ფორექსის სტრატეგია "სიდუსის მეთოდი"

ფორექსის სტრატეგია “სიდუსის მეთოდი”

ფორექსის სტრატეგია “სიდუსის მეთოდი”- სტრატეგიის უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ რაიმე დამატებითი ფილტრების დაყენება არ არის საჭირო, აგრეთვე ტრეიდერი თვალნათლივ ხედავს ბაზარზე შესვლისა და გამოსვლის წერტილებს.

  • სავალუტო წყვილი: მულტივალუტურია, თუმცა ტესტირებულია სავალუტო წყვილებზე EUR/GBP და EUR/USD;
  • ტაიმ ფრეიმი: Н1;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ექსპონენციალური მცოცავი საშუალო (Exponential Moving Average): 18 ЕМА და 28 ЕМА (გრაფიკზე წითელი ფერის);
  • Weighted Moving Average — 5WMA და 8 WMA (გრაფიკზე ლურჯი ფერის);

მცოცავი საშუალოები 18 ЕМА და 28 ЕМА – ქმნიან ერთგვარ გვირაბს, მისი მეშვეობით შესაძლებელია ვიპოვოთ გრძელვადიანი ტრენდის დასაწყისი და დასასრული. 5WMA და 8 WMA გვიჩვენებენ თუ სად უნდა გავხსნათ სავაჭრო პოზიცია ტრენდის მიხედვით, ასევე დავინახოთ მოკლევადიანი ტრენდის ძალა.

ფორექსის სტრატეგია “სიდუსის მეთოდი” – ალგორითმი

ბაზარზე შესვლის სიგნალები:

პოზიციას ვხსნით მხოლოდ მაშინ, როდესაც წითელი გვირაბი საკმაოდ დაწვრილდა ან მცოცავი საშუალოები გადაიხლართა ერთმანეთში.

  • ყიდვის პოზიცია იხსნება მაშინ, როდესაც – მცოცავი საშუალოები 5WMA და 8 WMA გადაკვეთენ წითელ გვირაბს ქვემოდან ზემოთ, და თუ შეამჩნევთ, რომ 5 WMA ასევე გადაკვეთა 8 WMA ქვემოდან ზემოთ – ე.ი სიგნალი საკმაოდ ძლიერია;
  • გაყიდვის პოზიცია იხნება მაშინ როდესაც – მცოცავი საშუალოები 5WMA და 8 WMA გადაკვეთენ წითელ გვირაბს ზემოდან ქვემოთ. და თუ შეამჩნევთ, რომ 5 WMA ასევე გადაკვეთა 8 WMA ზემოდან ქვემოთ – ე.ი სიგნალი საკმაოდ ძლიერია;

ბაზრიდან გამოსვლის სიგნალები:

  • ყიდვის შემთხვევაში პოზიცია უნდა დავხუროთ, თუ: ფასმა მიღწია 5 WMA-ს მწვერვალს და ერთგვარად “ჩაყვინთა” 8 WMA -ის ქვემოდან;
  • გაყიდვის შემთხვევაში პოზიცია უნდა დავხუროთ, თუ: ფასმა მიღწია 5 WMA-ს ფსკერს და ერთგვარად “გადაახტა” 8 WMA -ის ზემოდან;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "სიდუსის მეთოდი"
გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია "სიდუსის მეთოდი"

ასევე პოზიცია ყოველთვის უნდა დავხუროთ, როდესაც წითელი გვირაბის საზღვრები ერთმანეთს უახლოვდებიან ან გადაკვეთას დაიწყებენ, ანუ 2 საშუალო მცოცავი ქმნის ერთიან/ერთ საშუალო მცოცავს. ეს გარემოება მიმდინარე ტრენდის ცვლილების ძალიან კარგი სიგნალია, თუ ეს შეამჩნიეთ, მაშინ უნდა დახუროთ გახსნილი სავაჭრო პოზიცია და გახსნათ საპირისპირო მიმართულების პოზიცია.

თუ ვართ გარიგებაში და 5WMA და 8 WMA გადაკვეთეს წითელი გვირაბი – საჭიროა ყურადღება. თუ გვირაბის საზღვრები ჯერ კიდევ ერთმანეთს არ ჰკვეთს, მაშინ ჯერ კიდევ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ როგორც წესი, ეს პირველი სიგნალია იმისა, რომ გვირაბის საზღვრები დიდი ალბათობით გადაკვეთენ ერთმანეთს და ამიტომ მზად უნდა ვიყოთ პოზიციის დახურვისათვის.

სტრატეგიით ვაჭრობის საბაზო წესი:

  • სავაჭრო პოზიცია უნდა გაიხსნას და დაიხუროს, როგორც კი წითელი გვირაბის საზღვრები გადაკვეთას დაიწყებენ;
  • ტეიკ პროფიტი: ფიქსირდება სავაჭრო პოზიციის საპირისპირო სიგნალის მიღების შედეგად;
  • სტოპ ლოსი: უნდა დადგეს მოლალურ მინიმუმზე ან მაქსიმუმზე, სავაჭრო პოზიციიდან გამომდინარე – ოთხივე ინდიკატორის ზემოთ ან ქვემოთ;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

https://www.geoforex.info/wp-content/uploads/Images/strategy-mcocavi-sashualo/EMA-4-13-50-Stochastic/EMA-4-13-50-Stochastic-sell.png

ფორექსის სტრატეგია “EMA (4+13+50) + Stochastic”

ფორექსის სტრატეგია EMA (4+13+50) + Stochastic ტრენდული და საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა.