ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით – ტრეიდინგში გავრცელებული მოვლენაა. როგორც უკვე ვიცით, წარმატებული ტრეიდინგისათვის საჭიროა ტექნიკური ანალიზის სრულყოფილი ცოდნა და ვალუტის კურსების მოძრაობის პროგნოზირება.

ასეთი თეორიული და პრაქტიკული მომზადება მოითხოვს არა ერთი და არა ორი თვის სწავლებას. მაგრამ ფორექსზე ვაჭრობას შესაძლებელია მივუდგეთ სხვა კუთხითაც – ავირჩიოთ ვაჭრობა ავტომატური სავაჭრო სისტემების – მრჩევლების მეშვეობით.

მრჩევლების მეშვეობით ვაჭრობისათვის ტრეიდერის ტერმინალში უნდა დაინსტალირდეს სპეციალური პროგრამა, რომელიც განახორციელებს ავტომატურ ტრეიდინგს შესაბამისი პარამეტრების მეშვეობით. არსებობს მრჩევლები, რომლებსაც შეუძლიათ, თვეში 10-დან 300 პროცენტამდე მოგების გამომუშავება. ამასთან ერთად ავტომატური ვაჭრობისათვის საჭიროა, ბიჟაზე ვაჭრობის მხოლოდ და მხოლოდ საფუძვლების ცოდნა.

უნდა აღინიშნოს, რომ ერთი შეხედვით ასეთ მარტივ საკითხს, როგორიც მრჩევლებით ვაჭრობაა, აქვს თავისი ნიუანსები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია.

მრჩევლის შერჩევისა და მისი კონფიგურაციის დაყენების გარდა საჭიროა ბროკერის, რომელთანაც მრჩევლის მეშვეობით ვაჭრობას ვაპირებთ, სავაჭრო სპეციფიკაციასაც დავუკვირდეთ. ბროკერების უმრავლესობა ნეგატიურად არის განწყობილი ავტომატური სავაჭრო სისტემებით ვაჭრობის მიმართ. ამიტომ, ამ მეთოდით ტრეიდინგის დაწყებამდე, საჭიროა ბროკერთან გავარკვიოთ ეს საკითხი.

შესაბამისი ბროკერის შერჩევის შემდეგ, აირჩიეთ ავტომატური სავაჭრო სისტემა/მჩეველი შესაბამის რუბრიკაში – მრჩეველები. ყველა მრჩეველს გააჩნია თავისი მახასიათებლები – სავაჭრო ოპერაციების განხორციელების დრო, განსაზღვრული სავალუტო წყვილი (წყვილები), ტაიმფრეიმი და ლოტის სიდიდე.

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით – ძირითადი საკითხები
  • მრჩევლის ვაჭრობის დრო (პერიოდი) – ზოგიერთი ავტომატური სავაჭრო სისტემა ვაჭრობს რომელიმე სავაჭრო სესიის პერიოდში ან დროის გარკვეული მონაკვეთში, მაგალითად, მხოლოდ დღისით, ან მხოლოდ ღამით;
  • სავალუტო წყვილი – ზოგიერთი მრჩეველი ვაჭრობს მხოლოდ გარკვეულ სავალუტო წყვილზე ან წყვილებზე;
  • სავაჭრო ლოტის მინიმალური რაოდენობა – ყველა რობორტს აქვს მოქმედების საკუთარი ალგორითმი, ამიტომ ზოგოერთი მათგანისთვის აუცილებელია გარკვეული რაოდენობის დეპოზიტი იმისათვის, რომ მრჩეველმა განახორციელოს სავაჭრო ოპერაცია შესაბამისი სავაჭრო მოცულობით. მაგალითად, 1 ან 0,1 ლოტის ოდენობით;
  • სტრატეგია – მრჩევლის ვაჭრობის პრინციპზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად მარტინგეილის მეთოდით მოვაჭრე მრჩევლებისათვის საჭიროა დეპოზიტის საკმაოდ დიდი რაოდენობა, ხოლო სკალპინგით მოვაჭრე რობოტები მგრძნობიარენი არიან სპრედის სიდიდის მიმართ;
  • მას შემდეგ, რაც შეარჩევთ თქვენთვის მისაღებ ფორექსის მრჩეველს, იგი უნდა დააინსტალიროთ სავაჭრო ტერმინალში Meta Trader 4.
ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით – მრჩეველის ინსტალაცია

კომპიუტერზე ჩამოტვირთილი თქვენს მიერ შერჩეული მრჩეველი, რომელიც როგორც წესი დაარქივებულია (ყოველ შემთხვევაში, ამ საიტზე ყველა მრჩეველი, შაბლონი, ინდიკატორი და ა. შ. ZIP ან RAR არქივის ფორმატშია), განაარქივეთ. მრჩეველი შესაძლებელია შეიცავდეს ერთ ან რამდენიმე ფაილს. ფაილები მოთავსებული იქნება იმ სახელწოდების დირექტორიებში, რომელ დირექტორიებშიც უნდა ჩავტვირთოთ ისინი – ჩვენს ტერმინალში.

ამის შემდეგ ჩართეთ სავაჭრო ტერმინალი, ჩანართში “Experts” აირჩიეთ თქვენს მიერ ახლად ჩატვირთული მრჩეველი და მაუსით “გადმოათრიეთ” სავაჭრო გრაფიკზე. გრაფიკზე გადმოთრევის შემდეგ გამოვა მრჩეველის კონფიგურაციის ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ შესაბამისი პარამეტრები, იმ ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც თან ახლავს მრჩეველის ჩამოტვირთულ ფაილს ან რომელიც მრჩევლის აღწერაშია მითითებული იმ საიტზე, საიდანაც ჩამოტვირთეთ მრჩეველი.

ვაჭრობა მრჩეველების მეშვეობით – ალგორითმის მნიშვნელოვანი პარამეტრი
  • ვაჭრობა თქვენი დასტურით;
  • ვაჭრობა თქვენი დასტურის გარეშე;

თავდაპირველად სასურველია, რომ მრჩეველი ორდერებს ხსნიდეს ნახევრად ავტომატურ რეჟიმში, თქვენი დასტურის შემდეგ, რათა შეძლოთ სავაჭრო ოპერაციების კონტროლი.

მრჩევლებთან მუშაობა საკმაოდ რთული და მეტად საფრთხილო საკითხია, ამიტომ, მისი სრულყოფილი განხილვა ერთი სტატიის ფარგლებში ვერ მოხდება. აქ მოყვანილი მაქვს ზოგადი რჩევები, რომლებიც ზედაპირულ წარმოდგენას შეგიქმნით ავტომატური სავაჭრო სისტემების ფუნქციონირების ზოგიერთი მომენტების შესახებ. სხვა სტატიებში უფრო სიღრმისეულად შევეხებით მრჩევლებთან მუშაობის საკითხებს.
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

სტოპ ლოსის გამოთვლა

სტოპ ლოსის გამოთვლა

სტოპ ლოსი წარმოადგენს რისკების მინიმიზაციის ყველაზე ქმედით ბერკეტს. მისი დაყენება არც თუ ისე მარტივი ამოცანაა …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.