პოზიციების ლოკირება

პოზიციების ლოკირება

პოზიციების ლოკირება – საფინანსო ბაზარზე კიდევ ერთ სავაჭრო მეთოდს წარმოადგენს, მას ასევე პოზიციის/ორდერის ჩაკეტვასაც უწოდებენ.

პოზიციების ლოკირება

გაცილებით რთული სავაჭრო მეთოდია, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების ღირსია, რადგან ფართოდ გამოიყენება პროფესიონალი ტრეიდერების მიერ და არის ზარალის თავიდან აცილებისა და მოგების მაქსიმალიზაციის კარგი საშუალება.

ვთქვათ, გახსენით გრძელი პოზიცია, მაგრამ არჩევანი/პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა და ფასი ქვემოთკენ წავიდა. ფასის თეორიულ სტოპ ლოსის დონესთან თანდათან მიახლოვების პროცესში გრძნობთ, რომ იჩქარეთ პოზიციის გახსნა და ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში ფასი მაინც შემობრუნდება და სასურველი მიმართულებით იმოძრავებს. ამავე დროს გრძნობთ, რომ სანამ ეს მოხდება, სადაზღვევო დეპოზიტი შესაძლოა არ გეყოთ იმისათვის, რომ გაუძლოს ფასის არასასურველი მიმართულებით მოძრაობას. ანუ ერთის მხრივ არ გსურთ მიიღოთ margin call, ხოლო მეორეს მხრივ არ გსურთ პოზიციის დახურვა ზარალით.

აღწერილ მაგალითში, იმისათვის, რომ ერთდროულად მოკლათ ორი კურდღელი, საკმარისია, ფასის გარკვეულ დონეზე გახსნათ მეორე ორდერი თავდაპირველი მიმართულების საპირისპიროდ, რა თქმა უნდა იგივე ლოტით. ამ შემთხვევაში, ერთი პოზიციის მიმდინარე ზარალი კომპენსირებული იქნება მეორე ორდერის მოგებით, ხოლო მიმდინარე დეპოზიტი დაფიქსირდება (უცვლელი დარჩება). როგორც კი ფასი დაეშვება შესაძლო მიმინუმზე, რომლის შემდეგაც, თქვენივე გათვლებით, მოსალოდნელია ტრენდის შემობრუნება, უნდა დახურით მოკლე პოზიცია მოგებით, რითიც გაზრდით სადაზღვევო დეპოზიტს. ასეთ ვითარებაში margin call-ის დადგომა ნაკლებად მოსალოდნელია და ფასის, სასურველი მიმართულებით შემობრუნების და პროგნოზირებად დონემდე მიღწევის გამო, მიიღებთ მოგებას თავდაპირველი, გრძელი სავაჭრო პოზიციის მეშვეობით.

სტატიაში აღწერილია მოვლენების განვითარების მხოლოდ ერთი სცენარი, რომლის დროსაც სასურველია და საჭიროც არის პოზიციის ლოკირება, მაგრამ ვაჭრობის დროს მოვლენების განვითარების სცენარები შესაძლებელია უამრავი იყოს. თუმცა ყველა მათგანში, ლოკირებისადმი სწორი მიდგომის შემთხვევაში, ტრეიდერი აუცილებლად მიაღწევს წარმატებას და ზარალს მოგებად აქცევს. როგორც ავღნიშნე, არსებობს პოზიციების ლოკირების უამრავი ვარიანტი, რომლებსაც პრაქტიკული გამოყენებით და ვიზუალიზაციით ავღწერ საიტის სხვა სტატიებში/სტრატეგიებში. ამავე დროს, თავად შეგიძლიათ ექსპერემენტირება ამ მეთოდის გამოყენებით.

ჩემი გამოცდილებით, პრაქტიკულ ტრეიდინგში ორდერის ლოკირება, ანუ პოზიციის ჩაკეტვა მეორე ადგილზე დგას ტრენდის სწორი მიმართულების პროგნოზირების შემდეგ. სიტყვები არ მყოფნის ავღწერო თუ რა უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლოკირების მაღალკვალიფიციურ ცოდნას. ვინც ამ მეთოდს კარგად დაეუფლება, ჩთვალოს, რომ მან საერთაშორისო სავალუტო ბაზრის არსი სრულყოფილად გაიგო და სტაბილური შემოსავლის რეალური პრეტენდენტია. მნიშვნელობით მესამე ადგილზეა – პოზიციის შემოტრიალების და პოზიციის დამატების კვალიფიციური ცოდნა, რომელსაც ზოგადად, აკადემიის კურსის შემდეგ სტატიაში, ხოლო ვრცლად, საიტის სხვა სტატიებში განვიხილავთ. მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ: როგორც ლოკირების, ასევე პოზიციის შემოტრიალების და პოზიციის დამატების მეთოდის არასწორი გამოყენებით, ტრეიდერი ორმაგად დაზარალდება.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა - ზოგადად

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა – ზოგადად

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა – წარმატების უმთავრესი წინაპირობაა. თუმცა, ფორექსზე ვაჭრობის უმარტივესი, სავაჭრო ტაქტიკაა – ყოველგვარი …