რისკი საფინანსო ბაზრებზე

რისკი საფინანსო ბაზრებზე

რისკი საფინანსო ბაზრებზე – ტრეიდინგის თანმდევი მოვლენაა. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც ნებისმიერი მოვლენა და მოქმედება შესაძლებელია ასოცირდეს რისკის წარმოქმნის ალბათობასთან.

ინგლისურენოვან ლიტერატურაში ხშირად გამოიყენება ტერმინი Tradeoff, რომელის ინტერპრეტირება შესაძლებელია შემდეგნაირად – სასურველი შედეგისა და მისი საპირისპირო უარყოფითი მოვლენის თანაფარდობა. ამის ყველაზე გავრცელებული მაგალითია – შეფარდება ფასსა და ხარისხს შორის. რაც უფრო მაღალია ხარისხი, მით უფრო დიდია ფასი და პირიქით.

რაც შეეხება ფორექსზე და სხვა საფინანსო ბაზრებზე ვაჭრობის რისკს – არსებობს Tradeoff მოსალოდნელ შემოსავალსა და ინვესტირებულ თანხებს შორის. რაც უფრო მეტია ზარალის რისკი, მით უფრო მეტია მოსალოდნელი მოგება. იგივე ცნება სამართლიანია ბიზნესის სხვა სფეროებისთვისაც.

თუ მიმოვიხედავთ გარშემო, დავინახავთ, რომ ბევრი მდიდარი, წარმატებული და შემდგარი ადამიანია, ამიტომ ცხოვრების მანძილზე არა ერთხელ გაგვჩენია ასეთი, ან თითქმის ასეთი კითხვა – “… ამ ხალხმა ხომ მიაღწია წარმატებას, და მაშინ მე რითი ვარ მათზე ნაკლები?” ხოლო ამ საიტის სტატიების წაკითხვისას კი გვიჩნდება მეორე კითხვაც – “…რატომ ვსაუბრობთ რისკზე ამდენს?”. მათემატიკაში არსებობს ასეთი სფერო – ალბათობის თეორია. მასთან განუყოფელ, უშუალო კავშირშია დიდი რიცხვების თეორიაც. ამ თეორიის მარტივად ახსნა შესაძლებელია შემდეგნაირად. არსებობს ერთგვარი ალბათობა იმისა, რომ გავხდეთ წარმატებული და მდიდარი ადამიანი – ეს ალბათობა დაბალია. მაგრამ, თუ პლანეტის მოსახლეობის რაოდენობისგან (რომლის რაოდენობა შესაძლებელია დიდ რიცხვებად მივიჩნიოთ) გავაკეთებთ შერჩევას, მაშინ აღმოჩნდება, რომ მდიდარი და წარმატებული ადამიანების რაოდენობა არის, ასეთად ქცევის ალბათობის პროპორციული.

გარშემო ვხედავთ წარმატებულ მდიდარ ადამიანებს, მაგრამ ყველა მათგანი “მათემატიკური შედეგია”. ჩვენ გვგონია, რომ ისინი ბევრნი არიან, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ბევრნი იმიტომ არიან, რომ ჩვენ ვფიქსირდებით მათზე და ვერ ვამჩნევთ ბევრ მარტივ ჭეშმარიტებას. წარმატებულ და მდიდარ ადამიანად ქცევა გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ “მათემატიკური შერჩევის რეზულტატს”, მაგრამ ჩვენ არ/ვერ ვხედავთ/ვამჩნევთ იმ უამრავ ადამიანებს, რომლებიც რისკის გამო გაღარიბდნენ, ან სიღარიბის ზღვარს ქვემოთაც კი აღმოჩნდნენ. ხოლო თუ 90-ან წლებს გავიხსენებთ, რომელიც არც თუ ისე შორეული წარსულია, ბევრმა ადამიანმა, რისკების გამო, სიცოცხლეც კი დაკარგა.

უორენ ბაფეტი, ბილ გეიტსი, ჯორჯ სოროსი და ა.შ. – ეს ის ადამიანებია, რომლებმაც უბრალოდ “მათემატიკური შერჩევის პროცესი” გაიარეს. რომ არ ყოფილიყვნენ ისინი, მათ ადგილებზე სხვები აღმოჩნდებოდნენ.

დედამიწაზე 7 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ალბათობისა და დიდი რიცხვების თეორიის მიხედვით, პლანეტის მოსახლეობის შორის არსებობს ერთი ადამიანი, რომელიც გამოიცნობს მონეტის აგდების შედეგს 32 მცდელობიდან, ოცდათირმეტჯერვე. ერთი შეხედვით ვიღაც იფიქრებს, რომ ეს ადამიანი ნათელმხილველია, რჩეულია და მომავალს ჭვრეტს. სინამდვილეში იგი მხოლოდ და მხოლოდ მათემატიკური, “შემთხვევითი სიდიდეა”, ჩვენს ერთი შეხედვით ქაოტურ სამყაროში.

ამიტომ, თუ გადაწყვეტთ, წარმატებულ და მდიდარ ადამიანად გახდომის მატემატიკური შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღოთ, როგორც “შემთხვევითმა სიდიდემ”, მაშინ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი შანსები მიზერულია. მაგრამ იგი მაინც არსებობს, ამიტომ იგი სულ ახალ და ახალ, წარმატებების მაძიებლებს იზიდავს. თუ აირჩიეთ ფორექსის ბაზარი, რათა გახდეთ მდიდარი და წარმატებული ადამიანი, მაშასადამე აგირჩევიათ ერთ-ერთი ყველაზე სარისკო, მაგრამ ამავდროულად მომგებიანი გზა.

ჩვენ არ ვიცით ვინ წყვეტს ჩვენი არჩევანის საბოლოო შედეგს – ჩვენ თვითონ, ბედი, განგება თუ შემთხვევითობა. ყველაზე დიდი რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ – ეს არის ვცადოთ/შევეცადოთ. იქნებ სწორედ რომელიმე ჩვენთაგანი არის ის ადამიანი, რომელიც სულ მალე ფინასური ახალი ამბების ტოპ ნიუსებში იქნება. თუ ეს არ მოხდა, მაშინ იმას მაინც უნდა ვეცადოთ, რომ ფორექსზე ვაჭრობით ღირსეული და სტაბილური შემოსავალი მივიღოთ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა - ზოგადად

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა – ზოგადად

დახვეწილი სავაჭრო ტაქტიკა – წარმატების უმთავრესი წინაპირობაა. თუმცა, ფორექსზე ვაჭრობის უმარტივესი, სავაჭრო ტაქტიკაა – ყოველგვარი …