ფორექსის სტრატეგია "საშუალოვადიანი პოზიციური"

ფორექსის სტრატეგია “საშუალოვადიანი პოზიციური”

ფორექსის სტრატეგიის “საშუალოვადიანი პოზიციური”-ს ალგორითმი ეფუძნება მარტივ მცოცავ საშუალოებს (SMA), მნიშვნელოვან დონეებს და ტრენდულ ხაზებს. აგრეთვე ძირითადი პირობაა ბაზარზე გამოხატული ტრენდის არსებობა.

  • ტაიმ ფრეიმი: ვაჭრობა – D1 გრაფიკზე; ანალიზი დამატებით ხორციელდება W1 გრაფიკზეც;
  • სავალუტო წყვილი: EUR/USD;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • მარტივი მცოცავი საშუალოები (SMA) – W1 ინტერვალზე:
  • ა) SMA (4) – წითელი;
  • ბ) SMA (8) – ლურჯი;
  • გ) SMA (40) – მწვანე;
  • მარტივი მცოცავი საშუალოები (SMA) – D1 ინტერვალზე:
  • ა) SMA (5) – წითელი;
  • ბ) SMA (20) – ლურჯი;
  • გ) SMA (50) – მწვანე;
  • მნიშვნელოვანი ფასური დონეები, ანუ სანთლების თავმოყრის ადგილები განისაზღვრება გრაფიკზე ვიზუალური დაკვირვების შედეგად;
  • წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ტრენდული ხაზები აიგება სანთლების მინიმუმებზე ან მაქსიმუმებზე;
ფორექსის სტრატეგია “საშუალოვადიანი პოზიციური” – ალგორითმი

სავაჭრო პირობა:

SMA (4) და SMA (8) W1 ინტერვალზე და მცოცავი საშუალო SMA (20) D1 ინტერვალზე, ერთნაირად თანხვედრილად მიუთითებენ ტრენდის მიმართულებაზე. თუ ტრენდი აღმავალია, მაშინ ფასი უნდა იმყოფებოდეს ზემოთაღნიშნული მცოცავი საშუალოების ზემოთ. თუ ტრენდი დაღმავალია, მაშინ ფასი უნდა იმყოფებოდეს ზემოთაღნიშნული მცოცავი საშუალოების ქვემოთ.

სავაჭრო სიგნალების შემოწმება/მოძიება და პოზიციის გახსნა ხდება დღეში ერთხელ. რეკომენდებულია საღამოს საათები.

სავაჭრო სიგნალები:

  • SMA (5) დღიურ ინტერვალზე იყო მიმართული ძირითადი ტრენდის საპირისპიროდ, ან იყო ჰორიზონტალურ პოზიციაში, რის შემდეგაც შემოტრიალდა ტრენდისკენ;
  • SMA (20) დღიურ ინტერვალზე იყო მიმართული ძირითადი ტრენდის საპირისპიროდ, ან იყო ჰორიზონტალურ პოზიციაში და ფასმა გადაკვეთა იგი და დაიხურა მის ზემოთ – ყიდვა, ან დაიხურა მის ქვემოთ – გაყიდვა;

2014 წლის ივლისის თვეში W1 და D1 გრაფიკებზე ერთი და იგივე მდგომარეობაა. (SMA (4) და SMA (8) W1 ინტერვალზე და მცოცავი საშუალო SMA (20) D1 ერთნაირად თანხვედრილად მიუთითებენ ტრენდის მიმართულებაზე – ანუ გაყიდვა):

ფორექსის სტრატეგია "საშუალოვადიანი პოზიციური"

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "საშუალოვადიანი პოზიციური"

2012 წლის ნოემბრის თვეში W1 და D1 გრაფიკებზე ერთი და იგივე მდგომარეობაა. (SMA (4) და SMA (8) W1 ინტერვალზე და მცოცავი საშუალო SMA (20) D1 ერთნაირად თანხვედრილად მიუთითებენ ტრენდის მიმართულებაზე – ანუ ყიდვა):

ფორექსის სტრატეგია "საშუალოვადიანი პოზიციური"

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "საშუალოვადიანი პოზიციური"

სტარტეგიაში ტეიკ პროფიტი მითითებული არ არის. მომგენიანი სავაჭრო პოზიციის დახურვა ხდება დადებითი სტოპ ლოსით.

სტოპ ლოსი დგება: პოზიციის მიმართულებიდან გამომდინარე, დღიური გრაფიკის ლოკალურ მაქსიმუმზე ან ლოკალურ მინიმუმზე + 10 სარეზერვო პუნქტი (ლუფტი). დაახლოებით ყოველ + 30 პუნქტზე სტოპ ლოსი უნდა მიჩოჩდეს + 5 პუნქტით ტრენდის მიმართულებით. ასევე შესაძლებელია ტრეილინგ სტოპის გამოყენება 30 პუნქტიანი ლუფტით.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

https://www.geoforex.info/wp-content/uploads/Images/strategy-mcocavi-sashualo/EMA-4-13-50-Stochastic/EMA-4-13-50-Stochastic-sell.png

ფორექსის სტრატეგია “EMA (4+13+50) + Stochastic”

ფორექსის სტრატეგია EMA (4+13+50) + Stochastic ტრენდული და საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა.