Durable Goods Orders

Durable goods orders index (გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე შეკვეთების ინდექსი) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის Durable goods orders index (გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე შეკვეთების ინდექსი) გამოქვეყნება.

კვლევის საგანი

ფუნდამენტალური სიახლის გამოქვეყნების შემდეგ:

  • ფასის მინიმალური ცვლილება;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება;
  • ფასის საშუალო ცვლილება;
  • დაბრუნებების რაოდენობა – რამდენად ხშირად უბრუნდებოდა ფასი მიახლოებით იმ ნიშნულს, სადაც იგი იმყოფებოდა სიახლის პუბლიკაციამდე ( +-10% თავად ფასის ცვლილებიდან სიახლის გამოქვეყნების შემდეგ);
  • სიახლის გავლენის პერიოდი – მისი გამოქვეყნებიდან 6 საათი;
  • კვლევის სრული პერიოდი 7 წელი;
  • კვლევა ჩატარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ ეკონომიკურ სიახლეებთან მიმართბაში;
კვლევის ინსტრუმენტები (სავალუტო წყვილები)
  • USD/CHF;
  • GBP/USD;
  • EUR/USD;
  • USD/JPY;
  • USD/CAD;
  • AUD/USD;
  • NZD/USD;
Durable goods orders index (გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე შეკვეთების ინდექსი)

გრძელვადიანი მოხმარების საქონელს მიეკუთვნება ისეთი პროდუქცია, რომლის მოხმარების ვადა სამ წელზე მეტია. მათ მიეკუთვნება: ავტომობილები, ავეჯი და ა.შ. ამასთან ერთად, შეკვეთად ითვლება იურიდიული დოკუმენტით დადასტურებული საქონლის შეძენის სურვილი მიმდინარე ეტაპზე ან მომავალში. 

სამხედრო და სატრანსპორტო შეკვეთებისთვის დამახასიათებელი ცვალებედობის გამო, ამ ინდიკატორიდან განცალკევებისათვის გამოყოფენ მონაცემებს, რომლებიც არ ითვალისწინებენ სამხედრო მრეწველობის შეკვეთებს (Durable goods orders excluding defense) და სატრანსპორტო შეკვეთებს (Durable goods orders excluding transportation). 

Durable goods orders index (გრძელვადიანი მოხმარების საქონელზე შეკვეთების ინდექსი) – წარმოადგენს ბაზრის მნიშვნელოვან ინდიკატორს, ვინაიდან იგი გვაძლევს წარმოდგენას ამგვარი პროდუქციის მომხმარებლების ნდობასა და იმედიანობაზე და მიმდინარე ეკონომიკურ სიტუაციაზე. ვინაიდან ხანგრძლივ ვადიანი მოხმარების საქონელი საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ მათი შეკვეთების ზრდა წარმოადგენს ეკონომიკის განვითარების დადებით ფაქტორს და იწვევს ნაციონალური ვალუტის კურსის ზრდას.

ინდექსი ქვეყნდება ყოველი თვის მე-4 კვირაში.

USD/CHF

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 11 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 110 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 31 პუნქტი;
  • 36-იდან 3-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 9%;

GBP/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 19 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 161 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 47 პუნქტი;
  • 36-იდან 5-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 14 %;

EUR/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 11 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 166 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 44 პუნქტი;
  • 36-იდან 2-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 6 %;

USD/JPY

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 10 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 74 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 30 პუნქტი;
  • 36-იდან 4-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 12 %;

USD/CAD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 9 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 114 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 36 პუნქტი;
  • 36-იდან 3-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 9 %;

AUD/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 12 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 92 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 33 პუნქტი;
  • 36-იდან 2-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 6 %;

NZD/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 8 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 95 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 33 პუნქტი;
  • 36-იდან 3-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 9 %;

როგორც ჩანს, ფუნდამენტალური სიახლე ყველაზე მეტ გავლენას ახდენს სავალუტო წყვილებზე EUR/USD და GBP/USD. ზოგიერთ შემთხვევაში პროვოცირებული მოძრაობა 160 პუნქტია. საშუალოდ ამ სავალუტო წყვილებზე მოსალოდნელია 44-47 პუნქტიანი მოძრაობები. სხვა სავალუტო წყვილები ამ სიახლეზე რეაგირებენ საშუალოდ 30 პუნქტიანი მოძრაობით, იშვიათად 90-100 პუნქტის ფარგლებში.

ტრეიდერები ხშირად კამათობენ მიზანშეწონილია, თუ არა სავაჭრო პროცესის დროს ეკონომიკურ სიახლეებზე თვალყურის დევნა და მათი გათვალისწინება. არსებობს მოსაზრება, რომ მაღალ თაიმფრეიმებზე ფუნდამენტალური სიახლეების გათვალისწინება არ ღირს, ვინაიდან მათი გავლენა მინიმალურია.

აღსანიშნავია, რომ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, მართლაც რომ მნიშვნელოვანი არ არის. ზოგიერთი მათგანის გამოყენება მიზანშეწონილია, მხოლოდ კონკრეტულ სავალუტო წყვილებზე მუშაობის დროს. თუმცა მიმაჩნია, რომ არსებობენ ისეთი ფუნდამენტალური სიახლეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერ სავალუტო წყვილზე მუშაობის დროს.

ესენია:

სიახლეებზე ვაჭრობისათვის მიზანშეწონილია გამოიყენოთ ძალიან კარგი ინსტრუმენტი – სიახლეების კალენდარი >>>.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Nonfarm Payrolls

Nonfarm Payrolls (არასასოფლო სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის …