ფუთ ოფციონის ყიდვა (Long Put) მყიდველს აძლევს უფლებას მომავალში მიჰყიდოს აქტივი გამყიდველს წინასწარ შეთანხმებულ ფასად.
სტრატეგიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ფუთ ოფციონის ყიდვა და საბაზო აქტივის გაყიდვა ოფციონის დასრულების მომენტში, ხორციელდება მაშინ, როდესაც საბაზო აქტივის სპოტური ფასი უფრო ნაკლებია, ვიდრე ოფციონის სტრაიკ ფასი.
ფუთ ოფციონის ყიდვა (Long Put) – გრაფიკული მაგალითი:
იმის მოლოდინში, რომ “X” სააქციო საზოგადოების აქციების ფასი დაიკლებს, ჩვენ ვყიდულობთ ფუთ ოფციონს, რომლის სტრაიკ ფასია 22 500 პე (პირობითი ერთეული), რომლისთვისაც გადავიხდით პრემას 15 პე-ს ოდენობით. ამ შემთხვევაში მოგების ათვლა დაიწყება როდესაც ფასი ჩამოვა 22 500 – 15 = 22 485 პე-ს ქვემოთ. თუ ფასი დარჩება ამ დონის ზემოთ, მაშინ ზარალი შემოიფარგლება გადახდილი პრემიის ოდენობით, ანუ იქნება 15 პე.
მიაქციეთ ყურადღება ოფციონის პრემიის ძალიან მცირე რაოდენობას – 15 პე. ეს ხდება იმიტომ, რომ განხილული მაგალითის შემთხვევაში “X” სააქციო საზოგადოების აქციების ფასი 42 382 პე-ს შეადგენს და ის რომ ექსპირაციის თარიღის დადგომისათვის მისი ფასი დაეცემა 22 485 პე-ს ქვემოთ – მიზერულია
სტრატეგია მიმზიდველია იმით, რომ შესაძლო მოგება შეზღუდული არ არის, ხოლო ზარალი მხოლოდ ოფციონის ფიქსირებილი პრემიით შემოიფარგლება.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით