სარჩევი
ადამიანებს, რომლებიც ასე, თუ ისე დაკავშირებულნი არიან ფორექსის ბაზართან, ჰყობენ სამ ჯგუფად: თეორეტიკოსები, პრაქტიკოსები და სკეპტიკოსები.
თეორეტიკოსები
შეისწავლიან ფორექსზე მიმდინარე პროცესებს, მაგრამ ცდილობენ არ ივაჭრონ, და თავი შორს დაიჭირონ სავაჭრო რისკებისაგან. ასეთი ადამიანები ფაქტიურად მკვლევარები არიან, ხოლო სავალუტო ბაზარი მათთვის კვლევების და აღმოჩენების საგანს წარმოადგენს. ასეთი ადამიანების შემოსავალის წყაროს კონსულტაციური საქმიანობა წარმოადგენს. მათ შორის პროფესიონალი თეორეტიკოსების საკმაოდ სოლიდურ შემოსავლებსაც იღებენ. ამასთან ერთად, არსებობს თეორეტკოსების ნაწილი, რომელთა შემოსავალიც სხვა, დამწყები ტრეიდერების სწავლების პროცესისგან მიღებული შემოსავლით ფორმირდება.
პრაქტიკოსები
მათ ურჩევნიათ ფორექსზე აქტიური ვაჭრობა, ვიდრე დამკვირვებლის პასიური ფუნქცია. მათთვის ვაჭრობა და მასთან დაკავშირებული რისკი ცხოვრების არსს და ფინანსური შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. მათგან უმრავლესობა, თუ ყოველი მათგანი არა, ცდილობს საკუთარი სავაჭრო სისტემა ისეთ დონემდე აიყვანოს და დახვეწოს, რომ პრაქტიკულად წაუგებლად აქციოს და სისტემის გამოყენებით მოგება გეომეტრიული პროგრესიით მზარდი გახადოს.
სკეპტიკოსები
ფორექსის ბაზრის პროგნოზირების შესაძლებლობას უარყოფენ/გამორიცხავენ, არ იზიარებენ დოუს და სხვა პოპულარული თეორეტიკოსების აზრებს და ფორექსის ბაზარს, როგორც ქაოტური პროცესების ერთობლიობას – ისე განიხილავენ.
წინა სტატიებში უკვე განვიხილეთ ფორექსის ბაზრის ანალიზის თეორიული საფუძვლები. ამ სტატიაში კი, ფორექსს შევხედოთ სკეპტიკოსების თვალით, ვინაიდან ამა თუ იმ საკითხზე სრული წარმოდგენის შექმნა შეუძლებელია, სხვადასხვა ალტერნატიული შეხედულებების განხილვის გარეშე.
მაშასადამე, რას წარმოადგენს სკეპტიკოსების თვალსაზრისით ფორექსი? ალბათობის თეორიაში, რომელიც ბევრი ჩვენთაგანისთვის ასე თუ ისე ცნობილია, თუნდაც მხოლოდ სახელწოდებისა და ზოგადი წარმოდგენების თვალსაზრისით, არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა ნაწილაკების შემთხვევითი მოძრაობა. ძალიან გამარტივებულ ფორმაში, შემთხვევითი მოძრაობა შემდეგნაირად გამოიყურება: ყოველ კონკრეტულ დროის კვანტში, საწყისი კოორდინატის მდგომარეობიდან დაწყებული, ნაწილაკი მოძრაობს აბსცისის ღერძის (OX) გასწვრივ და 50/50-ზე ალბათობით, ერთეული მანძილით, ადის ზემოთ ან ჩამოდის ქვემოთ ორდინატას ღერძის (OY) გასწვრივ.
ერთი შეხედვით, შესაძლებელია მოგვეჩვენოს, რომ ნაწილაკი ასეთი ალგორითმით მუდმივად ირხევა, ორდინატას ღერძის ნულოვანი დონის ფარგლებში. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. ნაწილაკი გამოსახავს შემთხვევითი პროცესის ნამდვილ გრაფიკს, თავისი მწვერვალებითა და ფსკერებით, მაქსიმუმებით და მინიმუმებით. თეორიის თანახმად, ორდინატას ნულოვან დონესთან ნაწილაკის დაბრუნების ალბათობა 100%-ია, თუ მხედველობაში მივიღებთ დროის უსასრულობას. მაგრამ ასეთი მტკიცება არაფერს გვეუბნება – სავსებით შესაძლებელია, რომ დროის კვანტების სასრულ რაოდენობაზე, ნაწილაკი არ დაუბრუნდეს ნულოვან დონეს.
პროფესიონალმა ტრეიდერებმა მუდმივად უნდა ვიფიქროთ შემდეგ საკითხებზე
- სავალუტო წყვილების კოტირებების პროგნოზირებაზე, მაგრამ არა “არიოლი” და “რეშკას”, ანუ 50/50-ზე მეთოდით;
- დროის გარკვეულ პერიოდში, სავალუტო წყვილის ფასის ქცევის ისტორიული შაბლონის გამეორების თვისებაზე;
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით