საბანკო ინტერესი

საბანკო ინტერესი

მარჯინალური ვაჭრობისას გამოიყენება ნასესხები კაპიტალი – ამის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიაში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ტრეიდერი სესხულობს თანხას თავისი ბროკერისგან, რათა განახორციელოს ოპერაციები ფორექსის ბაზარზე. ფაქტობრივად – ეს არის საკრედიტო ვალდებულებები. იმისათვის, რომ უფრო კარგად გავერკვეთ ამ თემაში, განვიხილოთ ფულის ბრუნვის საფუძვლები სახელმწიფოს მასშტაბით.

მაგალითისთვის ავიღოთ, რაღაც ვირტუალური № სახელმწიფო შრომისმოყვარე მოსახლეობით და კარგი მრეწველობით, მაგრამ რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ფულის ერთეული. იმისათვის რომ ბრუნვაში შემოვიდეს ნაციონალური ვალუტა, ცენტრალური ბანკი აძლევს მითითებას ფასიანი ქაღალდების მბეჭდავ სტრუქტურას, რათა მან დაბეჭდოს შესაბამისი სტანდარტის და ღირებულებების კუპიურები.

როცა ბანკნოტები დაბეჭდილია, საჭიროა მათი გავრცელება მოსახლეობისა და ორგანიზაციებისათვის – მთელი სახელმწიფოს მასშტაბით. ამის განხორციელება ხდება კომერციული ბანკების მეშვეობით, რომლებიც ცენტრელური ბანკისგან ამ ფულს სესხულობენ გარკვეული პროცენტით. უფრო გამართულად რომ ვთქვათ, კომერციული ბანკები ცენტრალური ბანკისგან იღებენ კრედიტს გარკვეული პროცენტით. ეს არის ფულად საკრედიტო ურთიერთობების მნიშვნელოვანი მომენტი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. სწორედ ცენტრალური ბანკი აწესებს ამ საპროცენტო განაკვეთს. საპროცენტო განაკვეთს აგრეთვე – რეფინანსირების განაკვეთს, key bank rate, base rate, interest rate და სხვა ტერმინებსაც უწოდებენ.

ითვლება, რომ პროცენტებს შორის სხვაობის კომპენსირებას ბანკები ახდენენ ახალი მომსახურეობებისა და პროდუქტების ხარჯზე, თუმცა წარმოიშობა პარადოქსი – როგორ შეიძლება იმაზე მეტი რაოდენობის ფულის გაცემა ვიდრე სინამდვილეში არსებობს სახელმწოფოში? ვინაიდან არსებობს ცენტრალური ბანკის მიერ გაცემული ძირითადი თანხა პლიუს პროცენტი, რომელიც კრედიტის გაცემის შედეგად წარმოიქმნა, მაგრამ ამ თემას განვიხილავთ სხვა სტატიაში. ასე, რომ დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ვირტუალურ სახელმწიფოს.

მოკლედ ჩვენს ვირტუალურ სახელმწიფოს უკვე აქვს ფულადი სახსრები. კომერციულმა ბანკებმა დაიწყეს კერძო პირებისა და ორგანიზაციების დაკრედიტება, უფრო მეტი პროცენტით, ვიდრე ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული რეფინანსირების პროცენტია. რა თქმა უნდა ბაკები ამას აკეთებენ იმისთვის, რომ მიიღონ მოგება საპროცენტო განაკვეთების სხვაობის ხარჯზე.

სხვადასხვა ფირმები ორგანიზებას უწევენ ბიზნესს, ბაზარზე აწარმოებენ პროდუქციას და წარმოშობენ მომსახურებას, ხმარობენ შრომით რესურსებს, იხდიან გადასახადებს, გამოიყენებენ საკრედიტო რესურსებს, ამავდროულად მიღებული მოგების ხარჯზე კომერციულ ბანკებთნ ახორციელებენ ანგარიშსწორებას, ხოლო თავად ბანკები თავის მხრივ უბრუნებენ თანხებს ცენტრალურ ბანკს. ასე, რომ სახელმწიფო მარაგდება ფულით, რის შედეგადაც წრე იკვრება. მიახლოვებით ესეთი სქემით, მაგრამ ძალიან გამარტივებულად, ავღწერე ის თუ როგორ ვრცელდება – ბრუნავს სახელმწიფოში ფული და ჩვენ ამის გააზრება გვჭირდება იმისათვის, რომ გავიგოთ ფორექსზე ვაჭრობის პრინციპები.

საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ყალიბდება ნაციონალური ბანკების მიერ არის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ინფლაციურ პროცესებს სახელმწიფოში. ხოლო ინფლაცია, თავის მხრივ არის მიმოქცევაში მყოფი ფულადი ნიშნების რაოდენობის ზრდა, ანუ ინფლაციის დროს მიმოქცევაში ფული უფრო მეტია და ამ ფულით შესაძლებელია უფრო მეტი პროდუქციისა და მომსახურების შეძენა, ამ სიტუაციაში კი ბაზარი რეაგირებს ფასების ზრდით, რის შედეგადაც ფული კარგავს თავის ღირებულებას. თუ პროდუქცია და მომსახურება იქმნება საკმაო რაოდენობით, იმისათვის რომ დაფაროს ფულადი მასა, მაშინ ფულის გაუფასურების პროცესი ნელდება, ან იწყება რეცესია. მაგრამ ხშირად ფულადი მასა უფრო მეტია, ვიდრე პროდუქციის და მომსახურების ღირებულება და იმისათვის, რომ ინფლაცია შემცირდეს საჭიროა სახელმწიფოში ფულადი მასის შემცირება. ეს შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდით. ერთ-ერთი ამგვარი მეთოდია საპროცენტო განაკვეთის ზრდა.

თუ ცენტრალური ბანკი ზრდის საპროცენტო განაკვეთს, მაშინ კომერციული ბანკებიც ზრდიან საპროცენტო განაკვეთებს. ამ შემთხვევაში ორგანიზაციები იღებენ უფრო ნაკლებ კრედიტებს, მცირდება წარმოება, მცირდება ან წყდება (უმუშევრობის ზრდის გამო) ხელფასების გაცემა – შესაბამისად მცირდება მიმოქცევაში არსებული ფულადი მასა. მაგრამ ამ ვითარების თანმდევი პროცესი არის ის, რომ მცირდება წარმოება, იზრდება უმუშევრობა და მცირდება ცხოვრების დონე. მოყვანილი მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორა არის ერთმანეთთან კავშირში სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები. ზოგჯერ იმისათვის, რომ მიაღწიო რაღაც ერთს, საჭიროა გაწირო მეორე და პირიქით.

განვიხილოთ, თუ როგორ შეუძლია სავალუტო ბაზარზე მოვაჭრე ინტერნეტ ტრეიდერს გამოიყენოს სათავისოდ საპროცენტო განაკვეთი. ვთქვათ, ჩვენ გვსურს ვიყიდოთ აშშ დოლარი იენის ფასად (კოტირება USD/JPY). ბროკერთან გავხსენით 1000 აშშ დოლარის ანგარიში და გვინდა აღნიშნული ოპერაციის ჩატარება, თუმცა ფორმალურად ჩვენ იენა არ გვექნება. ჩვენ, იენას ვიღებთ ვალად ბროკერისგან და ვყიდულობთ აშშ დოლარს, უფრო სწორად ბროკერი ყიდულობს აშშ დოლარს იენის ფასად ჩვენი სახელით და ის რჩება მასთან. ჩვენ არ შეგვიძლია მათი განკარგვა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მათი გაყიდვა იაპონურ ვალუტაზე, ან დავხუროთ პოზიცია დანაკარგებით ან მოგებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ჩვენ ბროკერს ვაძლევთ სესხად ნაყიდ დოლარს, ხოლო ამისათვის მისგან ვიღებთ სესხად იენას.

როდესაც ვიღებთ ფულს ვალად, ჩვენ ვალდებული ვართ გადავიხადოთ შესაბამისი პროცენტი, ვინაიდან სახსრები აღებულია კრედიტის სახით. ფორექსის ბაზარზე ყველა ოპერაცია ხორციელდება საერთაშორისო საბანკო სისტემის დონეზე. ამიტომ გამოიყენება სხვადასხვა სახელმწიფოების ცენტრალური ბანკების მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთები. ანუ თუ ჩვენ ვალად ავიღეთ იენა, მაშინ ვიხდით პროცენტს იაპონიის ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, თუ კრედიტში ავიღეთ აშშ დოლარი, მაშინ პროცენტს ვიხდით აშშ-ს ნაციონალური ბანკის საპროცენტო განაკვეთის მიხედვით. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, ის რომ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთებია. საკრედიტო განაკვეთი როგორც წესი განისაზღვრება წლიურ პროცენტებში (%).

მაგალითად, აშშ-ში 2013 წლის 30 იანვრის მონაცემებით რეფინანსირების განაკვეთია 0,25 %. ხოლო იაპონიისა 0.10 %. ეს ნიშნავს, რომ ჩვენგან სესხად აღებული აშშ დოლარის საპროცენტო განაკვეთის სახით ბროკერი იხდის წლიურ 0,25 %, თუ რა თქმა უნდა პოზოცია არ დაიხურა ერთი დღის განმავლობაში. ყველა განაკვეთი გამოითვლება ყოველდღიურად გახსნილი პოზიციების მიხედვით. თუ ჩვენი პოზიცია იხურება იმავე დღეს, მაშინ პროცენტს არც ვიღებთ, და არც ვიხდით.

მაგალითად, ვთქვათ USD/JPY კოტირების კურსი არ შეიცვალა თვის განმავლობაში და თვის ბოლოს დავხურეთ გრძელი პოზიცია, მაშინ ბროკერს ჩვენ უნდა გადავუხადოთ ერთი თვის წლიური 0.10 % (ვინაიდან ჩვენ ვისესხეთ მისგან იენა), ანუ დაახლოვებით 0,008 %, ხოლო ბროკერმა უნდა გადაგვიხადოს ერთი თვის წლიური 0,25 % (ვინაიდან ჩვენ ბროკერს ვასესხეთ დოლარი), ანუ დაახლოვებით 0,02 % ანგარიშზე არსებული თანხიდან (აშშ დოლარი). თანხას, რომელსაც ჩვენ გადავიხდით იენებში და თანხა, რომელიც დოლარებშია, პოზიციის რაოდენობის ტოლია, ანუ ტოლია ერთი ლოტის, ან ერთი მინი, ან მიკრო ლოტის.

კიდევ ერთი მაგალითი, ვთქვათ გახსნილია გრძელი, ერთი მინი ლოტის (10000 USD) ზომის პოზიცია (ვყიდულობთ დოლარს იენის ფასად), ადრე ჩვენ საპროცენტო განაკვეთების სხვაობის გამო მოვიგეთ ლოტის ზომის 0,23 %, მოცემულ შემთხვევაში 23 USD. მაგრამ ჩვენ, რომ გაგვეხსნა მოკლე USD პოზიცია (გაგვეყიდა დოლარი იენის ფასად), მაშინ ჩვენ დავკარგავდით 23 აშშ დოლარს, სწორედ ამ საპროცენტო განაკვეთების ხარჯზე. ფორექსზე ამ სხვაობას საბანკო ინტერესს უწოდებენ (interest). საბანკო ინტერესი ყოველთვის დაერიცხება საყიდელ ვალუტას და აკლდება გამოყენებულ ვალუტას. ეს მნიშვნელოვანი დეტალი უნდა იცოდეს ნებისმიერმა ტრეიდერმა

ასე, რომ ფორექსზე მოგების მიღება შესაძლებელია არა მხოლოდ კურსის ცვალებადობის გამო, არამედ ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთების სხვაობის ხარჯზეც. ვაჭრობის ასეთ სახეობას, რომლის დროსაც გამოყენებულია საპროცენტო განაკვეთების სხვაობა, ეწოდება Carry Trading.

აღსანიშნავია, რომ ყველა ბროკერი არ იხდის საბანკო ინტერესს, არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იღებენ მოგებას ტრეიდერების ანგარიშებზე დარიცხული საბანკო ინტერესის ხარჯზე. ზოგიერთი ბროკერის საპროცენტო განაკვეთი შესაძლებელია მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ცენტრალური ბანკების მიერ დაწესებული განაკვეთებისგან. აგრეთვე ბროკერების განაკვეთები შესაძლებელია იცვლებოდეს სიტუაციების მიხედვით. ამიტომ ტრეიდერმა უნდა იცოდეს, როგორ მუშობს ბროკერი საბანკო ინტერესთან მიმართებაში, მანამ სანამ გახსნით მასთან აგარიშს.

ფორექსის ბაზარზე ვაჭრობისას ტრეიდერმა უნდა იცოდეს თავისი შემოსავლის და გასავლის ყველა კომპლექსური შემადგენელი, რათა საბოლოო ჯამში არ მიიღოს დანაკარგები და მოგების მაქსიმალიზაცია მოახდინოს. საჭიროა გვახსოვდეს, რომ interest შესაძლებელია იყოს როგორც შემოსავლის, ასევე გასავლის წყაროც. ამიტომ ვაჭრობის პროცესის დაგეგმვისას, სტაბილური შემოსავლის მიღებისათვის, გასათვალისწინებელია არა მარტო სპრედის, არამედ სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების საპროცენტო სხვაობის გადაფარვაც. უნდა ვიცოდეთ როგორ მუშაობს ჩვენს მიერ არჩეული ბროკერი საბანკო ინტერესთან და უნდა ვიცოდეთ სხვადასხვა ვალუტების საპროცენტო განაკვეთები.

ვიცი, ყველა ეს ნიუანსი, ზღვა ინფორმაცია და ტერმინი თავიდან აბნევს დამწყებ ინტერნეტ-ტრეიდერს, ამიტომ თუ არ გსურთ ასეთ ნიუანსებში დასაწყისშივე საფუძვლიანი წვდომა, რჩევა მექნება უბრალოდ ეცადეთ არ დატოვოთ ღამე ღია პოზიციები (overnight). ივაჭრეთ დღიური ვაჭრობის სისტემით, ამ შემთხვევაში საბანკო ინტერესი არ დაირიცხება ანგარიშზე ე.ი. თუ პოზიცია გაიხსნა და დაიხურა ერთი და იმავე დღის განმავლობაში.

როგორც წინა სტატიებში ვამბობდი, დღესასწაულებში და დასვენების დღეებში ფორექსზე ვაჭრობა შეჩერებულია. ამის გამო საბანკო ინტერესი არათანაბრად გამოითვლება კვირის სავაჭრო სესიის განმავლობაში

ვინაიდან დღესასწაულებში და დასვენების დღეებში საბანკო ინტერესი არ გამოითვლება, იგი გადაიტანება სამუშაო დღეებში. ამის გამო, შესაძლებელია მივიღოთ სიტუაცია, როდესაც კვირის შუაში, მაგალითად ოთხშაბათს, ანგარიშზე დარიცხული იქნას საბანკო ინტერესის ურთიერთანგარიშსწორების სამი მეშვიდედი ნაწილი. ამიტომ ბროკერები აქვეყნებენ სპეციალურ ცხრილებს, რომლებშიც ჩანს საბანკო ინტერესის ურთიერთანგარიშსწორების განაწილებას. მაგრამ უნდა გვახსოვდეს საბანკო ინტერესი ყოველთვის, მიუხედავად ბროკერისა, გამოითვლება ყოველდღიურად.

ინფორმაციებს საპროცენტო განაკვეთების (და არა მარტო) შესახებ შესაძლებელია გაეცნოთ ამ საიტის გვერდზე ფორექსის კალენდარი.

დაბალი საპროცენტო განაკვეთი დადებითი მომენტია კერი-ტრეიდერებისთვის. ზოგიერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთი დგინდება ფორექსზე ვაჭრობის შედეგების მიხედვით და ამიტომ მუდმივად ცვალებადია (მაგალითად სინგაპური). აგრეთვე, რეფინანსირების განაკვეთები იცლება ქვეყნის შიდა, საგარეო ეკონომიკური და სოციალულური პროცესების რეგულაციის მიზნით. ასე, რომ ტრეიდერმა თვალყური ინდა ადევნოს ეკონომიკურ ინფორმაციებს, რათა დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ბაზრის ცვლილებაზე და მიიღოს მაქსიმალური მოგება. ფუნდამენტალური ანალიზის შესახებ გვექნება უფრო დეტალური საუბარი სხვა სტატიებში.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Margin Call

Margin Call

Margin Call – ეს ფრაზა ნებისმიერ ტრეიდერს არასასიამოვნო ჟრუანტელს ჰგვრის. სადილინგო ცენტრების მეშვეობით, საფინანსო ბაზარზე …