ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა – ფორექსზე ვაჭრობის ყველაზე მარტივი ტაქტიკაა.
ტაქტიკის საკვანძო მომენტს წარმოადგენს ბაზარის ტრენდის, მისი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის და სავაჭრო დერეფნის გამოვლენა. სურათზე წარმოდგენილია სავალუტო წყვილის სავაჭრო დერეფანი, რომელიც მონიშნულია წითელი ხაზებით (იგივე ტრენდული ხაზებით), ისინი გავლებულია: ლოკალურ მაქსიმუმებზე – წინააღმდეგობის ხაზი და მის პარალელუად ლოკალურ მინიმუმებზე – მხარდაჭერის ხაზი.
აღსანიშნავია, რომ აღმავალი ტრენდის (ისევე, როგორც დაღმავალი ტრენდის) საწინააღმდეგო მიმართულებით ვაჭრობა არ არის რეკომენდებული, ვინაიდან შესაძლებელია ზარალის მიღება. თუ, აღმავალი ტრენდის დროს გავხსნით მოკლე პოზიციას წინააღმდეგობის დონესთან, არსებობს მაღალი ხარისხის რისკი იმისა, რომ ორდერი სტოპ ლოსით დაიხუროს, რადგან სავსებით შესაძლებელია ფასმა გააგრძელოს აღმასვლა, გაარღვიოს წინააღმდეგობის ხაზი და ლოკალურ მინიმუმთან აღარ დაბრუნდეს. ამიტომ ასეთი ტაქტიკით ვაჭრობას ძალიან დაკვირვებულად და ფრთხილად უნდა მივუდგეთ.
ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა (მაგალითი)
მაშასადამე, აღმავალი ტრენდისას იხსნება ყიდვის პოზიციები, ხოლო დაღმავალი ტრენდისას გაყიდვის პოზიციები. თითქმის ყოველთვის უნდა მოვერიდოთ ტრენდის საწინააღმდეგო მიმართულებით ვაჭრობას.
ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა, ერთი შეხედვით დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, როგორც ზემოთ ავღნიშნე, ამ შემთხვევაში საკვანძო საკითხია ტრენდის მიმართულების გამოვლენის პრინციპი. ერთი და იგივე გრაფიკი შესაძლებელია სხვადასხვაგვარად დავინახოთ, მათზე ტრენდის მიმართულების ინტერპრეტაცია სხვადასხვაგვარადაა შესაძლებელი. კლასიკური ტრენდები, რომელთაც მკაფიოდ გამოხატული მიმართულება გააჩნიათ, ძალიან იშვიათდ ჩნდებიან გრაფიკებზე. წინააღმდეგობისა და მხარდაჭრის ხაზები ყოველთვის მკვეთრად არ ეხებიან ფასურ ექსტრემუმებს. ამიტომაც, ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა, ისევე როგორც სხვა ტაქტიკები, საჭიროებს ფორექსზე მუშაობისადმი შემოქმედებით და სკურპულოზურ მიდგომას.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით