ფორექსის სტრატეგია "Moving Average - უმარტივესი სტრატეგია"

ფორექსის სტრატეგია “Moving Average – უმარტივესი სტრატეგია”

ინდიკატორი Moving Average ფართოდ გამოიყენება ტრეიდერების მიერ. ძირითადად სხვა ინდიკატორებთან ერთად, თუმცა ეს სტრატეგია, მხოლოდ ამ ინდიკატორის სიგნალებს ეყრდნობა.

სამუშაო ტაიმფრეიმიდან გამომდინარე, გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგინდიკატორებს:

თუ ვაჭრობთ D1, W1, MN პერიოდებზე:

  • Moving Average პერიოდით 21, ტიპი ექსპონენციალური, ანუ EMA21;
  • Moving Average პერიოდით 70, ტიპი ექსპონენციალური, ანუ EMA70;

თუ ვაჭრობთ M1, M5, M15, M30, H1, H4 პერიოდებზე:

  • Moving Average პერიოდით 21, ტიპი მარტივი, ანუ SMA 21;
  • Moving Average პერიოდით 70, ტიპი მარტივი, ანუ SMA70;

სტრატეგიის მიხედვით ტრენდის მიმართულება განისაზღვრება სწრაფი მცოცავი საშუალოს SMA 21-ის და ნელი მცოცავი საშუალოს SMA70-ის ურთიერთმდებარეობით. თუ SMA 21 იმყოფება SMA70-ის ზემოთ ე.ი. ტრენდი აღმავალია, თუ SMA 21 იმყოფება SMA70-ის ქვემოთ ე.ი. ტრენდი დაღმავალია. მცოცავი საშუალოების გადაკვეთა ტრენდის შემობრუნებაზე მიგვითითებს. ანუ თუ ვართ გაყიდვაში, მაშინ მცოცავი საშუალოების შესაბამისი გადაკვეთა მიგვითითებს საპირისპირო სიგნალზე.

ფორექსის სტრატეგია “Moving Average – უმარტივესი სტრატეგია”

გაყიდვა:

  • სწრაფი მცოცავი საშუალო, ანუ SMA 21 უნდა იმყოფებოდეს ნელი მცოცავი საშუალოს SMA70-ს ქვემოთ;
  • ფასი უნდა იმყოფებოდეს სწრაფი მცოცავი საშუალოს, ანუ SMA 21-ს ქვემოთ;
  • კორექციულ მოძრაობაზე ფასმა გაარღვია სწრაფი მცოცავი საშუალო, ანუ SMA 21, ქვემოდან ზემოთ მაგრამ არ მივიდა ნელ მცოცავ საშუალოსთან SMA70, დაბრუნდა უკან და კვლავ გაარღვია სწრაფი მცოცავი საშუალო, ანუ SMA 21 ზემოდან ქვემოთ;
  • სტოპ ლოსი: ვაყენებთ ახლომდებარე ლოკალურ მაქსიმუმზე “+5, ან +10 პუნქტი”;
  • ტეიკ პროფიტი: რამდენიმე ვარიანტია – ა) ლოკალურ მინიმუმთან; ბ) ორდერი იხურება საპირისპირო სიგნალის მიღების შემდეგ; გ) ორდერს მივყვებით ტრეილინგ სტოპით (მანძილი დამოკიდებულია წყვილის თვისებებზე და სამუშაო ტაიმფრეიმზე);

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "Moving Average - უმარტივესი სტრატეგია"

ყიდვა:

  • სწრაფი მცოცავი საშუალო, ანუ SMA 21 უნდა იმყოფებოდეს ნელი მცოცავი საშუალოს SMA70-ს ზემოთ;
  • ფასი უნდა იმყოფებოდეს სწრაფი მცოცავი საშუალოს, ანუ SMA 21-ს ზემოთ;
  • კორექციულ მოძრაობაზე ფასმა გაარღვია სწრაფი მცოცავი საშუალო, ანუ SMA 21, ზემოდან ქვემოთ, მაგრამ არ მივიდა ნელ მცოცავ საშუალოსთან SMA70, დაბრუნდა უკან და კვლავ გაარღვია სწრაფი მცოცავი საშუალო, ანუ SMA 21 ქვემოდან ზემოთ;
  • სტოპ ლოსი: ვაყენებთ ახლომდებარე ლოკალურ მინიმუმზე “+5, ან +10 პუნქტი”;
  • ტეიკ პროფიტი: რამდენიმე ვარიანტია – ა) ლოკალურ მაქსიმუმთან; ბ) ორდერი იხურება საპირისპირო სიგნალის მიღების შემდეგ; გ) ორდერს მივყვებით ტრეილინგ სტოპით (მანძილი დამოკიდებულია წყვილის თვისებებზე და სამუშაო ტაიმფრეიმზე);

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "Moving Average - უმარტივესი სტრატეგია"

სტრატეგიის უარყოფითი მხარეა ცრუ სიგნალები, თუმცა დადებით მხარედ შესაძლებელია ჩავთვალოთ ის გარემოება რომ ტრეიდერი მუდმივად ვაჭრობს ტრენდის მიმართულებით, რაც ცრუ სიგნალის საფუძველზე გახსნილი სავაჭრო ოპერაციის უზარალობაზე გაყვენის თეორიულ შანსს მაინც იძლევა.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

https://www.geoforex.info/wp-content/uploads/Images/strategy-mcocavi-sashualo/EMA-4-13-50-Stochastic/EMA-4-13-50-Stochastic-sell.png

ფორექსის სტრატეგია “EMA (4+13+50) + Stochastic”

ფორექსის სტრატეგია EMA (4+13+50) + Stochastic ტრენდული და საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა.