ფორექსის სტრატეგია „ვეგას-ტალღა“

ფორექსის სტრატეგია „ვეგას-ტალღა“

ფორექსის სტრატეგია “ვეგასის ტალღა” ეფუძნება ფრაქტალების და 2 ექპონენციალური მცოცავი საშუალოს სიგნალს.

ორიგინალურ აღწერაში, ამ სტრატეგიაში ჩრთულია ელიოტის ტალღების თეორიის გარკვეული პრინციპი, რომელიც მხოლოდ მოგების ფიქსაციისთვის გამოიყენება და ბუნდოვანია თუ რა საჭიროა საერთოდ ელიოტის ტალღების ხსენება ამ მეთოდში. ჩემი გამოცდილებით ამ სტრატეგიაში საერთოდ არ გვჭირდება ელიოტის თეორია.

უმაგისოდაც საკმაოდ რეზულტატიურია და ტალღების დევნა საერთოდ დააბნევს ტრეიდერს. მით უმეტეს სტრატეგიის ავტორი ელიოტის ტალღებში რატომღაც მხოლოდ ფრაქტალების მიერ წარმოქმნილ ფასურ მოძრაობებს გულისხმობს, ასე რომ ფასურ მოძრაობებს ფრაქტალებს ვუწოდებთ თუ ტალღებს, ამით სტრატეგიის არსი არ შეიცვლება. ვინც არ მენდობა შეუძლია ორიგინალი მოიძიოს, დრწმუნებული ვარ თავად დარწმუნდება ჩემი სიტყვების სისწორეში.

ტაიმ ფრეიმი: Н1;

სავალუტო წყვილი: მულტივალუტური;

გრაფიკზე ვაყენებთ შემდეგ ინდიკატორებს:

  • ექპონენციალური მცოცავი საშუალო EMA 144, Close. გრაფიკზე წითელი ფერი;
  • ექპონენციალური მცოცავი საშუალო EMA 169, Close. გრაფიკზე ლურჯი ფერი;
  • ბილ უილიამსის ფრაქტალი;

მიჩნეულია, რომ ექსპონენციალურ მცოცავ საშუალოს ЕМА 144-ს აქვს ერთი საინტერესო თვისება – გრძელვადიანი და საკმარისად ძლიერი ტრენდის პირობებში, იგი ფასის მხარდაჭერის როლში გვევლინება და თუ ფასი გადაკვეთს ЕМА 144-ს, მაშასადამე ეს ფაქტი გვეუბნება, რომ ტრენდი აპირებს მიმართულების შეცვლას.

ზემოთხსენებული სიგნალის ფილტრად გვევლინება ფრაქტალი. სწორედ ფრაქტალის გარღვევაზე ვაყენებთ გადადებულ ორდერს. მოგების ფიქსაციისთვის ვშლით ფიბონაჩის ინდიკატორს ექსტრემუმებზე მიმდინარე ტრენდის საწინააღდეგოდ.

ფორექსის სტრატეგია „ვეგას-ტალღა“ – პოზიციების გახსნის პრინციპები:

ექსპონენციალური მცოცავი საშუალოები ЕМА 144 და ЕМА 169 გრაფიკზე ქმნიან ერთგვარ არხს. არხის ზემოთ არეს ეწოდება “ყიდვების ზონა”, შესაბამისად არხის ქვემოთ არეს ეწოდება “გაყიდვების ზონა”

ყიდვა:

  • თუ ფასმა გაარღვია ექსპონენციალური მცოცავი საშუალოების არხი ქვემოდან ზემოთ და დაიხურა არხის ზემოთ, ან უშუალოდ ამ არხის შუა ზონაში;
  • ველოდებით ფრაქტალის წარმოქმნას. ეს ფრაქტალი წარმოადგენს ფილტრს Buy Stop ორდერის განთავსებისთვის. როგორც ვარიანტი ფრაქტალის წარმომქმნელი 5 სანთლიდან 1 სანთელი მაინც უნდა დაიხუროს ან არხის ზემოთ, ან თავად არხში;
  • ველოდებით იმპულსურ უკუსვლას და ვაყენებთ Buy Stop ორდერს ამ ფრაქტალის გარღვევაზე + სპრედი;
  • სტოპ ლოსს ვაყენებთ პოზიციის საპირისპირო მხარის ქვემოთ, ან განვლილი ფრაქტალის ქვემოთ, ან ლოკალური მინიმუმის ქვემოთ;
  • ტეიკ პროფიტის დაყენებისათვის ვშლით ფიბონაჩის სასიგნალო ფრაქტალიდან განვლილ ფრაქტალამდე (უკუღმა, პოზიციის მიმართულების საწინააღმდეგოდ), ან ლოკალურ მინიმუმამდე პოზიციები იხურება 161.8%-ზე, 262.8%-ზე და 423%-ზე, მაშასადამე იხურება ნაწილ-ნაწილ;

ყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია „ვეგას-ტალღა“

გაყიდვა:

  • თუ ფასმა გაარღვია ექსპონენციალური მცოცავი საშუალოების არხი ზემოდან ქვემოთ და დაიხურა არხის ქვემოთ, ან უშუალოდ ამ არხის შუა ზონაში;
  • ველოდებით ფრაქტალის წარმოქმნას. ეს ფრაქტალი წარმოადგენს ფილტრს Sell Stop ორდერის განთავსებისთვის. როგორც ვარიანტი ფრაქტალის წარმომქმნელი 5 სანთლიდან 1 სანთელი მაინც უნდა დაიხუროს ან არხის ქვემოთ, ან თავად არხში;
  • ველოდებით იმპულსურ უკუსვლას და ვაყენებთ Sell Stop ორდერს ამ ფრაქტალის გარღვევაზე – სპრედი. სტოპ ლოსს ვაყენებთ პოზიციის საპირისპირო მხარის ზემოთ, ან განვლილი ფრაქტალის ზემოთ, ან ლოკალური მაქსიმუმის ზემოთ;
  • ტეიკ პროფიტის დაყენებისათვის ვშლით ფიბონაჩის სასიგნალო ფრაქტალიდან განვლილ ფრაქტალამდე (უკუღმა,პოზიციის მიმართულების საწინააღმდეგოდ), ან ლოკალურ მაქსიმუმამდე პოზიციები იხურება 161.8%-ზე, 262.8%-ზე და 423%-ზე, მაშასადამე იხურება ნაწილ-ნაწილ;

გაყიდვის მაგალითი:

ფორექსის სტრატეგია „ვეგას-ტალღა“

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

https://www.geoforex.info/wp-content/uploads/Images/strategy-mcocavi-sashualo/EMA-4-13-50-Stochastic/EMA-4-13-50-Stochastic-sell.png

ფორექსის სტრატეგია “EMA (4+13+50) + Stochastic”

ფორექსის სტრატეგია EMA (4+13+50) + Stochastic ტრენდული და საკმაოდ ეფექტური სტრატეგიაა.