დათვის ფუთ სპრედი (Bear Put Spread)

დათვის ფუთ სპრედი (Bear Put Spread)

თუ ვართ დარწმინებული იმაში, რომ რაღაც მომენტამდე ბაზარზეე ვარდნა იქნება, მაშინ შესაძლებელია გამოვიყენოთ დათვის ფუთ სპრედი (Bear Put Spread) სტრატეგია.

სტრატეგიის მიხედვით, უნდა ვიყიდოთ მაღალი სტრაიკის მქონე ძვირი ფუთ ოფციონი და გავყიდოთ ანალოგიური ფუთ ოფციონი, ოღონდ დაბალი სტრაიკით, რითიც შესაბამისად ვამცირებთ პოზიციის ღირებულებას. ოფციონის სტრაიკ ფასი დგება, კონტრაქტის დასრულების მომენტში საბაზო აქტივზე სპოტ ფასის დონეზე. ამ მოქმედებების არსი არის ოფციონის გაყიდვა პრემიის მიღებისათვის, ამასთან ერთად ფასის ძლიერი ვარდნის შემთხვევაში მოგება შეზღუდულია. ამიტომ სტრატეგია კარგად მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარწმუნებული ვართ, რომ ფასის ვარდნა იქნება ზომიერი! წინააღმდეგ შემთხვევაში უპრიანი იქნება “ხარის ფუთ სპრედი (bull put spread)” სტრატეგიის გამოყენება.

დათვის ფუთ სპრედი (Bear Put Spread) – გრაფიკული მაგალითი

დათვის ფუთ სპრედი (Bear Put Spread)

ვთქვათ, ნაყიდი ოფციონის სტრაიკია 52 500 პე, ხოლო მასზე გადახდილი პრემია არის 11 256 პე. იმ ვარაუდით, რომ საბაზო აქტივის ფასი ზომიერად დაეცემა 42 500 პე-ს დონემდე, ჩვენ გავყიდით ფუთ ოფციონს იმავე ექსპირაციით 4 059 პე-ს ფასად. დავაკვირდეთ, რომ სტრაიკებს შორის სხვაობის ზრდასთან ერთად, იზრდება პოზიციების გახსნასთან დაკავშირებული ხარჯიც (ვინაიდან დაბალი სტრაიკის ოფციონი შესაძლებელია გავყიდოთ მხოლოდ დაბალ ფასად), სამაგიეროდ იზრდება შესაძლო მოგება ბაზრის ვარდნის შემთხვევაში. ამ პოზოციების გახსნისათვის ჩვენ დავხარჯეთ 11 256 – 4 059 = 7 197 პე.

როდესაც საბაზო აქტივის ფასი გახდება 52 500 – 7 197 = 45 303 პე, სტრატეგია მოგვიტანს მოგებას, რომელიც ტოლია ნაყიდი ოფციონის სტრაიკს მინუს გაყიდული ოფციონის სტრაიკი მინუს ჯამური პრემია, რაც 2 803 პე-ს ტოლია. ზარალი კი შემოიფარგლება გადახდილი პრემიით, რომელიც უდრის 7 197 პე-ს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.