ოფციონური სტრატეგიები

ოფციონური სტრატეგიები

ოფციონური სტრატეგიები ძალიან ვრცელი თემაა, მათ შორის ძირითადი სტრატეგიები წარმოდგენილია ამ რუბრიკაში.

ოფციონური სტრატეგია არის საინვესტიციო პორტფელის ფორმირება სხვადასხვა ოფციონის და ფასიანი ქაღალდების კომბინაციის გზით, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ დასახულ მიზანს.

ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ოფციონური სტრატეგიები იყოფა სამ კატეგორიად:
  • ნეიტრალიტეტის სტრატეგიები;
  • ხარების სტრატეგიები;
  • დათვების სტრატეგიები;

ნეიტრალური სტრატეგიები გამოიყენება მაშინ როდესაც, აქტივის ფასი არ იცვლება/ადგილზე დგას. ხარების სტრატეგიები გამოიყენება ფასის აღმასვლის მოლოდინში, ხოლო დათვების სტრატეგიები გამოიყენება ფასის დაღმასვლის მოლოდინში.

სტატიებში წარმოდგენილი იქნება ზოგად სიტუაციური გრაფიკები, რათა წარმოდგენა შეგექმნათ ნაყიდი ან გაყიდული ინსტრუმენტების პორტფელების შესახებ. ასევე ისეთი გრაფიკები, როგორებიცაა: ოფციონის პრემია (ოფციონის ღირებულება), ოფციონის ტიპი (ქოლ, ან ფუთ) და სტრაიკი (ოფციონის შესრულების ფასი).

სტრატეგიების აღწერისას გამოვიყენებთ ისეთ ცნებას, როგორიცაა – “უზარალობის წერტილი”. იგულისხმება საბაზო აქტივის სპოტური ფასის და ოფციონების სტრაიკების დონეები, რომლის მიღწევის შემდეგ ესა თუ ის სტრატეგია დაიწყებს მოგების მოტანას. ზარალის ზონას ვუწოდებთ იმ ფასურ დონეებს, რომელთა არეალში ჩვენი პოზიციები იქნება ზარალიანი.

გრაფიკების უფრო კარგად აღსაქმელად დავიწყებთ მარტივით და დინამიურად გავართულებთ სიტუაციებს. გრაფიკები არ წარმოადგენენ მაგალითებს ჩემი პირადი ტრეიდინგიდან. სტატიებში, საბაზო აქტივის როლში გამოვიყენებთ რომელიმე “X” სააქციო საზოგადოების ფიუჩერსულ კონტრაქტებს, ხოლო ფულის ერთეულად – “პირობით ერთეულს” (“პე”). მთავარია გავიგოთ თავად მუშაობის პრინციპი, ხოლო კომპანიის დასახელებას, ფულად ერთეულს, იქნება ეს აშშ დოლარი, ევრო თუ რუბლი, და გრაფიკის ნიმუშის კუთვნილებას – ჩემი აზრით არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …