ქოლ ოფციონის ყიდვა (Long Call) აძლევს მყიდველს უფლებას მომავალში იყიდოს აქტივი წინასწარ შეთანხმებულ ფასად.
ასეთი ოფციონის ყიდვა ხდება მაშინ, როდესაც ტრეიდერი დარწმუნებულია საბაზო აქტივის ფასის შემდგომ ზრდაში. ანუ ექსპირაციის მომენტში რაც უფრო მაღალი იქნება ამ აქტივის ფასი, მით უფრო მაღალ მოგებას მიიღებს ტრეიდერი.
ქოლ ოფციონის ყიდვა (Long Call) – გრაფიკული მაგალითი:
გრაფიკზე წარმოდგენილია “X” სააქციო საზოგადოების აქციებზე ფიუჩერსული კონტრაქტის კოლ ოფციონის ყიდვა – პრემიით 19 897 პე (პირობითი ერთეული). ოფციონის სტრაიკ ფასია 22 500 პე. არჩეული სტრატეგია იქნება მომგებიანი თუ აქტივის ფასი გადააჭარბებს სტრაიკ ფასს პრემიის ოდენობით. ამგვარად, უზარალობის წერტილი იქნება ფასი: 22 500 + 19 897 = 42 397 პე.
ხოლო შემდგომი მოგება არაფრით არ არის შეზღუდული. რაც უფრო მეტად გაძვირდება კომპანიის აქციები, მით უფრო მეტ მოგებას მიიღებს ტრეიდერი. ხოლო ზარალი უკვე დაფიქსირებულია და შეადგენს 19 897 პე-ს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით
GeoForex.info ფორექსი, კრიპტო ვალუტა, ოფციონები, ფორექსის სწავლა, ფორექსი საქართველოში, meta trader 4, რა არის ფორექსი, პროგნოზი, ვალუტის კურსი, ანალიზი, სავალუტო ბირჟა, ვალუტის გაცვლა, ვალუტის ყიდვა, ვალუტის გაყიდვა, დოლარი, ევრო, ფუნტი, ლარი, რუბლი, ბიზნესი, ეკონომიკა, ფინანსი, ბანკი, პოლიტიკა, ინდიკატორი, ბროკერი, საინვესტიციო ფონდები

Facebook ჯგუფი
Youtube არხი


































