პოზიციის შემოტრიალება და პოზიციის დამატება

პოზიციის შემოტრიალება და პოზიციის დამატება

პოზიციის შემოტრიალება და პოზიციის დამატება – ორი არანაკლებ მნიშვნელოვანი სავაჭრო მეთოდია.

ორივე მეთოდი ასევე ფართოდ და წარმატებით გამოიყენება პროფესიონალი ტრეიდერების მიერ.

პოზიციის შემოტრიალება

პოზიციის შემოტრიალების (შემობრუნების) მეთოდი გულისხმობს შემდეგს: ვთქვათ, გახსენით სავაჭრო პოზიცია და რამდენიმე ხნის შემდეგ გრძნობთ, რომ გადაწყვეტილება იყო მცდარი და არავითარი მოგების მიღების არანაირი შანსი აღარ არსებობს და არც ორდერის უზარალობის პოზიციაში დახურვის საშუალება გეძლევათ. ასეთ ვითარებაში ტრეიდერების უმრავლესობა ხურავს პოზიციებს უშუალო, პირდაპირი ჩარევით, ან ელოდება სტოპ ლოსის ამუშავებას, ხოლო ზოგიერთი, უფრო აზარტული ტრეიდერი ელოდება სასწაულს, რაც ხშირ შემთხვევაში არ ხდება. პროფესიონალები კი ხურავენ პოზიციას, ერთდროულად საპირისპირო მიმართულების პოზიციის გახსნით. ამის გამო, ზარალი რომელიც გამოიწვია პირველმა პოზიციამ შესაძლებელია კომპენსირებული იქნას, ნაწილობრივ, მთლიანად, ან მოგებით – მეორე პოზიციის მეშვეობით.

პოზიციის დამატება

რაც შეეხაბა პოზიციის დამატების მეთოდს – იგი გულისხმობს შემდეგს: ვთქვათ, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება და ფასი წავიდა პროგნოზირებადი მიმართულებით. გასულ პერიოდებზე ფასის ანალიზირების შედეგად, გრაფიკზე აღმოაჩინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დონე, რომლებიც ფასმა, თავის დროზე უკვე დატესტა. თითოეული მათგანის გარღვევის შემდეგ თქვენ ამატებთ პოზიციას/ორდერს, უკვე გახსნილ პოზიციებს, ან პირიქით. ამგვარად, თავად მოგება ფორმირდება ყველა პოზიციისგან მიღებული მოგებათა ჯამისგან, რომლებიც გახსნილია ფასის მოძრაობის თანხვედრილი მიმართულებით.

როგორც თავად დარწმუნდით, სავაჭრო მეთოდების გამოყენებით არა თუ მოგების გაზრდაა შესაძლებელი, არამედ ზარალის მინიმიზაცია, ან თვიდან აცილებაც კი. მაგრამ თითოეული მათგანი მხოლოდ მეთოდია. ხოლო ფორექსზე ვაჭრობისათვის საჭიროა სტრატეგია, რომელშიც ინტეგრირებულია ეს მეთოდები, ხოლო საუკეთესო ვარიანტია სავაჭრო სისტემის არსებობა, რომელშიც ერთდროულად ინტეგრირებული უნდა იქნას სტრატეგია, ტაქტიკა და მეთოდი. თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაციას მოიპოვებთ საიტის სხვა სტატიებში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა - ზოგადად

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა – ზოგადად

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა – წარმატების უმთავრესი წინაპირობაა. თუმცა, ფორექსზე ვაჭრობის უმარტივესი, სავაჭრო ტაქტიკაა – ყოველგვარი …