პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია შესაძლო: გრაფიკული მოდელები და სანთლური ფიგურები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.
ტრენდული პრიორიტეტები:
გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:
- MN:–;
გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:
- W1: ბზრიალა (ბაზარზე არსებული გაურკვევლობის ტენდენცია);
პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:
- D1:–;
MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია:
(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის და გრაფიკის ფანჯრებში წითელი მონაკვეთით)
- H4: –;
- D1: –;
- W1:–;
- MN: ორმაგი აღმავალი დივერგენცია;
ვულფის ტალღები:
- H1: აღმავალი ვულფის ტალღა;
- H4: დაღმავალი ვულფის ტალღა;
- D1: –;
- W1: –;
- MN: –;
გრაფიკული ფიგურები:
- H1: სამკუთხედი;
- H4: სამკუთხედი;
- D1: –;
- W1: –;
- MN: –;
ფუნდამენტალური ფაქტორები, რომლებიც მიმაჩნია მნიშვნელოვნად და რომლებიც საგრძნობ ზეგავლენას მოახდენენ ფასთა ცვლილებებზე:
ოთხშაბათი 10 აგვისტო
- 16:30 – სამომხმარებლო ფასების საბაზო ინდექსი (აშშ);
- 16:30 – სამომხმარებლო ფასების ინდექსი (აშშ);
- 18:30 – ნედლი ნავთობის მარაგი (აშშ);
ხუთშაბათი 11 აგვისტო
- 16:30 – უმუშევრობის შემწეობის მისაღებად პირველადი განაცხადების რაოდენობა (აშშ);
- 16:30 – მწარმოებელთა ფასების ინდექსი (PPI) (აშშ);
Geoforex.info პრიორიტეტი:
- სამი კვირაა, რაც რაიმე პრინციპული ცვლილება არ მომხდარა. სავაჭრო დიაპაზონი შევიწროვდა 1.0160 -დან 1.0240 შუალედში (შუალედური წინააღმდეგობის დონეები);
- მარკეტმეიკერებს სავაჭრო დიაპაზონი კვლავ 1.0100 – 1.0300 ფარგლებშია, დანარჩენი გარე, ან დიაპაზონის საზღვრამდე არ მისული მოძრაობა ბაზრის ჩვეულებრივი “ხმაურია”;
- კვლავ, სანამ ფასი დამაჯერებლად არ გაარღვევს დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 50% -ს ზემოთ, საშუალოვადიან ყიდვებზე არ შევდივარ, ისიც ძალიან მყარი დამატებითი სიგნალის წარმოქმნის შემთხვევაში;
- კვლავ, სანამ ფასი დამაჯერებლად არ გაარღვევს ფასურ დონეს 1.0100, საშუალოვადიან გაყიდვებზე არ შევდივარ, ისიც ძალიან მყარი დამატებითი სიგნალის წარმოქმნის შემთხვევაში;
- გრაფიკზე მყარი გაურკვევლობაა გამოხატული, თუნდაც: დახურული კვირის სანთლით (ბზრიალა), H1 და H4 თაიმ-ფრეიმებზე გრაფიკული ფიგურის “სამკუთხედი”-ს წარმოქმნით და რაც მთავარია H4-ზე დაღმავალი ვულფის ტალღით და H1- ზე აღმავალი ვულფის ტალღით, რომლებიც ვიზუალურად ანგელოზებივით გამოიყურებიან და ფასთა მოძრაობისას ტენდენციით ერთმანეთს გადაფარავენ. ანუ ფასის მოძრაობის დიაპაზონს ვულფის ტალღების სივრცეში მოველი და ამ შუალედში ვივაჭრებ, კვლავ მოკლე მონაკვეთებზე;
- მომავალ კვირაში რაიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლე არ ქვეყნდება, რომელმაც შესაძლებელია რაიმე გარღვევა გამოიწვიოს. ფინანსები ისევ პოლიტიკაზეა დამოკიდებული.
(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.)
კვირის დახურვის ზემოთ:
- დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 38%;
- ფასური დონე 1.0240;
- დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 50% + ნულოვანი ფასური დონე 1.0300. (მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დონეა);
- დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 61% + ფასური დონე 1.0360;
- ნულოვანი დონე 1.0400;
- დაღმავალი იასამნისფერი ფიბონაჩის 76%;
კვირის დახურვის ქვემოთ:
- აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 38% + ფასური დონე 1.0160;
- აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 50% + ნულოვანი დონე 1.0100;
- გრძელვადიანი მსხვილი წითელი ფიბონაჩის 76% + აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 61% (მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის დონეა);
- აღმავალი იისფერი ფიბონაჩის 76%;
H1 (1)
H1 (2)
H4
D1
W1
MN
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით