დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა - ზოგადად

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა – ზოგადად

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა – წარმატების უმთავრესი წინაპირობაა. თუმცა, ფორექსზე ვაჭრობის უმარტივესი, სავაჭრო ტაქტიკაა – ყოველგვარი სისტემური მიდგომის გარეშე, პოზიციის გახსნა, შემდგომი მოგების ან ზარალის მიღების მიზნით.

პრაქტიკაში ვაჭრობისადმი ასეთი მიდგომა აქვთ მხოლოდ ფორექსზე შემთხვევით მოხვედრილ ადამიანებს, ან მათ ვინც სულ პირველ ნაბიჯებს დგამს ტრეიდერული კარიერის გზაზე. მცოდნე და პროფესიონალი ტრეიდერები კი გამოიყენებენ დახვეწილ ტაქტიკებს.

ინტერნეტ ტრეიდინგში, კაპიტალის მართვასთან ერთად და პარალელურად, უმნიშვნელოვანესი საკითხია დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკის არსებობაც.

მაგრამ დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკების გამოყენება, მყარი თეორიული მომზადებისა და შესაბამისი გამოცდილების გარეშე, რეკომენდებული არ არის. ამ საკითხს მიუდექით, როგორც ავტომანქანის მართვის სწავლას. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში სრული ადაპტირება უნდა მოხდეს ავტომანქანის მართვასთან, მართვის უნარი და ჩვევები აყვანილი უნდა იქნას ავტომატიზმამდე, ხოლო ამის შემდეგ შეგიძლიათ ავტომობილის მართვის დროს მოწიოთ სიგარეტი, მოუსმინოთ მუსიკას, ისაუბროთ მგზავრთან, მობილურზე (თუ, პატრულმა არ გამოგიჭირათ და დაგაჯარიმათ) და ა.შ.

თუ ავტომატიზმამდე არ აიყვანთ სავაჭრო მოქმედებებს, მაშინ სათანადოდ ვერ შეძლებთ დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკების გამოყენებას.

ამიტომ, იმისათვის, რომ რეზულტატურად გამოიყენოთ საიტზე გამოქვეყნებული სავაჭრო სტრატეგიები, სავაჭრო ტაქტიკები და სავაჭრო სისტემები, ივარჯიშეთ დემონსრაციულ, ან მინი ანგარიშებზე და აღწერილი მოქმედებები განახორციელეთ რამდენიმე ათეულჯერ და ასეულჯერაც კი, რათა თითოეული მათგანი ავტომატიზმის დონემდე ჩაჯდეს გონებაში. როდესაც იგრძნობთ, რომ სავაჭრო ტერმინალს და სხვა ნიუანსებს თამამად და მყარად ფლობთ, მხოლოდ მაშინ დაიწყეთ ექსპერემენტირება საიტზე გამოქვეყნებულ, პრაქტიკული ტრეიდინგის მასალებთან.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა – ფორექსზე ვაჭრობის ყველაზე მარტივი ტაქტიკაა.