პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-20.03-24.03-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს.


გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია, ფასის ნულოვანი და მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეები, ვულფის ტალღები და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფუნდამენტალური ფაქტორები.

ანალიზის დიაპაზონი 200 პუნქტამდე ორივე მიმართულებით.

ტენდენციის ზოგადი სურათის წარმოდგენისათვის გამოყენებულია მარტივი მცოცავი საშუალოები. (გათვალისწინებულია ფასის მათთან მიახლოება, გადაკვეთა, ასხლეტა):

  • Moving Average 200 – გრაფიკზე წითელი;
  • Moving Average 100 – გრაფიკზე ლურჯი;
  • Moving Average 42 – გრაფიკზე სტაფილოსფერი;
პროგნოზი EUR/USD – ტრენდული პრიორიტეტები

გასული თვის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • MN:–;

გასული კვირის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • W1: აღმავალი პინბარი;

პროგნოზი EUR/USD-20.03-24.03-2023

პარასკევის სანთლის ფორმის მიხედვით:

  • D1: –;
პროგნოზი EUR/USD – MACD (12,26,9) დივერგენცია-კონვერგენცია

(სურათებზე ნაჩვენებია ინდიკატორის  და გრაფიკის მონაკვეთით)

  • H4: –;
  • D1: –;
  • W1:–;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – ვულფის ტალღები:
  • H1: დაღმავალი ვულფის ტალღა;

პროგნოზი EUR/USD-20.03-24.03-2023

  • H4:  –;
  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკული ფიგურები
  • H1: –;
  • H4: –;

 

  • D1: –;
  • W1: –;
  • MN: –;
პროგნოზი EUR/USD – ფუნდამენტალური ფაქტორები

მომავალი კვირის ფუნდამენტალურ მონაცემებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე გადასვლის შემდეგ > > >

პროგნოზი EUR/USD – Geoforex.info პრიორიტეტი
  • W1 თაიმ-ფრეიმზე თავისი არსით კარგი, კლასიკური აღმავალი პინბარია, თუმცა მდებარეობით არ აქვს პინბარისთვის დამახასიათებელი სამოძრაო მუხტი. მაგრამ მნიშვნელოვანი დონიდან ასხლეტილი პერსპექტიული ტრენდისთვის ტრიგერად კვლავ რჩება. უკანასკნელი 4 კვირის განმავლობაში ფასმა ვერა და ვერ გაარღვია ქვემოთ ფასური დონე 1.0540. მაშასადამე დონე თავის თავად ძლიერია + ფასის მის ქვემოთ გამყარება დაღმავალი ტრენდის სიგნალია, თუმცა ტრეიდერების სტოპების ჩამოსაყრელად ცრუ გარღვევებიც იქნება, როგორც ეს გასულ კვირას იყო (ფასი 1.0515-მდე ჩამოვიდა) + ეს დონე არის აღმავალი ტრენდის იმპულსის მიმცემი;
  • მიმაჩნია, რომ საპროგნოზო კვირაში სავაჭრო დიაპაზონი მექნება ზემოთაღნიშნული დონედან 1.0540 და თვის ორდერბლოკამდე 1.0860;
  • D1 გრაფიკზე 2, 3 და 6 თებერვალს წარმოიშვა ე.წ. იმბალანსის ზონა (იმბალანსი – ყიდვის და გაყიდვის ორდერებს შორის წონასწორობის არ არსებობა) მანამდე 1 და 2 თებერვლის სანთლებმა შექმნეს ორდერ ბლოკი – ეს ორი კომბინაცია საკმაოდ კარგად მუშაობს ერთობლიობაში, ამიტომ ველოდები ფასის შესვლას ამ ზონაში და დაღმავალი წყვეტილი შავი ფიბინაჩის 61%-თან კიდევ ერთი დამატებითი სიგნალის წარმოქმნისას განვიხილავ sell პოზიციას.

იმბალანსი + ორდერბლოკი

პროგნოზი EUR/USD-20.03-24.03-202

  • H1 საკმაოდ კოხტა და ლამაზი ვულფის ტალღაა, რომელიც ბოლო 2 სანთლის ორდერბლოკით მყარდება, რომელიც თავის მხრივ ჩამოყალიბდა ზედ აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 23%-ზე, ამიტომ ვთვლი, რომ ფასს დაღმავალი პერსპექტივა აქვს დაღმავალი მსხვილი ლურჯი ფიბონაჩის 38%-მდე + ნულოვან დონემდე 1.0600, თუმცა ლამაზ სურათს აფუჭებს ის გარემოება, რომ ორდერბლოკი წარმოიშვა პარასკევს ბაზრის დახურვამდე ბოლო 2 საათის განმავლობაში, ეს ის პერიოდია, როდესაც მსოფლიო ტრეიდერები მთქნარებით მუშაობენ, წაგება-მოგებას ითვლიან და ვიქენდისთვის ემზადებიან. ამიტომ თუ ორშაბათს დილით ფასმა არ გამასწრო ალბათ sell პოზიციას გავხსნი მიზნით 1.0637 + დაღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 38%. თუ ფასმა გამასწრო ორშაბათს დილით – გამიხარდება, იმიტომ, რომ მთლად არ მომწონს ეს ფორმაცია და გულიც არ მიმდის დიდად;
  • გასულ კვირაში აშშ-ში ორი ბანკის გაკოტრება და რამდენიმე ბანკისთვის ლიკვიდურობის პრობლემის წარმოქმნა, ასევე ინსაიდერული ინფორმაციის მიხედვით, ის რომ კიდევ დაახლოებით 200 ამერიკულ ბანკს აქვს პრობლემა, და ის რომ საბანკო კრიზისს მეტასტაზა ევროპაშიც გადმოვიდა (Credit Suisse) – გრძელვადიანი გაყიდვის პოზიციებში შესვლისათვის არ უნდა განაწყობდეს ტრეიდერს. ასეთ სიტუაციები ინსტიტუციონალური ტრეიდერები აქტივების გაყიდვებს ცდილობენ. აქტივია აშშ დოლარიც. ინტენსიური გაყიდვები შესაბამისად აქტივის გაუფასურებას იწვევს. და ის, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა საბანკო სისტემის მხარდაჭერისთვის ბანკებს ვერტმფრენით დააყრის ფულს – ეგეც ფაქტია და ეგეც აშშ დოლარის კურსის სასარგებლოდ არ იმუშავებს. რა თქმა უნდა ყოველივე ზემოთ თქმული გლობალური ტრენდების მაპროვოცირებელი ტრიგერებია, თუმცა გასათვალისწინებელი, ვინაიდან ვეშაპების ბრძოლაში ხურდაში არ მიგვაყოლონ.

H4 Analytics

პროგნოზი EUR/USD

D1 Analytics (1)

პროგნოზი EUR/USD

D1 Analytics (2)

პროგნოზი EUR/USD

W1 Analytics (1)

პროგნოზი EUR/USD

W1 Analytics (2)

პროგნოზი EUR/USD

MN Analytics

პროგნოზი EUR/USD

(* კვირის განმავლობაში ფიბონაჩის ნულოვანი, ანუ 0%-იანი და ასიანი, ანუ 100%-იანი დონები ფასის მოძრაობის გამო, ზოგიერთ ფიბონაჩთან მიმართებაში შესაძლებელია შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ამ ფიბონაჩების სასიგნალო დონეებიც პოზიციურად გადაინაცვლებს.)

პროგნოზი EUR/USD – პოზიციები კვირის დახურვის ზემოთ
  • აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 23% + resistance H4 – FB23/Moving 200;
  • წინააღმდეგობის დონე 1.0750 + resistance D1/moving 42;
  • ნულოვანი დონე 1.0800;
  • დაღმავალი შავი წყვეტილი ფიბონაჩის 61%;
  • წინააღმდეგობის დონე 1.0800 + order block MN ;
პროგნოზი EUR/USD – პოზიციები დახურვის ქვემოთ
  • დაღმავალი ლურჯი ფიბონაჩის 38% + ფასური დონე 1.0600;
  • ფასური დონე 1.0540 (support D1 + H4);
  • ნულოვანი დონე 1.0500 ;
  • ფასური დონე 1.0480 (support D1) + აღმავალი ყავისფერი ფიბონაჩის 38% + აღმავალი ყავისფერი არხის ქვედა საზღვარი;
პროგნოზი EUR/USD – გრაფიკის ვიზუალიზაცია

H1 (1)

პროგნოზი EUR/USD

H1 (2)

პროგნოზი EUR/USD

H4 (1)

პროგნოზი EUR/USD

H4 (2)

პროგნოზი EUR/USD

D1 (1)

პროგნოზი EUR/USD

D1 (2)

პროგნოზი EUR/USD

W1 (1)

პროგნოზი EUR/USD

W1 (2)

პროგნოზი EUR/USD

MN (1)

პროგნოზი EUR/USD

MN (2)

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზის შაბლონი

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პროგნოზი EUR/USD

პროგნოზი EUR/USD-05.06-09.06-2023

პროგნოზი EUR/USD (ევრო/აშშ დოლარი) ეყრდნობა ტექნიური/გრაფიკული ანალიზის მეთოდს. გათვალისწინებულია: გრაფიკული მოდელები, სანთლური პატერნები, ტექნიკური ინდიკატორის …