რისკები ფორექსზე

რისკები ფორექსზე

რისკები ფორექსზე მრავალფეროვანი და მრავალწახნაგაა. ნებისმიერი ბიზნესის მთავარი წესი, რომლის მიხედვით – “რაც უფრო დიდია რისკი – მით უფრო მეტია მოგება” – გამოდგება ფორექსისათვისაც, თანაც რაც უფრო მეტი მოგების მიღება გსურთ, მით უფრო დიდია მთლიანი ფულის დაკარგვის რისკიც.

თუმცა ერთი კი არის – ფორექსზე მოგებამ შესაძლებელია თვიურ 100%-საც კი მიაღწიოს – დამეთანხმებით, ეს კი უკვე რაღაცის მთქმელია ბიზნესის ამ სფეროს შესახებ. ამიტომ, ფორექსზე წარმატებული ვაჭრობისათვის წარმოდგენა უნდა გქონდეთ, თუ რა რისკებთან გვექნებათ საქმე.

ფორექსის ძირითადი რისკები

იმისათვის, რომ შეამციროთ რისკები ფორექსზე, საჭიროა გამოიყენოთ ფორექსის რისკმენეჯმენტი, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს, რისკების მართვის სისტემას. თვით სისტემა არც თუ ისე რთულია და შეიცავს რამდენიმე წესს, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევენ შევამციროთ სავაჭრო ოპერაციების რისკიანობა.

ურისკო ვაჭრობის ზოგადი წესები
  • სავაჭრო პოზიციის გახსნისთანავე სტოპ ორდერების დაყენება და მათი თანდათანობითი გადატანა უზარალობის პოზიციაში;
  • გონივრული ზომის საკრედიტო მხარის გამოყენება. რაც უფრო დიდია მხარი, მით უფრო დიდია მეტი თანხის დაკარგვის შესაძლებლობა, თუნდაც ტრენდის მცირე და მკვეთრი რყევის დროსაც კი;
  • ახალი პოზიციების გახსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის გასაგებია ბაზარზე არსებული ვითარება;
  • ვაჭრობა ტრენდის მიმართულებით. როგორც წესი ტრენდის საპირისპირო მიმართულებით ვაჭრობა გაცილებით სარისკოა;
  • მომგებიანი პოზიციის დროული დახურვა, მას შემდეგ, რაც ტრენდმა დაიწყო მოძრაობა საპირისპირო მიმართულებით;
  • მუშაობა მხოლოდ სანდო ბროკერებთან;
  • ტრეიდინგის დროს, ტექნიკური, ელექტრო კვებისა და კავშირის ნორმალური საშუალებების გამოყენება.
რისკები ფორექსზე გაცილებით უფრო ნაკლები იქნება, თუ იხელმძღვანელებთ ზემოთ ჩამოთვლილი წესებით.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

პანიკის რისკი

პანიკის რისკი ფორექსზე

ფორექსზე პანიკის რისკს აგრეთვე ქცევით რისკსაც უწოდებენ. ამის მიზეზი საკმაოდ მრავალი, როგორც გარე, ასევე შიდა …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.