სინთეტიკური გრძელი ფუთი

სინთეტიკური გრძელი ფუთი

სინთეტიკური გრძელი ფუთი სტრატეგია გამოიყენება ფუთ ოფციონის ყიდვის ნაცვლად. იგი მდგომარეობს ერთი ქოლ ოფციონის ყიდვასა და საბაზო აქტივის გაყიდვაში.

სტრატეგია მოსახერხებელია მაშინ, როდესაც საჭირო სტრაიკის მქონე ოფციონზე არ არის ლიკვიდურობა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ოფციონები არ ივაჭრება ბაზარზე.

სინთეტიკური გრძელი ფუთი – გრაფიკული მაგალითი

სინთეტიკური გრძელი ფუთი

ვიყიდეთ ქოლ ოფციონი სტრაიკით 42 500 პე, ერთდროულად გავყიდეთ ფიუჩერსი, რომელიც წარმოადგენს ნაყიდი ქოლ ოფციონის საბაზო აქტივს. ფიუჩერსი გაყიდულია, ნაყიდი ოფციონის სტრაიკ ფასად. ამ გზით ჩვენ შევქმენით სინთეთიკური ფუთ ოფციონი სტრაიკით 42 500 პე.

საბაზო აქტივზე ფასის ზრდის შემთხვევაში (ჩვენ მიერ გაყიდული ფიუჩერსი), გვაქვს წაგება, რომელიც ქოლ პრემიის ტოლია. ფიუჩერსზე ფასის კლების შემთხვევაში, 38 370 პე-ს ფასურ დონეზე (რომელიც ქოლის სტრაიკის 42 500 პე და მისი პრემიის 4 130 პე სხვაობის ტოლია), იწყება შემოუსაზღვრელი მოგების მიღების ზონა. რაც, ფუთ ოფციონის ყიდვის სტრატეგიის რეალიზაციის ანალოგიურია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …