სტრენგლი ყიდვა (Long Strangle)

სტრენგლი ყიდვა (Long Strangle)

სტრენგლი ყიდვა (Long Strangle) სტრატეგია გამოსაყენებელია, როდესაც ფასი საბაზო აქტივზე იკლებს ან იმატებს. მისი რეალიზაციისათვის უნდა ვიყიდოთ ფუთ და ქოლ ოფციონები. ამასთან ერთად, ქოლ ოფციონის სტრაიკი უნდა იყოს უფრო მეტი ვიდრე ფუთ ოფციონის სტრაიკი, აგრეთვე ექსპირაციების თარიღიც უნდა ჰქონდეთ ერთნაირი.

ეს სტრატეგია, სტრაიკ ფასების განსხვავებულობის გამო, ამცირებს გახსნილი პოზიციების ღირებულებას. მაგრამ მოგების მიღების ალბათობა შემცირებულია, რადგან ზარალის ზონა უფრო ფართეა.

სტრენგლი ყიდვა (Long Strangle) – გრაფიკული მაგალითი

სტრენგლი ყიდვა (Long Strangle)

დავუშვათ, ვიყიდეთ ქოლ და ფუთ ოფციონები. ფუთ ოფციონის სტრაიკია 40 000 პე, ხოლო ქოლ ოფციონის სტრაიკი – 45 000 პე. ორივე ოფციონის პრემიისთვის დაიხარჯა 2 932 + 2 826 = 5 758 პე. სტრატეგია მოგებას მოგვიტანს მაშინ როდესაც საბაზო აქტივის სპოტური ფასი იქნება:

  • საბაზო აქტივზე ფასის ვარდნის შემთხვევაში, შემდეგი დონის ქვემოთ: ფუთ ოფციონის სტრაიკი – პრემია = 40 000 – 5 758 = 34 242 პე;
  • საბაზო აქტივზე ფასის ზრდის შემთხვევაში, შემდეგი დონის ზემოთ: ქოლ ოფციონის სტრაიკი + პრემია = 45 000 + 5 758 = 50 758 პე;

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ოფციონი არ შესრულდება ზარალი შემოიფარგლება მხოლოდ პრემიის ოდენობით – 5 758 პე.

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი

სინთეტიკური მოკლე ფუთი სტრატეგია გამოიყენება ბაზრის კლების გარეშე ზრდის პირობებში. მისი რეალიზაციისთვის უნდა გავყიდოთ ქოლ …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.