ფორექს სამზარეულო

ფორექს სამზარეულო

ფორექსის ბაზარზე დაბალი რანგის ბროკერებს, ჟარგონზე ფორექს სამზარეულოებს უწოდებენ.

ფორექსის ბაზარზე არსებობს ბროკერების ორი ძირითადი ტიპი, რომლებიც ახორციელებენ სავალუტო ბაზარზე მომსახურების სერვისს.

პირველ ტიპს განეკუთვნება საბროკერო კომპანიები, რომლების უშუალოდ მონაწილეობენ სავალუტო ბირჟაზე ვაჭრობაში, მათ No Dealing Desk -ს ეწოდებათ. ეს არის ყველაზე მისაღები ვარიანტი.

ბროკერების მეორე ტიპს განეკუთვნება კომპანიები, რომლებსაც Dealing Desk (DD) უწოდებენ, და ჟარგონზე “ფორექს სამზარეულოები” ჰქვიათ. სადილინგო კომპანიების უმრავლესობა ასეთი ტიპის ბროკერები არიან.

ფორექს სამზარეულოები – მოგების ძირითად ნაწილს იღებენ კლიენტების მიერ დეპოზიტების გასხმის შედეგად. ისინი მომხიბვლელი პირობებით იტყუებენ კლიენტებს (ვაჭრობა სპრედის, ან საკომისიოს გარეშე და ა. შ.), მაგრამ ასეთ პარტნიორთან (ბროკერთან) სტაბილური შემოსავლის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ფორექს სამზარეულოების მუშაობის არსი

მათ სავალუტო ბაზართან რეალური წვდომა კი არ გააჩნიათ, არამედ ქმნიან საკუთარ სავაჭრო მოედანს, სადაც თქვენ ვაჭრობთ სხვა ტრეიდერებთან და თვით ბროკერთან ერთად. იმ შემთხვევაში თუ თქვენ საქმე გაქვთ პატიოსან ფორექს სამზარეულოსთან, მაშინ ნამდვილად შეძლებთ გარკვეული მოგების მიღებას, რადგან ასეთ მოედნებზე სავალუტო კურსი მაქსიმალურად მიახლოვებულია რეალურთან და ფასების ცვლილებები ხდება იგივე კანონზომიერებით, რაც ფორექსის ბაზარზეა.

მაგრამ თუ თქვენ არ გაგიმართლათ და ბროკერი ვაჭრობს თქვენს წინააღმდეგ, მაშინ გარწმუნებთ, რომ დეპოზიტს დაკარგავთ, ვინაიდან ოპონენტი თავად ბროკერია, რომელსაც თამაშის წესების შეცვლა შეუძლია ყველაზე გადამწყვეტ მომენტში.

ამიტომ ახალ ბროკერთან მუშაობის დაწყებისთანავე, პირველ რიგში შეამოწმეთ მისი სანდოობა. ყველაზე მარტივი ხერხია ჯერ, მასთან გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხოთ შედარებით მცირე თანხა, ხოლო შემდეგ მოითხოვოთ მისი გამოტანა.

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, თქვენ პრაქტიკულად არაფერს კარგავთ, ვინაიდან ასეთ ბროკერთან ურთიერთობაში ფული მაინც დაგეკარგებოდათ ყველა ვარიანტში, სამაგიეროდ მცირე დანაკარგით დაზოგეთ, უფრო სოლიდური თანხა, მოგებული თანხა, ნერვები და ძალისხმევა, რომელიც მასთან სავაჭრო ოპერაციების განხორციელების დროს დაგეხარჯებოდათ.

როგორ გავშიფროთ ფორექს სამზარეულო

როგორც წესი ფორექს სამზარეულოს გარჩევა ჩვეულებრივი ბროკერისაგან საკმაოდ რთულია. პრინციპში რომ ვთქვათ რეალური ბროკერი თქვენს 10 დოლარიან დეპოზიტთან საქმეს არ დაიჭერს, თუმცა ესეც არავინ არ იცის, ვინაიდან ჩემს მიერ რეკომენდებულ საბროკერო კომპანიების წლიური ბრუნვა ასობით მილიარდი დოლარია, მაგრამ 10 დოლარიანი დეპოზიტების მიღებისაგანაც უარს არ ამბობენ. ერთადერთი რაც ასეთ შემთხევვაში შეგიძლიათ გააკეთოთ არის ის, რომ საფუძვლიანად შეისწავლოთ ბროკერის სავაჭრო პირობები.

ფორექსის სანდო ბროკერების შემოსავლის ძირითადი წყარო არის განხორციელებული სავაჭრო ოპერაციის სპრედი და საკომისიო დარიცხვა. რამდენიმე ათეულობით ათასი სავაჭრო ოპერაციისგან ბროკერს ძალიან დიდი თანხა შესდის.

ტრეიდერის ამოცანაა გაარკვიოს რა გზით ფორმირდება ბროკერის შემოსავალი. ეს შესაძლებელია იყოს პირველი ვარიანტი ან მეორე ვარიანტი, ან ორივე ერთად.

იმ შემთხვევაში, როდესაც ბროკერს არც სპრედი და არც საკომისია არ აქვს, მაშინ ლოგიკურია, რომ ბროკერის მოგება, მხოლოდ ტრეიდერის დეპოზიტის დაკარგვის შედეგად მიღებული შემოსავალია. ამიტომ როგორც ამბობენ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.

ისე გირჩევთ, ამ საკითხების გარკვევაში ძალიან ნუ ჩაიციკლებით და აირჩიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ბროკერებისგან ერთ-ერთი, რომელთა სანდოობა, ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

მცოდნე და გამოცდილი ტრეიდერის ხელში ავტომატურ სავაჭრო პროგრამებს, ანუ მრჩეველს, იგივე ექსპერტს, ხშირ შემთხვევაში დადებითი …