პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-05.06-09.06-2023

სარჩევი

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს.


გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.

ანალიზის დიაპაზონი 200 პუნქტამდე ორივე მიმართულებით.

ტენდენციის ზოგადი სურათის წარმოდგენისათვის გამოყენებულია მარტივი მცოცავი საშუალოები. (გათვალისწინებულია ფასის მათთან მიახლოება, გადაკვეთა, ასხლეტა):

  • Moving Average (MA) 200  – გრაფიკზე წითელი;
  • Moving Average (MA) 100 – გრაფიკზე ლურჯი;
  • Moving Average (MA) 42 – გრაფიკზე სტაფილოსფერი;
პროგნოზი EUR/USD – ტრენდული პრიორიტეტები

გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • MN: დაღმავალი ორდერ ბლოკი, იგივე გადაფარვა, იგივე სანთლური პატერნი “Double High”;

პროგნოზი EUR/USD

გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • W1: სანთლური პატერნი “ბზიალა”, იგივე “ჯვარი” (გაურკვევლობის ტენდენცია);

პროგნოზი EUR/USD

პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • D1: სანთლური პატერნი “Double High” (ამ შემთხვევაში ეს არ არის კლასიკური “ორდერ ბლოკი”);

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD – MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია

(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის  და გრაფიკის მონაკვეთით)

  • H4: –;
  • D1: –;
  • W1:–;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – ვულფის ტალღები:
  • H1: –;
  • H4:  –;
  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკული ფიგურები
  • H1: –;
  • H4: –;
  • D1: –;
  • W1: გრაფიკული ფიგურის “ორმაგი მწვერვალი”-ს შესაძლო ჩამოყალიბების პროცესი;

პროგნოზი EUR/USD

  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – ფუნდამენტალური ფაქტორები

მომავალი კვირის ფუნდამენტალურ მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე გადასვლის შემდეგ > > >

პროგნოზი EUR/USD – Geoforex.info რა შევუკვეთეთ – რა ჩამოვიდა

რა შევუკვეთე:

ა) “D1 გრაფიკზე 16 – 23 მარტის ინტერვალში ჩამოყალიბებულია იმბალანზის ზონა…..”
ბ) “…ან ვალოდები ფასის ჩამოსვლას შავი აღმავალი ფიბონაჩის 76%-ის ზონაში…, სადაც უნდა დასრულდეს ლიკვიდურობის აკრეფა და აღმავალი ტენდენციის ჩამოყალიბება…”
გ) “ამიტომ ხსენებულ ზონაში დაველოდები რაიმე დამატებით პატერნს;”

ვრცლად გასული კვირის პროგნოზში > > >

რა ჩამოვიდა:

ა) 31 მაისს იმბალანსის ზონა შეივსო;
ბ) ფასი ჩამოვიდა შავი აღმავალი ფიბონაჩის 76%-ის ზონაში;
გ) წარმოიქმნა პატერნი აღმავალი პინბარი;

პროგნოზი EUR/USD

რა შევუკვეთე:

“…DXY-ის D1 …. 24 და 25 მაისის ინტერვლში წარმოიქმნა გეპი (GAP), რომელიც უნდა შეივსოს”.

რა ჩამოვიდა:

1 ივნისს გეპი შეივსო.

რა შევუკვეთე

“… ერთი ძალიან საყურადღებო მომენტია თვის გრაფიკზე. მაისის თვე იხურება კლასიკური ორდერ ბლოკით + წინა სანთლის გადაფარვით…”

რა ჩამოვიდა:

აპრილი-მაისის თვეების სანთლებმა შექმნეს კლასიკური პატერნი ორდერ ბლოკი + წინა სანთლის გადაფარვა.

რეზიუმე:

გასული კვირის საერთო შეფასება: 4 ქულა (5 ბალიანი შკალით);

კარგი მოძრაობა იყო ჩაჭერილი მხოლოდ იმბალანსის ზონიდან, ანუ შავი აღმავალი ფიბონაჩის 76%-იდან;

პროგნოზი EUR/USD – Geoforex.info პრიორიტეტი
  • MN (თვის გრაფიკზე) – წარმოიქმნა კლასიკური პატერნი მოდური სახელწოდებით ვაუუ … “Order Block”, ადამ და ევას დროინდელი სახელწოდებით “წინა სანთლის გადაფარვა” და სტრუქტურულად ყველაზე მართებული სახელწოდებით “Double High”. სახელწოდებას რა მნიშვნელობა აქვს – მთავარია თავის საკეთებელი გააკეთოს. საკეთებელი კი გამოისახება საშუალოვადიანი დაღმავალი ტენდენციის იმპულსში. რა თქმა უნდა, თვის განმავლობაში ფასის აღმა-დაღმა სვლა იქნება, თუმცა თეორიის შესაბამისად პრიორიტეტი უნდა იყოს დაღმავალი;
  • გასული კვირის სანთელი გაურვევლობის სანთელია “ბზრიალა”, რომლის ზედა ან ქვედა საზღვრის გარღვევა პირადად ჩემთვის შექმნის მოკლევადიანი ტენდენციის სურათს, მანამდე – მხოლოდ სიფრთხილე (ვერაგი სანთელია 🙂 ).
  • გასული კვირის პარასკევის სანთელი D1 გრაფიკზე არის სანთლური პატერნი “Double High” (ამ შემთხვევაში ეს არ არის კლასიკური “ორდერ ბლოკი”), რომელიც ასევე დაღმავალი იმპულსის მაჩვენებელია ჩემთვის;
  • 16-21 მარტის იმბალანსის ზონა გრაფიკზე დავტოვე, იმიტომ რომ ფასს უყვარს მნიშვნელოვანი ზონების არაერთხელ ტესტირება;
  • DXY -ის პარასკევის D1 გრაფიკზე სანთლური პატერნია “Double Low”, რომელიც აშშ დოლარის ინდექსისთვის მინიმუმ აღმავალი კორექციის იმპულსია, ხოლო EUR/USD – სთვის დაღმავალი მიმართულების იმპულსი;
  • DXY -ის W1 გრაფიკზე სანთლური პატერნია “ბზრიალა”, რომლის ზედა ან ქვედა საზღვრის გარღვევა პირადად ჩემთვის შექმნის მოკლევადიანი ტენდენციის სურათს, რაც სარკისებურად აისახება EUR/USD კურსზე;
  • DXY -ის MN გრაფიკზე აღმავალი ტენდენციის ორდერ ბლოკია, რაც ასევე სარკისებურად აისახება EUR/USD კურსზე დაღმავალი ტენდენციით;
  • W1 (კვირის) გრაფიკზე ფასის მიერ ფასური დონის 1.0515 ქვემოთ გარღვევა და გამყარება გამოიწვევს გრაფიკული ფიგურის “ორმაგი მწვერვალი”-ს ჩამოყალიბებას, რომლის თეორიული მიზანია – 0.9940, ფსიქოლოგიური მიზანი – 1.0000, რეალური მიზანი 1.0100 – 1.0200 შორის მდებარეობს, სადაც კვირის იმბალანსის ზონაა განთავსებული. მაგრამ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა.

DXY -ის D1 გრაფიკი პატერნი “Double Low”

პროგნოზი EUR/USD

DXY -ის W1 გრაფიკი პატერნი “ბზრიალა”

პროგნოზი EUR/USD

DXY -ის MN გრაფიკი პატერნი “Order Block”

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD – გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მოდელირება

W1 Promising Trend (1)
ტრენდული მოდელირება – გრძელვადიანი ტენდენცია 13.06.2023, 19.06.2023, 03.07.2023 და 20.08.2023 წლის პერსპექტივით

პროგნოზი EUR/USD

W1 Promising Trend (2)

პროგნოზი EUR/USD

D1 Promising Trend (1)
ტრენდული მოდელირება – მოკლე და საშუალოვადიანი ტენდენცია 13.06.2023, 19.06.2023, 03.07.2023 და 20.08.2023 წლის პერსპექტივით

პროგნოზი EUR/USD

D1 Promising Trend (2)

პროგნოზი EUR/USD

(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო, ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს. იგივე შესძლებელია ითქვას ინდიკატორის Moving Average ფასურ ნიშნულებთან დაკავშირებით, რომლებიც გრაფიზე მაქვს დატანილი. ლურჯი ფერით – H4 თაიმ ფრეიმის მნიშვნელობით, წითელი ფერით – D1 თაიმ ფრეიმის მნიშვნელობით. )

პროგნოზი EUR/USD – პოზიციების სასიგნალო წერტილები მოკლევადიანი ტრეიდინგისთვის კვირის დახურვის ზემოთ
  • დაღმავალი წითელი ფიბონაჩის 23%;
  • ფასური დონე 1.0770 (H4 გრაფიკზე Moving Average (MA) 100);
  • დაღმავალი წითელი ფიბონაჩის 38% + ნულოვანი დონე 1.0800 (D1 გრაფიკზე Moving Average (MA) 100);
  • დაღმავალი წითელი ფიბონაჩის 50% + ფასური დონე 1.0870 (H4 გრაფიკზე Moving Average (MA) 100);
  • დაღმავალი წითელი ფიბონაჩის 61%;
  • დაღმავალი მსხვილი ლურჯი ფიბონაჩის 50%;
პროგნოზი EUR/USD – პოზიციების სასიგნალო წერტილები მოკლევადიანი ტრეიდინგისთვის კვირის დახურვის ქვემოთ
  • ნულოვანი დონე 1.0700;
  • დაღმავალი მსხვილი ლურჯი ფიბონაჩის 38% + ნულოვანი დონე 1.0600;
  • 12 მარტის აღმავალი იმპულსის მხარდაჭერის დონე 1.0515;
  • 6 იანვრის აღმავალი იმპულსის და ორდერ-ბლოკის დონე 1.0482 (დარწმუნებული ვარ ბაზარს ახსოვს წლის დასაწყისის ეს  აღმავალი იმპულსის დონე);
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკის ვიზუალიზაცია

H1 (1)

პროგნოზი EUR/USD

H1 (2)

პროგნოზი EUR/USD

H4 (1)

პროგნოზი EUR/USD

H4 (2)

პროგნოზი EUR/USD

D1 (1)

პროგნოზი EUR/USD

D1 (2)

პროგნოზი EUR/USD

W1 (1)

პროგნოზი EUR/USD

W1 (2)

პროგნოზი EUR/USD

MN (1)

პროგნოზი EUR/USD

MN (1)

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზის შაბლონი

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-29.05-02.06-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის …