პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-29.05-02.06-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს.


გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.

ანალიზის დიაპაზონი 200 პუნქტამდე ორივე მიმართულებით.

ტენდენციის ზოგადი სურათის წარმოდგენისათვის გამოყენებულია მარტივი მცოცავი საშუალოები. (გათვალისწინებულია ფასის მათთან მიახლოება, გადაკვეთა, ასხლეტა):

  • Moving Average (MA) 200  – გრაფიკზე წითელი;
  • Moving Average (MA) 100 – გრაფიკზე ლურჯი;
  • Moving Average (MA) 42 – გრაფიკზე სტაფილოსფერი;
პროგნოზი EUR/USD – ტრენდული პრიორიტეტები

გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • MN:–;

გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • W1: –;

პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • D1: სანთლური პატერნი “ჯვარი”;

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD – MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია

(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის  და გრაფიკის მონაკვეთით)

  • H4: –;
  • D1: –;
  • W1:–;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – ვულფის ტალღები:
  • H1: –;
  • H4:  –;
  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკული ფიგურები
  • H1: –;
  • H4: –;
  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – ფუნდამენტალური ფაქტორები

მომავალი კვირის ფუნდამენტალურ მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე გადასვლის შემდეგ > > >

ფუნდამენტალური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ის რომ, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეთანხმდნენ ვალის ზედა ზღვრის აწევაზე (ფეოლასი არ იყოს -“გაუჭირდბოდათ!?”). ვაშააა!!! მაშასადამე დეფოლტი აღარ გვემუქრება.

პროგნოზი EUR/USD – Geoforex.info რა შევუკვეთეთ – რა ჩამოვიდა

რა შევუკვეთე:

გასული კვირის სანთელი ე.წ. “ბზრიალა” პრინციპში გაურკვევლობის სანთელია. თეორიაში, მისი ზედა ან ქვედა საზღვრის არაცრუ გარღვევა გამოაჩენს შემდგომ პრიორიტეტს.

რა ჩამოვიდა:

24 მაისის დღიური სანთლით კვირის მინიმუმის მყარმა გარღვევამ მომცა დაღმავალი პრიორიტეტი.

რა შევუკვეთე:

D1 გრაფიკზე ხუთშაბათი და პარასკევის სანთლებმა შექმნეს სანთლური პატერნი “Double Low” (აღმავალი პტიორიტეტით). და ა.შ ვრცლად გასული კვირის პროგნოზში ….

რა ჩამოვიდა:

ორშაბათს მოხდა მცირე (26 პუნქტი) აღმავალი კორექცია ორდერი ვერ გაიხსნა, იმიტომ რომ დილით კორექცია დამთავრებული დამხვდა და აღმავალი ტენდეციის გაგრძელების პოტენციალი აღარ იყო.

პროგნოზი EUR/USD

რა შევუკვეთე:

H1 გრაფიკზე Moving Average-ის ინდიკატორებმა ორი კარგი არხი გამოსახეს, რომელთა შორისაც მოკლე გადარბენებზე განვიხილავ buy ორდერებს.

რა ჩამოვიდა

აღმავალი ტრენდის პოტენციალის არ არსებობის გამო, H1 გრაფიკზე Moving Average (42)-ის მეშვეობით გაიხსნა რამდენიმე ორდერი ინდიკატორის მრუდთან ასხლეტაზე დაღმავალი ტრენდის მიმართულებით “მოკლე გადარბენებით” 5-12 პუნქტი.

პროგნოზი EUR/USD

რეზიუმე:

კვირის დასაწყისში ფორექსმა დაარიგა “უღიმღამო კარტები” 🙂 , სადაც მცირე აღმავალი კორექციის შემდეგ “კარტების რასკლადი” 15-20 მაისის კვირის მინიმუმის გარღვევა აღმოჩნდა სასიგნალო პრიორიტეტად. ხოლო სავაჭრო ტაქტიკა D1 გრაფიკზე Moving Average (100) (ფასი 1.0800) ქვემოთ მიმართულებით მძლავრი ასხლეტა.

გასული კვირის საერთო შეფასება: 2 ქულა (5 ბალიანი შკალით);

დიდად აღფრთოვანებული არ ვარ EUR/USD-ზე ვაჭრობით. პროგნოზმა იმუშავა, ადამიანი “პახმელიაზე”, ჰა და ჰააა რომ მუშაობს ხოლმე აი იმ დონეზე.  მეტს ველოდი. სხვა ვალუტებზე ვაჭრობამ დააბალანსა კვირის პროფიტი.

პროგნოზი EUR/USD – Geoforex.info პრიორიტეტი
  • D1 გრაფიკზე პარასკევის სანთელი ჩამოყალიბდა სანთლური პატერნით “ჯვარი”, რომელიც მოქცეულია 18, 19 და 23 მაისის წინააღმდგობის და 24 მარტის და 25 მაისის მხარდაჭერის დონეებს შორის, ასევე ფსიქოლოგიურ დონედ გვევლინება ნულოვანი ფასი 1.0700. თეორიაში “ჯვარი” ბაზარზე არსებული გაურკვევლობის გამომხატველია, ანუ ან დაასრულებს და ჯვარს დაუსვამს მიმდინარე ტრენდს, ან ჯვარს დაუსვამს ტრეიდერების სტოპ-ლოსებს, აკრიფავს ლიკვიდურობას და სვლას გააგრძელებს მიმდინარე ტრენდის საპირისპირო მიმართულებით. თეორიაში ეგრეა, მაგრამ პრაქტიკაში კი პირადად ვიყენებ მისი მინიმუმის ან მაქსიმუმის მყარ გარღვევას დაბალ თაიმ-ფრეიმებზე + დამატებით რაიმე სანთლურ პატერნს, რომელიც წარმოდგენას მაძლევს ტრენდის შემდგომ მიმართულებაზე;
  • D1 გრაფიკზე 16 – 23 მარტის ინტერვალში ჩამოყალიბებულია იმბალანზის ზონა. ფასი იმყოფება ზედ იმბალანსის ზედა საზღვარზე. რა თქმა უნდა, იმბალანსის ზონა ყოველთვის არ ივსება ფასის მიერ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზონის ზედა ზღვარი შესაძლებელია ჩავთვალო იმბალანსთან მისვლად და ლიკვიდურობის აკრეფად, ამიტომაც D1 გრაფიკზე გამოისახა ზონიდან ასხლეტილი “ჯვარი”.  ამიტომ, ბაზარზე გვაქვს ე.წ. ჩანგალი – ან იმუშავებს სანთლური პატერნი “ჯვარი” – აღმავალი ტენდენციით, ან ვალოდები ფასის ჩამოსვლას შავი აღმავალი ფიბონაჩის 76%-ის ზონაში – შესაბამისად იმბალანსის სრულად შევსებას. სადაც უნდა დასრულდეს ლიკვიდურობის აკრეფა და აღმავალი ტენდენციის ჩამოყალიბება. თუმცა წესი წესია და რეალობა კი ხშირად განსხვავებული, ამიტომ ხსენებულ ზონაში დაველოდები რაიმე დამატებით პატერნს;
  • DXY-ის D1 გრაფიკზე პარასკევის სანთელი ასევე ჩამოყალიბდა სანთლური პატერნით “ჯვარი”. და რაც მთავარია 24 და 25 მაისის ინტერვლში წარმოიქმნა გეპი (GAP), რომელიც უნდა შეივსოს. როდის მოხდება ეს – ამას ვერავინ იტყვის, თუმცა რომ აუცილებლად უნდა შეივსოს ამის 99,99% ალბათობა არსებობს. მაშასადამე, ამ ალგორითმით DXY-ზე გეპის შევსებისათვის დაღმავალი ტრენდი, შესაბამისად EUR/USD-ზე გამოიწვევს აღმავალ ტრენდს;

პროგნოზი EUR/USD

  • ერთი ძალიან საყურადღებო მომენტია თვის გრაფიკზე. მაისის თვე იხურება კლასიკური ორდერ ბლოკით + წინა სანთლის გადაფარვით. პატერნს ამყარებს აპრილი-მაისის თვეების სანთლების მაქსიმუმების არტყმა-ასხლეტა მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დონეზე: დაღმავალი გრძელვადიანი მსხვილი ნარინჯისფერი ფიბონაჩის 23%-ზე + ფსიქოლოგიური ფასური დონიდან 1.1100-დან ასხლეტა. ვერ ვუშვებ იმ აზრს და ფასის პოტენციალს, რომ მომდევნო 3 დღეში ფასი კვლავ მიუახლოვდება ამ დონეს, გაარღვევს მას და გამყარდება. მაქსიმუმ რაც ფასს ამჟამად შეუძლია ეს არის მაისის თვის სანთელი ჩამოაყალიბოს სანთლურ ფორმაციად “ურო”-დ. მაშასადამე თუ მომდევნო სამ დღეში ფასი მაისის თვის სანთლის ფორმას პრინციპულად ვერ შეცვლის, მაშინ ჩამოგვიყალიბდება დაღმავალი ტენდენციის ორდერ-ბლოკი, რაც ივნისის ტენდენციების პროგნოზირებაში დამეხმარება.

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD – გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მოდელირება

W1 Promising Trend
ტრენდული მოდელირება – გრძელვადიანი ტენდენცია 09.06.2023, 15.06.2023, 19.06.2023 და 20.08.2023 წლის პერსპექტივით

პროგნოზი EUR/USD

D1 Promising Trend 
ტრენდული მოდელირება – მოკლე და საშუალოვადიანი ტენდენცია 09.06.2023, 15.06.2023 და 19.06.2023 ინტერვალების პერსპექტივით

პროგნოზი EUR/USD

(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო, ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.)

პროგნოზი EUR/USD – პოზიციების სასიგნალო წერტილები მოკლევადიანი ტრეიდინგისთვის კვირის დახურვის ზემოთ
  • ფასური დონე 1.0770  (H4 გრაფიკზე Moving Average (MA) 42);
  • დაღმავალი წითელი წყვეტილი ფიბონაჩის 23% + D1 გრაფიკზე Moving Average (MA) 100 ფასთან 1.0815;
  • დაღმავალი წითელი წყვეტილი ფიბონაჩის 38% + H4 გრაფიკზე Moving Average (MA) 100 ფასთან 1.0860;
  • დაღმავალი წითელი წყვეტილი ფიბონაჩის 50% + D1 გრაფიკზე Moving Average (MA) 42 ფასთან 1.0920 + ფასური დონე 1.0900;
  • დაღმავალი წითელი წყვეტილი ფიბონაჩის 61%;
პროგნოზი EUR/USD – პოზიციების სასიგნალო წერტილები მოკლევადიანი ტრეიდინგისთვის კვირის დახურვის ქვემოთ
  • აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 23% % (ადგილი, სადაც ამჟამად იმყოფება ფასი – საყურადღებო დონეა);
  • აღმავალი შავი ფიბონაჩის 76 % + იმბალანსის ზონა;
  • დაღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 38 % + ნულოვანი დონე 1.0600;
  • მხარდაჭერის დონე 1.0515 + ნულოვანი დონე 1.0500;
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკის ვიზუალიზაცია

H1 (1)

პროგნოზი EUR/USD

H1 (2)

პროგნოზი EUR/USD

H4 (1)

პროგნოზი EUR/USD

H4 (2)

პროგნოზი EUR/USD

D1 (1)

პროგნოზი EUR/USD

D1 (2)

პროგნოზი EUR/USD

W1 

პროგნოზი EUR/USD

MN 

პროგნოზი EUR/USD

 

პროგნოზის შაბლონი

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-05.06-09.06-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის …