ჰორიზონტალურ დიაპაზონში ვაჭრობა

ჰორიზონტალურ დიაპაზონში ვაჭრობა

ჰორიზონტალურ დიაპაზონში ვაჭრობა – ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი მეთოდია. ფორექსის ლიტურატურის უმრავლეობაში მშვიდ/მდორე ბაზარზე ვაჭრობა არ არის რეკომენდებული. ანუ იმ დროს, როდესაც ბაზარი ჰორიზონტალურ დიაპაზონში მოძრაობს.

როგორც ცნობილია, სიმშვიდეს ყოველთვის ცვლის მკვეთრი გააქტიურება, ხოლო ბაზრის მკვეთრმა და მოულოდნელმა გააქტიურებამ შესაძლებელია ზარალამდეც კი მიგვიყვანოს.

მიუხედავად ამისა, სავალუტო ვაჭრობის პროფესიონალები ხელიდან არ უშვებენ არც ერთ შანსს მოგების მიღებისათვის. პროფესიონალები, ერთი და იგივე ეფექტურობით ვაჭრობენ და თითოეული პუნქტის მოგებას წურავენ, როგორც მშვიდი, ასევე სწრაფად ცვალებადი ბაზრებიდან.

ჰორიზონტალურ ბაზარზე ვაჭრობა, პირველ რიგში გულისხმობს გრაფიკზე ჰორიზონტალური დიაპაზონის გამოვლენას. კლასიკური ჰორიზონტალური დიაპაზონი გრაფიკებზე იშვიათად ყალიბდება, ამიტომ, ამ პროცესსაც შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ. როცა კი ჰორიზონტალური დიაპაზონი ჩამოყალიბდება და იგი დროით დადასტურდება, შესაძლებელია ვაჭრობის დაწყება.

ყიდვა უნდა მოხდეს ფასური დიაპაზონის ქვედა საზღვართან, ხოლო გაყიდვა ზედა საზღვართან. თანაც ერთი პოზიციის დახურვას, შესაძლებელია მეორე, საპირისპირო მიმართულების პოზიციის გახსნა მივაყოლოთ. ამ გზით, ჰორიზონტალური დიაპაზონიდან მაქსიმალური მოგების ამოღებას შევძლებთ.

ჰორიზონტალურ დიაპაზონში ვაჭრობა (მაგალითი)

ჰორიზონტალურ დიაპაზონში ვაჭრობა

ფორექსის ლიტერატურაში ჰორიზონტალურ დიაპაზონს მძინარე დრაკონს ადარებენ, რომელსაც გაღვიძება ნებისმიერ მომენტში შეუძლია. ჰორიზონტალური დიაპაზონის გარღვევა შესაძლებელია ისეთი უეცარი და ძლიერი იყოს, რომ წინასწარ სადაზღვევო ზომების მიღების გარეშე, დეპოზიტის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა არის შესაძლებელი. ამიტომ, ჰორიზონტალურ დიაპაზონში ვაჭრობისას, ყოველთვის დააყენეთ Stop Loss და Take Profit პარამეტრები. წინააღმდეგ შემთხვევაში რისკავთ მთლიანი დეპოზიტით თუ არა, მაშინ დეპოზიტის მნიშვნელოვანი ნაწილით მაინც.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა - ზოგადად

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა – ზოგადად

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა – წარმატების უმთავრესი წინაპირობაა. თუმცა, ფორექსზე ვაჭრობის უმარტივესი, სავაჭრო ტაქტიკაა – ყოველგვარი …