გარღვევის სტრატეგიების პრინციპი

გარღვევის სტრატეგიების პრინციპი

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობისას, ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და პოპულარული მეთოდების ტიპს განეკუთვნება – გარღვევის სტრატეგიები.

გარღვევის სტრატეგიები გამოირჩევიან სიმარტივით, რის გამოც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობენ, როგორც დამწყებ, ასევე პროფესიონალ ტრეიდერთა შორის.

გარღვევის სტრატეგიების პრინციპი მდგომარეობს შემდეგში:

ყიდვის გარიგება იდება მაშინ, როდესაც ფასი გაარღვევს ფასურ დიაპაზონს ზემოთ მიმართულებით, ხოლო მოკლე პოზიცია იხსნება, როდესაც ფასი გაარღვევს ფასური დიაპაზონის ქვედა საზღვარს. შესაბამისად ტრეიდერს საშუალება აქვს მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ ძლიერ ფასურ ინპულსში/მოძრაობაში.

გარღვევის მეთოდის ალგორითმი მდგომარეობს იმაში, რომ თუ ფასმა გაარღვია რაიმე ფასური დონე, მაშინ არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ იგი გააგრძელებს მოძრაობას გარღვევის მიმართულებით.
გარღვევის მეთოდს ეფუძნება ძალიან ბევრი ფორექს სტრატეგია. თითოეულ მათგანს საკმაოდ კარგი რეზულტატები გააჩნია. ამ შემთხვევაში მთავარია კარგად განისაზღვროს ფასური დიაპაზონი.

აღსანიშნავია, რომ გარღვევის მეთოდს ასევე განეკუთვნება დროის დიაპაზონის გარღვევის სტრატეგიები. პრინციპი იგივეა, თუმცა ამ შემთხვევაში ფასურ დიაპაზონად ჩაითვლება დროის მონაკვეთის გარღვევა. მაგალითად სავაჭრო სესიების დასაწყისი ან დასასრული.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე გულისხმობს სავალუტო წყვილს, რომელშიც არ არის აშშ დოლარი.