ფასი გაარღვევს მუვინგს და ასხლეტის ნაცვლად მოძრაობას გააგრძელებს შემდეგი მცოცავი საშუალოსკენ.

რაც შეეხება ინდიკატორს MACD. იგი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტრატეგიაში. ამიტომ არ უნდა უგულვებელვყოთ მისი სიგნალები. განსაკუთრებით MACD დივერგენცია (MACD-combo-ზე მუვინგების გადაკვთა).

M15 პერიოდზე პოზიცია უნდა გაიხსნას, მაშინ როდესაც ინდიკატორი MACD გადაკვეთს თავის ნულოვან დონეს, ამასთან ერთად, უნდა დავაკვირდეთ H1 გრაფიკს, რათა დადასტურდეს მოძრაობის მიმართულება, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ბაზარზე ამგვარი შესვლა საკმაოდ აგრესიულია.

ინდიკატორი MACD-ის მიმართულება უნდა ემთხვეოდეს ტრენდის მიმართულებას.

როდესაც მცოცავი საშუალო EMA (50) გადაკვეთს ორ სხვა მცოცავ საშუალოს – ამ კომბინაციას უწოდებენ “მკვდარ ჯვარს”. ეს ნიშნავს, რომ ფასი წავა გადაკვეთის მიმართულებით და საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე დაიჭერს ჩამოყალიბებულ ტენდენციას.

სურვილის შემთხვევაში სტანდარტული ინდიკატორის MACD-ის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ არასტანდარტული ინდიკატორი MACD-combo.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

https://www.geoforex.info/wp-content/uploads/Images/strategy-mcocavi-sashualo/EMA-4-13-50-Stochastic/EMA-4-13-50-Stochastic-sell.png

ფორექსის სტრატეგია “EMA (4+13+50) + Stochastic”

ფორექსის სტრატეგია EMA (4+13+50) + Stochastic ტრენდული და საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა.