კაპიტალის მართვის პოსტულატები

კაპიტალის მართვის პოსტულატები

კაპიტალის მართვა, კერძოდ – ზარალის/დანაკარგების/ხარჯების მაქსიმალურად შემცირება არის წარმატებული ფინანსური რეზულტატის მიღწევის უმნიშვნელოვანესი საშუალება.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუციას, იქნება ეს კერძო სუბიექტი თუ ორგანიზაცია, აქვს კაპიტალის მართვის საკუთარი წესი. ფინანსურ ბაზრებზე დიდი რაოდენობის კაპიტალი უფრო მეტად დაცულია დანაკარგებისაგან, ვიდრე მცირე რაოდენობის კაპიტალი. ამიტომ ინტერნეტ ტრეიდერებისათვის აუცილებელია საკუთარი კაპიტალის მართვის პოსტულატების ცოდნა და მათი განუხრელად დაცვა.

კაპიტალის მართვის პოსტულატები
  • ფორექსზე ვაჭრობისას, პოზიციის გახსნის დროს არ გამოიყენოთ თავისუფალი კაპიტალის 10-15%-ზე მეტი რაოდენობის თანხა, ვინაიდან ამ შემთხვევაში მაღალია რისკი იმისა, რომ მანამდე მიიღოთ Margin Call, სანამ ფასი შემობრუნდება თქვენთვის სასურველი მომართულებისკენ;
  • პოზიციის გახსნისას აუცილებლად დააყენეთ Stop Loss და Take Profit დონეები. ასეთი მიდგომა პირველ რიგში ტრეიდერის სავაჭრო სისტემატიზირებულობის და დისციპლინირებულობის მაჩვენებელია, რაც თავის მხრივ ფინანსურ ბაზრებზე საქმიანობის წარმატების გასაღებია. Stop Loss დონე, შეძლებისდაგვარად არ უნდა აღემატებოდეს ტრეიდერის ხელთ არსებული კაპიტალის 5-10%-ს;
  • არ არის რეკომენდებული პოზიციების გახსნა ერთდროულად ხუთზე მეტ, სხვადასხვა სავალუტო წყვილზე. ეს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტია – ცნობილია, რომ ადამიანის ყურადღებას ერთდროული კონცენტრირება შეუძლია არაუმეტეს 4-6 ობიექტზე;
  • მოახდინეთ რისკების დივერსიფიცირება, რისთვისაც არ გახსნათ ერთდროული პოზიციები იმ ვალუტებზე, რომელთაც გააჩნიათ კორელაციის მაღალი ხარისხი. ასეთმა მიდგომამ შესაძლებელია დამღუპველი გავლენა იქონიოს დეპოზიტზე;
  • სათანადო მომზადების პირობებში სასურველია ტრეიდერმა ივაჭროს ერთდროულად სხვადასხვა ფინანსურ ბაზარზე, ანუ ოპერაციები განახორციელოს არა მარტო ვალუტაზე, არამედ აქციებზე, ფიუჩერსებზე, ოფციონებზე და ძვირფას მეტალებზე. ასეთი მიდგომა, ტრეიდერის რესურსების რისკების უფრო მეტ დივერსიფიცირებას მოახდენს, ვინაიდან ცნობილი გამოთქმისა თანახმად – “… ყველა კვერცხის ერთ კალათაში მოთავსება საზიანოა… “;
  • ზოგიერთი ქვეყნების ვალუტები ძალიან არიან დამოკიდებულნი ნედლეულის ექსპორტზე, ანუ სანედლეულო ვალუტებს წარმოადგენენ, ამიტომ ამისთანა ვალუტებზე ვაჭრობისას, ეს ფაქტორი, ტრეიდერული მიზნებისათვის აუცილებლად უნდა იქნას გათვალისინებული და გამოყენებული. არ არის რეკომენდებული ერთნაირი პოზიციების გახსნა კორელირებულ სავაჭრო ინსტრუმენტებზე;

ზემოთ ჩამოთვლილია კაპიტალის მართვის ძირითადი პოსტულატები. ტრეიდერს ისინი შეუძლია გამოიყენოს თითოეულ ცალ-ცალკე, ან ერთობლიობაში. არჩევანი დამოკიდებულია ტრეიდერის ვაჭრობის სტილზე, ხასიათის თვისებებზე და ტემპერამენტზეც კი.

ვაჭრობაში გამოყენებული ერთი, ან რამდენიმე პოსტულატის არჩევის მიუხედავად, მთავარი მაინც ერთია – თითოეული მათგანის განსაკუთრებული მნიშვნელობა ფორექსის ბაზარზე საქმიანობისას.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა

ტრენდის თანხვედრილი მიმართულებით ვაჭრობა – ფორექსზე ვაჭრობის ყველაზე მარტივი ტაქტიკაა.