ქოლ ოფციონის გაყიდვა (Short Call) ხდება მაშინ, როდესაც ტრეიდერი დარწმუნებულია საბაზო აქტივის სპოტური ფასის შემდგომ კლებაში.
კოლ ოფციონების გაყიდვით მივიღებთ პრემიას და საბაზო აქტივზე ფასის მოსალოდნელი კლების შემთხვევაში, გარიგება არ შესრულდება.
ქოლ ოფციონის გაყიდვა (Short Call) – გრაფიკული მაგალითი:
გვაქვს ქოლ ოფციონი, რომლის სტრაიკ ფასია 22 500 პე (პირობითი ერთეული) და პრემია 19 897 პე. როდესაც “X” სააქციო საზოგადოების აქციების ფასი დაიწყებს ვარდნას და ექსპირაციის მომენტში იქნება შესრულების ფასის ქვემოთ, მყიდველი აღარ შეასრულებს კონტრაქტს და ჩვენი მოგება იქნება 19 897 პე, ანუ ოფციონის პრემია.
გასათვალისწინებელია, რომ ამ უმარტივესი სტრატეგიის გამოყენებას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. არსი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი მოგება შემოიფარგლება მხოლოდ ოფციონის პრემიით, მაშინ როცა ზარალმა შესაძლებელია მიაღწიოს ნებისმიერ ოდენობას. ეს ხდება შემდეგნაირად – საბაზო აქტივის ფასი (კომპანიის აქციები) შესაძლებელია გაძვირდეს და ამ შემთხვევაში ჩვენ შევალთ განუსაზღვრელი ზარალის ზონაში.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი,  პროგნოზი, ვალუტის კურსი,  ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები
				
		
    Facebook ჯგუფი
    Youtube არხი


































