ფორექსზე ვაჭრობა - მითები და რეალობა

ფორექსზე ვაჭრობა – მითები და რეალობა

თუ თქვენ გადაწყვიტეთ ფორექსზე ვაჭრობა, მაშინ ცალსახად უნდა გაიაზროთ ის, თუ რას წარმოადგენს ბირჟაზე ვაჭრობა და რა დრო და ძალისხმევაა საჭირო ამ საქმისანობისთვის.

ფორექსზე ვაჭრობა შესაძლებელია იყოს, როგორც თქვენი ჰობი, ასევე შემოსავლის ძირითადი წყარო. ნებისმიერ შემთხვევაში, იმისათვის რომ რაიმე ფული მაინც იშოვოთ ფორექსზე საჭიროა ბევრი სწავლა და უფრო მეტი ვაჭრობა.

არ დაუჯეროთ რეკლამას, რომელიც გპირდებათ სწრაფ და იოლ შემოსავალს, სინამდვილეში ისე არაა როგორც ამას რეკლამებში ამბობენ.

ფორექსზე ვაჭრობისათვის საჭიროა მცირე დრო:

ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ახორციელებთ ინვესტირებას მინდობილობით ვაჭრობის სისტემაში. რეალურად კი საჭიროა მუდმივად ადვნოთ თვალყური სიახლეებს, შეისწავლოთ ანალიტიკა და შექმნათ საკუთარი პროგნოზები. და ეს ყველაფერი სწავლისგან მოუწყვეტლად, ანუ ზემოთაღნიშნულ დროს ემატება მუდმივი თვითგანათლებისა და სწავლის პროცესის დროც. თუ თქვენ დამწყები ტრეიდერი ხართ, მაშინ პირველი თვეების განმავლობაში, მონიტორის ეკრანთან დღე-ღამის განმავლობაში 10-12 საათი მოგიწევთ ჯდომა.

დაწყება შესაძლებელია პრაქტიკულად ნულიდან:

ასეთი აზრი ეწინააღმდეგება ცნობილ გამოთქმას, გინდა აქსიომას – “ფული აკეთებს ფულს”, ფორექსზე ვაჭრობა სწორედ ეს შემთხვევაა.

რა თქმა უნდა არსებობენ უნიკუმები, რომლებიც 100 აშშ დოლარიდან რამდენიმე კვირაში ათასობით დოლარს იგებენ. მაგრამ ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი არიან, ისევე, როგორც ცოტაა გენიალური პოეტები და კომპოზიტორები. თუმცა ნელ-ნელა, პროფესიონალად ქცევა ნამდვილად შესაძლებელია. პროფესიონალის წინაშე კი გზები ხსნილია, თუნდაც ინვესტორის პოვნის თვალსაზრისით.

ფორექსზე ვაჭრობა ფიზიკური თვალსაზრისით ადვილია:

კომპიუტერთან ჯდომა უმრავლესობისათვის დასვენებასთან ასოცირდება, თუმცა ასეთი დასვენებისგან თვალების და სახსერების პრობლემები გარანტირებული გექნებათ, აგრეთვე ნერვულ სისტემასაც ზიანს მიაყენებთ.

ბირჟას შეუძლია სტაბილური შემოსავალი მოგცეთ:

ასეთი რამ შესაძლებელია ითქვას საბანკო დეპოზიტის შესახებ, თუმცა ესეც სათუაო. ფორექსზე სტაბილური შემოსავლის შესახებ საუბარი ზედმეტია, თუ პროფესიონალური ცოდნა არ გაგაჩნიათ. ბაზარზე ყველაფერია მოსალოდნელი, ტრენდის შემობრუნება, გეპი და ა.შ რეზულტატად კი შესაძლებელია დეპოზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი, ან მთლიანი დეპოზიტი დაკარგოთ. მისი აღდგენისთვის კი არა ერთი დღის მუშაობა დაგჭირდებათ. მხოლოდ პროფესიონალური ცოდნა გიხსნით აღნიშნული პრობლემებისგან.

რა თქმა უნდა არსებობს სასიამოვნო მომენტებიც, მაგალითად 1-2 საათში იშოვოთ კარგი მანქანის საყიდელი ფული. ან შესაბამისი ცოდნისა და უნარჩვევების შემთხვევაში ფორექსი გახადოთ თქვენი რეალური და საკმაოდ მაღალი და ღირსეული შემოსავლის წყაროდ.

ფორექსზე ვაჭრობისას თქვენ არ გყავთ უფროსი, არავინ გეუფროსებათ, არავინ გიბურღავთ ტვინს. თქვენ თვითონ გეგმავთ საკუთარ ცხოვრებას.

ფორექსზე ვაჭრობისას გეძლევათ შანსი რეალურად განახორციელოთ და აიხდინოთ თქვენი ოცნებები. მაგრამ ეს ყველაფერი ბევრი სწავლისა და დიდი შრომის ფასად.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ინტელექტუალური ტრეიდინგი ფორექსზე

ინტელექტუალური ტრეიდინგი ფორექსზე

ყველა ტრეიდერი, რომელიც წლების მანძილზე ვაჭრობს ფორექსზე, თანამიმდევრულად ქმნის ტრეიდინგის საკუთარ სისტემას, მაგრამ მათ შორის …