Unemployment Rate

Unemployment Rate, Initial Jobless Claims (უმუშევრობის დონე, მიმართვიანობა უმუშევრობის შემწეობის მისაღებად) – ფუნდამენტალური სიახლეების სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლეების Unemployment Rate, Initial Jobless Claims (უმუშევრობის დონე, მიმართვიანობა უმუშევრობის შემწეობის მისაღებად) გამოქვეყნება.

კვლევის საგანი

ფუნდამენტალური სიახლის გამოქვეყნების შემდეგ:

  • ფასის მინიმალური ცვლილება;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება;
  • ფასის საშუალო ცვლილება;
  • დაბრუნებების რაოდენობა – რამდენად ხშირად უბრუნდებოდა ფასი მიახლოებით იმ ნიშნულს, სადაც იგი იმყოფებოდა სიახლის პუბლიკაციამდე ( +-10% თავად ფასის ცვლილებიდან სიახლის გამოქვეყნების შემდეგ);
  • სიახლის გავლენის პერიოდი – მისი გამოქვეყნებიდან 6 საათი;
  • კვლევის სრული პერიოდი 7 წელი;
  • კვლევა ჩატარებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოქვეყნებულ ეკონომიკურ სიახლეებთან მიმართბაში;
კვლევის ინსტრუმენტები (სავალუტო წყვილები)
  • USD/CHF;
  • GBP/USD;
  • EUR/USD;
  • USD/JPY;
  • USD/CAD;
  • AUD/USD;
  • NZD/USD;
Unemployment Rate (უმუშევრობის დონე)

უმუშევრობის დონე გვიჩვენებს  უმუშევრების რაოდენობისა და შრომისუნარიანი მოსახლეობის პროცენტულ თანაფარდობას. ქვეყნდება “Nonfarm payrolls” ინდიკატორთან ერთდროულად. ბაზარზე ახდენს მნიშვნელოვან ზაგავლენას. როგორც წესი, უმუშევრობის დონის ანალიზს ახორციელებენ იმ ციფრების კონტექსტში, რომელსაც გამოხატავს “Nonfarm payrolls” მაჩვენებელი.

მაგალითად: “Nonfarm payrolls” მაჩვენებლის ზრდა უმუშევრობის დონის ზრდასთნ ერთად, მიუთითებს იმაზე რომ უმუშევრობა გაიზარდა ეკონომიკის სასოფლო-სამეურნეო და სხვა სექტორებშიც. უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება ძირითადი საპროცენტო განაკვეთების ზრდის მოლოდინის პერიოდში იწვევს აშშ დოლარის კურსის ზრდას.

როგორც წესი ქვეყნდება ყოველი თვის პირველი კვირის პარასკევ დღეს “Nonfarm payrolls” ინდიკატორთან ერთად.

Initial Jobless Claims (მიმართვიანობა უმუშევრობის შემწეობის მისაღებად)

მიმართვიანობა უმუშევრობის შემწეობის მისაღებად – გვიჩვენებს უმუშევრობის შემწეობის მისაღებად მიმართვიანობის ყოველკვირეულ რაოდენობრივ ცვლილებას. ქვეყნდება ყოველი კვირის ხუთშაბათს.

მისი ციფრობრივი მაჩვენებელი ყოველთვის არ ასახავს რეალურ ვითარებას. ციფრები ზოგჯერ არასწორია მოკლევადიანი ფაქტორების გამო, როგორებიცაა ფედერალური ან ადგილობრივი დღესასწაულები (დასვენების დღეები). იგი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ მომავალ ჯერზე რა მაჩვენებლით გამოქვეყნდება ინდიკატორი “Nonfarm payrolls”.

მაგალითად: თუ თვის განმავლობაში ინდიკატორი “Jobless claims” თნმიმდევრულად მცირდება, მაშინ დიდია ალბათობა იმისა, რომ “Nonfarm payrolls” ინდიკატორის მაჩვენებელი იქნება მაღალი. 

ეს ინდიკატორი შეზღუდულ გავლენას ახდენს ბაზარზე. უმუშევრობის შემწეობის მისაღებად მიმართვიანობის რაოდენობის შემცირება დადებით ფაქტორს წარმოადგენს და იწვევს აშშ დოლარის კურსის ზრდას

USD/CHF

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 12 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 291 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 38 პუნქტი;
  • 115-იდან 5-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 5%;

GBP/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 14 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 213 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 46 პუნქტი;
  • 115-იდან 16-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 14 %;

EUR/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 12 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 244 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 44 პუნქტი;
  • 115-იდან 8-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 7 %;

USD/JPY

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 11 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 276 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 37 პუნქტი;
  • 115-იდან 9-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 8 %;

USD/CAD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 11 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 118 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 34 პუნქტი;
  • 115-იდან 4-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 4 %;

AUD/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 15 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 136 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 33 პუნქტი;
  • 115-იდან 6-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 6 %;

NZD/USD

  • ფასის მინიმალური ცვლილება – 11 პუნქტი;
  • ფასის მაქსიმალური ცვლილება – 128 პუნქტი;
  • ფასის საშუალო ცვლილება – 32 პუნქტი;
  • 115-იდან 7-ჯერ ფასი უბრუნდებოდა ნიშნულს – 6 %;

როგორც წესი, ზემოთაღნიშნული მონაცემები ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ, თუმცა შესაძლებელია იშვიათად გამოიწვიონ ძლიერი მოძრაობა 250 პუნქტზე მეტ მანძილზე. ეს მოვლენა სავალუტო წყვილებს USD/CAD, AUD/USD და NZD/USD არ ეხებათ. ეს სამი წყვილი პრაქტიკულად არ რეაგირებენ Unemployment Rate და Initial Jobless Claims  სიახლეების გამოქვეყნებაზე. 

ტრეიდერები ხშირად კამათობენ მიზანშეწონილია, თუ არა სავაჭრო პროცესის დროს ეკონომიკურ სიახლეებზე თვალყურის დევნა და მათი გათვალისწინება. არსებობს მოსაზრება, რომ მაღალ თაიმფრეიმებზე ფუნდამენტალური სიახლეების გათვალისწინება არ ღირს, ვინაიდან მათი გავლენა მინიმალურია.

აღსანიშნავია, რომ ყველა მნიშვნელოვანი სიახლე, მართლაც რომ მნიშვნელოვანი არ არის. ზოგიერთი მათგანის გამოყენება მიზანშეწონილია, მხოლოდ კონკრეტულ სავალუტო წყვილებზე მუშაობის დროს. თუმცა მიმაჩნია, რომ არსებობენ ისეთი ფუნდამენტალური სიახლეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერ სავალუტო წყვილზე მუშაობის დროს.

ესენია:

სიახლეებზე ვაჭრობისათვის მიზანშეწონილია გამოიყენოთ ძალიან კარგი ინსტრუმენტი – სიახლეების კალენდარი >>>.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Nonfarm Payrolls

Nonfarm Payrolls (არასასოფლო სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა) – ფუნდამენტალური სიახლის სტატისტიკური გავლენა

სტატიაში წარმოდგენილია კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ამერიკულ დოლარზე (USD) მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური სიახლის …