ოფციონები - შესავალი

ოფციონები – შესავალი

მსოფლიო საფინანსო ბაზრების შესახებ სრულყოფილი წარმოდგენის მიღებისათვის რეკომენდაციას გაძლევთ დაუთმოთ გარკვეული დრო ოფციონების შესწავლასაც.

სტატიებში განხილული იქნება ოფციონების საკვანძო საკითხები, მათი ტიპები და სტილები, აგრეთვე ოფციონების ბაზრის მონაწილეები. განვიხილავთ ოფციონების სამ მდგომარეობას, მათ დროებით და შიდა ღირებულებას, ოფციონების პრემიის (ფასის) შემადგენლობას. საუბარი გვექნება ბლეკ-შოულზის მოდელის შესახებ, რომელიც გამოიყენება ოფციონის სამართლიანი ფასის განსაზღვრისათვის, შევეხებით ე.წ. “ბერძნებს” – მოდელის გამოთვლის შუალედური რგოლი. გავეცნობით ისეთ ცნებებს, როგორიცაა ვოლატილობა, “ვოლატილობის სიცილი” და “ვოლატილობის ღიმილი”.

სავალუტო ბაზრისგან განსხვავებით, ძალიან ცოტა ინტერნეტ ტრეიდერი ვაჭრობს ოფციობით.

ოფციონებით ვაჭრობისათვის საჭიროა საფინანსო ბაზრების უფრო ღრმა ცოდნა.

ოციონური ბაზრების ანალიზის პროცესი გაცილებით რთულია, ვიდრე საფინდო ბაზრის ან ფორექსის ანალიზი. ამიტომ ოფციონებით ძირითადად ვაჭრობენ მსხვილი კორპორაციები – რისკების ჰეჯირების მიზნით. მიუხეავად ამისა, რეკომენდაციას გაძლევთ მაინც წაიკითხოთ სტატიებში წარმოდგენილი ინფორმაცია, ისევ და ისევ პროფესიონალური გამოცდილების მიღებისათვის.

სტატიებში, რომლებიც ეძღნება ოფციონებს თქვენ გაიგებთ ბევრ პრაქტიკულ საკითხს, რომლებიც დაგვანახებენ, თუ როგორ მიმდინარეობს რეალური ვაჭრობა ოფციონებით. აგრეთვე შევეხებით ოფციონების ანალიზატორს. დეტალურად განვიხილავთ ოფციონებს და მათთან მუშაობის მაგალითებს.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.