ცრუ გარღვევები

ცრუ გარღვევები

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორექსის სტრატეგია არის ვაჭრობა გარღვევაზე. ასეთი სტრატეგიების მრავალი ნაირსახეობა არსებობს.

ერთი შეხედვით არაფერია რთული იმაში, რომ დაველოდოთ, როდესაც ფასი გაარღვევს რაიმე მნიშვნელოვან დონეს და გააგრძელებს სვლას გარღვევის მიმართულებით. ტრეიდერს არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ გახსნას ორდერი წარმოქმნილი ტენდენციის მიმართულებით.

ყველაფერი მართლაც კარგად იქნებოდა, რომ არა ცრუ გარღვევები, რომლებიც ნახევარზე მეტ შემთხვევებში ხდება და როგორც წესი, ზარალის წარმოქმნის ძირითად მიზეზს წარმოადგენენ.

ცრუ გარღვევა არის – ფასის მიერ გარკვეული დონის (ბარიერის, საზღვრის) გადალახვა და შემდგომ კვლავ დაბრუნება, გადალახვამდე არსებულ კურსზე.

იმისათვის, რომ ვებრძოლოთ ცრუ გარღვევებს, უნდა ვიცოდეთ მოვლენების განვითარების სცენარი.

ტრეიდერი განსაზღვრავს გარკვეულ დონეს, რომლის გადალახვის შემდეგ ფასი, მაღალი ალბათობით განაგრძობს სვლას გარღვევის მიმართულებით. ეს შეიძლება იყოს მხარდაჭერის, წინააღმდეგობის, ან სხვა მნიშვნელოვანი დონე. ამის შემდეგ დგება გადადებული ორდერი, ან ორდერის გახსნა წარმოებს რეალურ დროში, მიმდინარე ფასით.

გარღვევის შემდეგ ფასი გარკვეული დროის მონაკვეთში აგრძელებს იმავე მიმართულებით მოძრაობას, ხოლო შემდეგ ხდება შემობრუნება და მოძრაობა გრძელდება გარღვევის საპირისპირო მიმართულებით. რასაც მივყავართ – უკეთეს შემთხვევაში სტოპ ლოსის ამუშავებამდე, ხოლო უარეს შემთხვევაში სტოპ აუტის დადგომამდე.

ცრუ გარღვევები – ბრძოლის მეთოდები:
  • გარღვევის ზუსტი იდენტიფიკაცია – თან ახლავს სავაჭრო მოცულობების ზრდა, აქვს მიზეზები (მოვლენები, რომლებმაც გამოიწვია გარღვევა), გამყარებულია ტექნიკური ინდიკატორების სიგნალებით;
  • მოძრაობის სიგრძე – თუ გარღვევა მოხდა არსებული ძირითადი ტრენდის საპირისპიროდ, მაშინ სამუშაო ტაიმფრეიმზე მისი სიგრძე უნდა აღემატებოდეს კორექციის მაქსიმალურ სიდიდეს;
  • მინიმუმების ან მაქსიმუმების გადალახვა – ფასმა გადალახა ფასური დონე უფრო დიდ ტაიმფრეიმზე. მაგალითად, დღეღამის განმავლობაში EUR/USD მაქსიმალური ფასი იყო 1.3540, მოხდა მისი გარღვევა და ფასმა წარმოქმნა ახალი მაქსიმუმი 1.3580, ეს მოვლენა, თავის მხრივ უფრო მეტად გვარწმუნებს იმის ალბათობაში, რომ მოხდა ჭეშმარიტი გარღვევა;
  • სტოპ ლოსის დაყენება – აღნიშნული ბრძანება ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ იგი არ ამუშავდეს კორექციის მიზეზით, ამიტომ სასურველია, რომ იგი დადგეს ფასური დონის გარეთ. აგრეთვე მნიშვნელოვანია სტოპ ლოსი არ დაგვავიწყდეს გადადებული ორდერების დაყენების დროსაც;
  • დროის მონაკვეთები – რაც უფრო დიდია გარღვევის ხანგრძლივობა, მით უფრო მაღალია მისი შემდგომი არსებობის ალბათობა;
გარდა ამისა გასათვალისწინებელია, რომ თუ გარღვევა მოხდა ტენდენციის თანხვედრილად, რომელიც ძირითადია უფრო დიდი ტაიმფრეიმებისთვის, მაშინ მოძრაობის გაგრძელების ალბათობა იზრდება. მაგალითად, თუ D1-ზე აღმავალი ტრენდია, ხოლო H1-ზე დაღმავალი, მაშინ ჭეშმარიტი გარღვევა ხდება ფასის ზრდის მიმართულებით.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

საყრდენი წერტილები

საყრდენი წერტილები ფორექსზე

ყველა ტრეიდერი იყენებს ვაჭრობის საკუთარ, ან არჩეულ მეთოდს და სტრატეგიას, მაგრამ პრაქტიკულად ყოველი მათგანი ითვალისწინებს …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.