პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD / 01.08-05.08

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია შესაძლო: გრაფიკული მოდელები და სანთლური ფიგურები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.


ტრენდული პრიორიტეტები:

გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • MN: არაკლასიკური პინბარი;

პროგნოზი EUR/USD

გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • W1: არაკლასიკური პინბარი;

პროგნოზი EUR/USD

პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • D1: არაკლასიკური პინბარი;

პროგნოზი EUR/USD

MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია:

(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის  და გრაფიკის ფანჯრებში წითელი მონაკვეთით)

  • H4: –;
  • D1: –;
  • W1: აღმავალი დივერგენცია;

პროგნოზი EUR/USD

  • MN: ორმაგი აღმავალი დივერგენცია;

პროგნოზი EUR/USD

ვულფის ტალღები:
  • H4: –;
  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
გრაფიკული ფიგურები:
  • H1: –;
  • H4: ორმაგი ინტერპრეტაცია: 1) დროშა; 2) სამკუთხედი;

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD

  • D1: დროშა;

პროგნოზი EUR/USD

  • W1: –;
  • MN: –;
ფუნდამენტალური ფაქტორები, რომლებიც მიმაჩნია მნიშვნელოვნად და რომლებიც საგრძნობ ზეგავლენას მოახდენენ ფასთა ცვლილებებზე:

(მონაცემები თბილისის დროით)

ორშაბათი 1 აგვისტო

  • 11:55 – საქმიანი აქტიურობის ინდექსი სამრეწველო სექტორში (PMI) (გერმანია/ევროზინა);

ხუთშაბათი 5 აგვისტო

  • 16:30 – არა სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილეება (აშშ);
Geoforex.info პრიორიტეტი:
  • გასულ კვირაში რაიმე პრინციპული ცვლილება არ მომხდარა. სავაჭრო დიაპაზონი კვლავ 1.0100 -დან 1.0250 შუალედშია;
  • მარკეტმეიკერებს ჯერ-ჯერობით სურთ სავაჭრო დიაპაზონის დაჭერა 1.0100 – 1.0300 ფარგლებში, შუალედური ფასით – 1.0200 და 1.0250;
  • სანამ ფასი დამაჯერებლად არ გაარღვევს დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 50% -ს ზემოთ, საშუალოვადიან ყიდვებზე არ შევდივარ;
  • სანამ ფასი დამაჯერებლად არ გაარღვევს ფასურ დონეს 1.0100, საშუალოვადიან გაყიდვებზე არ შევდივარ, ისიც ძალიან მყარი დამატებითი სიგნალის წარმოქნმის შემთხვევაში;
  • გრაფიკზე წარმოქმნილი ყველა გრაფიკული მოდელი – დროშა, სამკუთხედი, არაკლასიკური პინბარები: D1, W1, MN – თითქოსდა ყველა მიუთითებს აღმავალი ტრენდის პერსპექტივაზე, მაგრამ იმდენად რთული ვითრებაა ევროზონას და თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ აღმავალი ტენდენციაზე ფსონის დადება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ჯერ-ჯერობით მიმაჩნია საფრთხილოდ, მით უმეტეს ამ პროგნოზის დაწერის დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე საომარი ინცინდენტი მოხდა, ანუ ევროზონის შუაგულში დაძაბულობაა, რაც კარგად არ აისახება ევროზეც. როგორც მინიმუმი მოხდება კაპიტალის გადინება ევროზონიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ან სხვა უფრო მშვიდ ფინანსურ ტერიტორიებზე;
  • მომავალ კვირაშიც სავაჭრო დიაპაზონი მიჭირავს 1.0160 – 1.0250, მცირე მანძილებზე გადარბენით, შემცირებული ლოტებით;

(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.)

კვირის დახურვის ზემოთ:

  • აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 23%-დან ასხლეტა ზემოთ;
  • დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 50% + ნულოვანი ფასური დონე 1.0300. (მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დონეა);
  • დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 61% + ფასური დონე 1.0360;
  • ნულოვანი დონე 1.0400;
  • დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 76%;

კვირის დახურვის ქვემოთ:

  • აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 23% გარღვევა ქვემოთ;
  • აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 38% + ფასური დონე 1.0160;
  • აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 50% + ნულოვანი დონე 1.0100;
  • გრძელვადიანი მსხვილი წითელი ფიბონაჩის 76% + აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 61% (მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დონეა);
  • აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 76%;

H1 (1)

პროგნოზი EUR/USD

H1 (2)

პროგნოზი EUR/USD

H4

პროგნოზი EUR/USD

D1

პროგნოზი EUR/USD

W1

პროგნოზი EUR/USD

MN

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზის შაბლონი

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-05.06-09.06-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის …