Sweet Chariot

ფორექსის სტრატეგია “ტკბილი ეტლი” (Sweet Chariot)

ფორექსის სტრატეგია “ტკბილი ეტლი” (Sweet Chariot), (ზოგიერთი ლიტერატურაში იგი მოხსენებულია სახელწოდებით “ეტლის ტექნიკა”) შესაძლებლობას იძლევა, როდესაც ბაზარზე ფასი თანდათან იზრდება (აღმავალი ტრენდი), მაგრამ ამავდროულად ხდება დიდი უკუსვლები/კორექციები. სტრატეგია აგრეთვე ეფექტურია, როდესაც ხდება ფასის კონსოლიდაცია, მაგრამ ძირითადი ტრენდი აუცილებლად აღმავალი უნდა იყოს.

  • სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;
  • ტაიმ ფრეიმი: D1, W1 (თუმცა შესაძლებელია H4 და H1);

გრაფიკზე ვაყენებთ მხოლოდ ერთ ინდიკატორს:

  • მცოცავი საშუალო SMA (40) გამოყენებული close. (ანუ 40 -დღიანი მცოცავი საშუალო);
ფორექსის სტრატეგია “ტკბილი ეტლი” (Sweet Chariot) – ალგორითმი
  • ბაზარზე უნდა იყოს აღმავალი ტრენდი;
  • ფასმა ინდა განახორციელოს კორექცია, გაარღვიოს მცოცავი საშუალო ზემოდან ქვემოთ, ხოლო შემდეგ ისევ უნდა გაარღვიოს მცოცავი საშუალო ქვემოდან ზემოთ;
  • როდესაც ფასი იმყოფება ფლეტში (მკვეთრი რყევების გარეშე) და ასრულებს რხევით მოძრაობას მცოცავი საშუალოს ირგვლივ, სავაჭრო პოზიციები არ იხსნება;
  • პირველივე სანთელზე, რომელმაც გაარღვია მცოცავი საშუალო ქვემოდან ზემოთ, რომლის ტანის მინიმუმ 80% მაინც იმყოფება მცოცავი საშუალოს ზემოთ, აგრეთვე არ წარმოადგენს დაღმავალ პინბარს, ანუ სანთელს მოკლე ტანით და ჩრდილოეთისკენ მიმართული გრძელი კუდით და დაიხურა ფასური დიაპაზონის ზედა ნაწილში, მაშინ:
  • ამ სანთლის დახურვის ზემოთ 5-10 პუნქტის დაცილებით ვდებთ buy stop გადადებულ ორდერს. ამ სანთელს ეწოდება “შესვლის სანთელი”;
  • სტოპ ლოსი: “შესვლის სანთლის” წინა სანთლის მინიმუმზე ან თავად “შესვლის სანთლის” მინიმუმზე, იმ შემთხვევაში თუ “შესვლის სანთლის” მინიმუმის ფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე წინა სანთლის მინიმუმის ფასი;
  • ტეიკ პროფიტი: მკაცრად განსაზღვრული არ არის, თუმცა რეკომენდებულია ორდერის პირველის ნაწილის დახურვა წინა კორექციის საწყის ფასზე, ხოლო ორდერის მეორე ნაწილის დადევნება ტრეილინგ სტოპით, რომლის სიდიდე დამოკიდებულია სავალუტო წყვილზე და მიმდინარე საბაზრო სიტუაციაზე;

Sweet-Chariot

სტრატეგიის ავტორის სპეციფიკაციით – გაყიდვის პოზიციები ამ სტრატეგიაში საერთოდ არ არის გათვალისწინებული, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ შესაძლებელია გაყიდვის პოზიციების გახსნაც, თუ იგივე წესებით ვიმოქმედებთ, ოღონდ სარკისებური პროექციით.

შაბლონი სტრატეგიისთვის "ტკბილი - ეტლი" (Sweet Chariot)

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექსის სტრატეგია "საშუალოვადიანი პოზიციური"

ფორექსის სტრატეგია “საშუალოვადიანი პოზიციური”

ფორექსის სტრატეგიის “საშუალოვადიანი პოზიციური”-ს ალგორითმი ეფუძნება მარტივ მცოცავ საშუალოებს (SMA), მნიშვნელოვან დონეებს და ტრენდულ ხაზებს. …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.