რისკების მართვის პრინციპები

რისკების მართვის პრინციპები

ფორექსზე ვაჭრობას ყოველთვის თან ახლავს საკმაოდ დიდი რისკი, ამიტომ მათი მართვის ეფექტური სისტემის გარეშე რთულია მივაღწიოთ მოგების მაღალი მაჩვენებლებს.

რეზულტატი მიიღწევა წამგებიანი ოპერაციების რაოდენობის შემცირებით და თვით წამგებიან ოპერაციებში ზარალის შემცირების გზით. დამწყები ტრეიდერები თვლიან, რომ ფორექსზე ვაჭრობა შესაძლებელია წაგების გარეშე, რაც მათი ერთ-ერთი მთავარი შეცდომაა.

კაპიტალის მართვის ყველა სისტემის საფუძველია მისი რისკების მართვის ფუნდამენტალური პრინციპები, რომელთა შორისაც უმთავრესია:

1) ფსიქოლოგიური მდგრადობა – არ არის გამართლებული პანიკა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ზედიზედ განახორციელებთ რამდენიმე წამგებიან სავაჭრო ოპერაციას. ამის მაგივრად, დროებით შეწყვიტეთ ტრეიდინგი და შეეცადეთ გაანალიზოთ საკუთარი შეცდომები. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, სწორედ ეს არის რისკების მართვის ძირითადი პრინციპი, ნებისმიერ საფინანსო ბაზარზე ვაჭრობის დროს;

2) დეპოზიტის უზრუნველყოფის (გირაო) თანხის გათვლა/დაანგარიშება – ეფექტური ვაჭრობისათვის და სარისკო ოპერაციების შემცირებისათვის საჭიროა დავიცვათ დეპოზიტის და ორდერის უზრუნველყოფის თანხების შემდეგი პროპორცია:

  • მცირე რაოდენობის თანხებით ვაჭრობისას 10-დან 100 აშშ დოლარამდე – დეპოზიტის 50%, ორდერის უზრუნველყოფისათვის;
  • საშუალო რაოდენობის თანხებით ვაჭრობისას 100-დან 1000 აშშ დოლარამდე – დეპოზიტის 30%-35% ორდერის უზრუნველყოფისათვის;
  • დიდი რაოდენობის თანხებით ვაჭრობისას 1000 აშშ დოლარიდან ზემოთ – დეპოზიტის 10% -25% ორდერის უზრუნველყოფისათვის (საჭიროებიდან გამომდინარე).

ამასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგულისხმება გახსნილი პოზიციების ჯამური მოცულობა, თუ თქვენ გახსნილი გაქვთ რამდენიმე ორდერი, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ გირაოს მთელი თანხა.

3) სავაჭრო რეზულტატების რეგულარული ანალიზი – ამის განხორციელებისათვის ყველაზე კარგი პერიოდია სამუშაო კვირის ბოლო, დასვენების დღეები. ამ პერიოდში ბაზარი არ მუშაობს და შესაბამისად გაქვთ თავისუფალი დრო. ანალიზისას უნდა დავიანგარიშოთ შემდეგი კოეფიცენტები:

  • გარიგებიების საშუალო მომგებიანობა – დაანგარიშებისათვის, მომგებიანი ორდერების რაოდენობა იყოფა განხორციელებული ოპერაციების მთლიან რაოდენობაზე. მაგალითად, განახორციელეთ 125 სავაჭრო ოპერაცია, რომელთა შორისაც მომგებიანი იყო 75 ოპერაცია. მაშასადამე, 75/125 = 0,6 ანუ 60% – რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია;
  • უზარალობის მაჩვენებელი გამოითვლება შემდეგი ფორმულით: A=B/C-(D-P • K)/K;

სადაც:

  • B – მთლიანი მოგება;
  • C – მომგებიანობის კოეფიცენტია;
  • D – მიღებული ზარალის ჯამი;
  • P – სპრედის ჯამური რაოდენობა;
  • K – ზარალიანი ორდერების რაოდნობა;

კოეფიცენტს შეუძლია გაჩვენოთ თუ რამდენად უზარალო არის თქვენი ვაჭრობა.

4) სტოპ ორდერების პრინციპი – რომელთა შორისაც მთავარია სტოპ-ლოსი და ტრეილინგ-სტოპი. მხოლოდ ამ ორდერებს შეუძლია მოგცეთ საშუალება დაგეგმოთ წაგების რაოდენობა. მათი გამოყენებით შეძლებთ ზარალი “დაიჭიროთ” ერთ დონეზე;

5) განხორციელებული ოპერაციების დაზღვევა – ზოგიერთი ბროკერი, თქვენი ზარალის დაზღვევის შესაძლებლობას იძლევა. ამისათვის უნდა გადაუხადოთ საკომისიო ანარიცხი – სადაზღვევო საწევროს სახით თითოეული განხორციელებული ოპერაციისათვის, სამაგიეროდ თქვენ სრულად დაიცავთ თქვენს დეპოზიტს გასხმისაგან.

ფორექსზე რისკების მართვის პრინციპები საკმაოდ მარტივია და მათი აუცილებლად გამოყენების შემთხევვაში, ზარალის მაქსიმალურად მინიმიზაციის შესაძლებლობა გექნებათ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

პანიკის რისკი

პანიკის რისკი ფორექსზე

ფორექსზე პანიკის რისკს აგრეთვე ქცევით რისკსაც უწოდებენ. ამის მიზეზი საკმაოდ მრავალი, როგორც გარე, ასევე შიდა …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.